უკვე კარგ ტრადიციად იქცა აქცია „დაეხმარე უცნობ მეგობარს“, რომლის მონაწილეებიც ყველაზე ნორჩი ქველმოქმედები არიან. ისინი თანატოლებს შეჭირვებული ოჯახებიდან უზიარებენ ყველაზე ძვირფასს, ანუ საკუთარ ბედნიერებას. როდესაც იგებენ იმის შესახებ, რომ მათ გვერდით ცხოვრობენ ბავშვები, ვისაც სათამაშოები არასდროს ჰქონიათ, მზად არიან აჩუქონ ყველა საკუთარი, თუნდაც ყველაზე საყვარელი ფუმფულა მეგობარი! დიახ, მეგობრებო, ნამდვილად ღირს ჩვენი შვილებისგან ავიღოთ დიდსულოვნების მაგალითი! 
უდიდეს მადლობას ვუხდით საბავშვო ბაღ „იავნანას“.
https://www.facebook.com/bagiiavnana/
თქვენ ნამდვილ გმირებს ზრდით! რადგან ადრეული ბავშვობიდან უნერგავთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოყვასის სიყვარული, გულისხმიერება და თანაგრძნობა, რითაც ცოტათი უკეთესს ხდით ამ სამყაროს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)

რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537