ოდესმე სიხარულისგან თუ გიტირიათ? - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოდესმე სიხარულისგან თუ გიტირიათ? image

ოდესმე სიხარულისგან თუ გიტირიათ?

წლის წინ
სიახლეები

იცით, ყველა ბავშვმა არ იცის, როგორ უნდა გამოხატოს საკუთარი გრძნობები. ზოგისთვის, ვისაც ბედმა წაართვა ყველაფერი, ხალისის გამოხატვა რთული ამოცანაა. ზოგჯერ მათ არც კი იციან, როგორ გააკეთონ ეს.

ახლახან, საბავშვო გასართობ ცენტრ „კამერტონის“ (https://www.facebook.com/KamertonKaraoke) ხელმძღვანელობამ უკვე მეორედ მიიწვია გასართობ პროგრამაზე ჩვენი ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები და დაუვიწყარი გამოცდილება აჩუქა მათ. 

ზოგიერთისთვის კონკურსები, სიმღერები, ცეკვები და უგემრიელესი კერძები ნამდვილი სიახლე იყო. ბავშვებს არ ესმოდათ, რომ ამ შესანიშნავი კლუბის მთელი გუნდი მხოლოდ იმას ცდილობდა, თავი ბედნიერად რომ ეგრძნოთ. არ სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ამისთვის ხდებოდა. ზოგიერთი ბავშვი მოულოდნელობისგან ტიროდა კიდეც, რადგან არასდროს გამოუცდიათ ამდენი დადებითი ემოცია.

მთელი გულით მადლობას ვუხდით კარაოკე კლუბ „კამერტონის“ მენეჯერს და მთელ მის მეგობრულ კოლექტივს, ვისთვისაც ჩვენს ბავშებზე ზრუნვა უკვე ტრადიციად იქცა!

ვიმედოვნებთ, რომ ბევრი კეთილი ადამიანი იხილავს ამ პოსტს და ვიდეოს და მოისურვებს, ნამდვილ დღესასწაულად აქციოს ბავშვების ცხოვრება!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

 (დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)



თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ზანაძეების მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილისგან ხშირად გონებას კარგავენ. ტანსაცმელსა და სათამაშოებს, ოკუპანტების უმისამართოდ გასროლილი ტყვიების ქვეშ, სოფელ კნოლევში, ზედ საოკუპაციო ხაზზე, ნაგავსაყრელზე ეძებენ. ნუთუ, უდანაშაულო ქართველი პატარები მართლაც ასეთ ცხოვრებას იმსახურებენ?
ეს ბავშვები სამშობლოს, ამაყი საქართველოს დატოვებაზე არც კი ფიქრობენ! ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან?.. ზანაძეების ოჯახში 6 ანგელოზი მუდმივად შიმშილობს! ბავშვებს რომ ვკითხე...
შეგროვებულია
1,640.1 ₾
დაეხმარა
104
მინდა დავეხმარო