მხოლოდ დიადი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ბედნიერება აჩუქონ ბავშვებს!


საბედნიეროდ, უკან მოიტოვეს ის მძიმე წლები და მათთვის საახალწლო ზეიმი და საჩუქრების მიღება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ჩვენ კი გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ამ ბავშვებს ვაჩუქოთ სითბო, ალერსი და რაც მთავარია, ჩვენი სიყვარული!


ჩვენმა ბავშვებმა თავიანთი სურვილები და ოცნებები წინასწარ მისწერეს თოვლის ბაბუას და მოუთმენლად ელოდნენ საჩუქრებს. მათი ყველა სურვილი ასრულდა! ამ ბავშვებმა, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უკვე იციან, რომ სურვილს მთელი გულით თუ ჩაიფიქრებ, სასწაულები ხდება! თქვენი გულუხვობისა და სიყვარულის დამსახურებით, მათ უამრავი საჩუქარი მიიღეს, რამაც მათი გულები სიხარულითა და ღიმილით აავსო.




ბიბლია ამბობს: „ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.“ ერთად ვაჩუქოთ ამ ბავშვებს საახალწლო ზღაპარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებათ! სითბოთი და სიყვარულით აუვსოთ გულები.
„ერთად გავხადოთ განსაკუთრებული ეს ახალი წელი მათთვის, ვისაც ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდება. უნდა გვწამდეს სასწაულების, სიკეთის გვწამდეს!
გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თიკო ხაჩიძეს, ია აბულაძეს, ნანა კელენჯერიძეს, სესილი თაბუაშვილს იმისთვის, რომ ჩვენს ბენეფიციარებს თბილი ტანსაცმელი გადასცეს. ასევე, პროდუქტით დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ორგანიზაციებს: „Suntrade“, „Naturland“ და „GBC“
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
რეკომენდებული პროექტები:
