დაეხმარე უცნობ მეგობარს — პატარა ქველმოქმედების დიდი სიკეთე!




— ნინი, ასეთი ლამაზი კაბა რომ სხვა ბავშვს მოუტანე, გული ცოტათი მაინც არ გწყდება?
ნინი:არა, საერთოდ არ მწყდება, რადგან მინდა, სხვა ბავშვმაც ისევე გაიხაროს ამ კაბით, როგორც მე მიხაროდა ამ კაბის ჩაცმა. თან იმ ბავშვების მშობლებს ფული არა აქვთ, რომ ლამაზი კაბა უყიდონ. მე კი, არა მხოლოდ დღეს, არამედ სხვა დროსაც მივცემ ხოლმე ჩემს კაბებს უცნობ მეგობრებს. ერთ დღეს კი იმედია ახლოსაც გავიცნობთ ერთმანეთს და ნამდვილი მეგობრები გავხდებით.

ნონა ედიშერაშვილი (საბავშვო ბაღის „ნუცას“ დირექტორი):„სიკეთეს ასაკი არ გააჩნია. სწორედ ასეთი პატარა ასაკიდან უნდა ხდებოდეს ბავშვებისთვის სიკეთის არსის ახსნა. ბავშვი, შესაძლოა, შინაგანად კეთილი იყოს, მაგრამ სწორად როგორ გამოხატოს ეს სიკეთე ისე, რომ სხვას თავმოყვარეობა არ შეელახოს, აი, ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვობის ასაკიდან. მე, როგორც საბავშვო ბაღის დირექტორი, ამაყი ვარ, როცა მახსენდება, თუ როგორი ბედნიერი სახეებით მოჰქონდათ ამ ციცქნა ბავშვებს სახლიდან თავიანთი საყვარელი სათამაშოები და ტანსაცმელი უცნობი მეგობრებისთვის. 1 კვირის განმავლობაში აგროვებდნენ ბავშვები ნივთებს და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სიკეთე გადამდებია! მჯერა, რომ სულ უფრო მეტი საბავშვო ბაღი და სკოლა ჩაერთვება ამ კამპანიაში „დაეხმარე უცნობ მეგობარს“.


ღონისძიების ბოლოს, ჩერნოვეცკის ფონდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა საბავშვო ბაღის „ნუცას“, ასევე After School-ის პედაგოგები და პატარა ქველმოქმედები თანატოლი ბავშვების გულწრფელი და კეთილშობილური დახმარებისთვის.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: office-fsp@fsp.ge
🙏თუ გაქვთ ნივთები, რომელიც გსურთ რომ გაიღოთ გაჭირვებული ოჯახებისთვის, დაგვიკავშირდით სატელეფონო ზარით +995-322-19-33-21 ან შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/beneficiaries-needs/
რეკომენდებული პროექტები:

