მეცნიერებმა ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენის ხერხი აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა შეძლეს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე თაგვებისთვის სიარულის უნარის აღდგენა. ჰარვარდის, ლოს ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლის ნეირომეცნიერებმა თავიანთი კვლევა გამოაქვეყნეს.
ჯერ კიდევ 2018 წელს მეცნიერებმა მიაგნეს აქსონების აღდგენის გზას - ნერვული ბოჭკოების, რომლებიც გადასცემენ ელექტრო სიგნალებს მთელ სხეულში. მკვლევარებმა შეძლეს სპეციალური ბიომასალის შექმნა, რომელიც თაგვებზე გამოსცადეს. თუმცა, მეცნიერებმა ვერ შეძლეს ზოგიერთი მოძრაობის ფუნქციის აღდგენა.
მაშინ, ნეირომეცნიერებმა უბრალოდ შექმნეს თაგვების ორგანიზმში გარემო, რომელიც იძლევა აქსონებს რეგენერაციის საშუალებას. თუმცა, ამას დიდი წარმატება არ მოუტანია გადაადგილების ფუნქციის აღდგენაში. ამჯერად, მეცნიერები ცდილობდნენ აღედგინათ აქსონები ისე, რომ ბოჭკოები დაუკავშირდეს იმ ზონებს, რომლებთანაც ტრავმის გამო, კავშირი დაკარგულია.

რეკომენდებული პროექტები:


