გემრიელობები დააგემოვნეს და კარგადაც იმხიარულეს! „მაკდონალდს“- მა დღესასწაული მოუწყო ჩვენს ანგელოზებს!




ბიჭიკო (8 წლის): მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი „მაკდონალდს“-ში. იმ დღიდან ვოცნებობდი, გემრიელი ბურგერები ისევ რომ მეჭამა. მაგრამ, დედას არაფერს ვეუბნებოდი, ჩემს გარდა, კიდევ რვა და-ძმა გვყავს ოჯახში და ვიცოდი, რომ ბურგერებს ყველას ვერ უყიდიდა. როდესაც დედამ მითხრა, რომ „მაკდონალდსი“ ბავშვებს გვეპატიჟებოდა, სიხარულისგან ვკიოდი!!! ვაშა!! დღეს უკვე აქ ვარ და ზუსტად ვიცი, რომ კეთილი ადამიანები სურვილებს ნამდვილად ასრულებენ. რომ გავიზრდები, ბავშვებს აუცილებლად გავახარებ. ვეცდები, ისეთივე ბედნიერები იყვნენ, როგორიც ახლა ჩვენ ვართ.





„ნახე, ლოყაზე რა სასაცილო ნახატი დამახატეს!“ „არც ვიცოდი, რომ მაკდონალდსში „მხატვრებიც“ მუშაობენ!

თუ გსურთ, ჩვენს ყველაზე ნორჩ ბენეფიციარებს დღესასწაული რომ მოუწყოთ, არ გადადოთ. ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბავშვო დღესასწაული)
რეკომენდებული პროექტები:

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221

მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537