ზღაპარი ნინისთვის: როგორ აქცია „GrownUp Private Event Club“-მა ოცნება რეალობად




ამბობენ, თუ მთელი გულით გწადია რაღაც და შენ გარშემო გულკეთილი ადამიანები არიან, სასწაულები ხდება. და აი, დადგა ეს დღეც! ნინი „GrownUp Private Event Club“-ის იუბილარი გახდა. მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მან დაუვიწყარი დღე გაატარა, რომელიც ნამდვილ ჯადოსნურ თავგადასავლად იქცა.
ლამაზად გამოწყობილი, ყურადღებითა და სიყვარულით გარემოცული ნინი ბედნიერებით ბრწყინავდა. მისი ბედნიერება იმხელა იყო, მთელ საქართველოს გაანათებდა! გვიხარია, ასეთ ბედნიერს და გაბრწყინებულს რომ ვხედავთ.

გვსურს, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისი დამსახურებითაც რეალობად იქცა ეს დღე. მადლობა „GrownUp Private Event Club“-ს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. თქვენი დიდსულოვნება და მზრუნველობა ქმნის მომენტებს, რომლებიც სამუდამოდ რჩება ჩვენს გულებში.




რა თქმა უნდა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ ნინის. დაე, მისი ცხოვრება მუდამ სიხარულით, ღიმილითა და სასწაულებით იყოს აღსავსე. დაე, სინათლითა და ბედნიერებით აღსავსე იყოს მისი ყოველი დღე.
ვიმედოვნებთ, რომ ნინის ისტორია ყველას შთააგონებს, სჯეროდეთ სასწაულების და ოცნების არ შეეშინდეთ. ყველას ისეთივე ბედნიერებას გისურვებთ, როგორი ბედნიერიც იყო ნინი მისთვის განსაკუთრებულ დღეს!
რეკომენდებული პროექტები:
