„დედა, არ მოკვდე!“ სამი პატარა ბავშვი და მათი მძიმედ ავადმყოფი დედა შიმშილით იტანჯებიან! ბავშვებმა ბალახის ჭამა დაიწყეს! ნუთუ დავუშვებთ ასეთ რამეს?!
იცი, ამ სახლის პატრონი ვინ არის? მიწის?.. ნახე, რამხელაა! ამ ვარიების, მსხლის და ვაშლის ხეების... აი-ი-ი... შეხედე! ამ ყველაფრის პატრონი მე ვარ! კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ. დედამ მითხრა!

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები დაგვეხმარნენ! ვინ არიან, დეიდა, გამაცნობ?!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ცხრა წლის განმავლობაში ცუდ პირობებში, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, — ამბობს მაია. — დავიტანჯეთ. არა მხოლოდ ბინიდან ბინაში, არამედ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა გვიწევდა. ბინის პატრონები გადაუხდელობის გამო ძაღლებივით ქუჩაში გვყრიდნენ, საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის წაღების საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ. უარაფროდ დარჩენილები, აცრემლებულები და დაღლილები ვტოვებდით ბინებს. ახლა ვერავინ, ვერასდროს გაგვაგდებს ვერსად! ჩერნოვეცკის ფონდმა იზრუნა იმაზე, რომ ჩემს შვილებს თავზე ჭერი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ! დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორსართულიანი სახლი, ექვსი ოთახითა და დიდი ეზოთი ჩვენია. ვერცერთი ფონდი, რომელსაც მივმართეთ, ვერ დაგვეხმარა! თქვენ კი მოახერხეთ და სახლი გვაჩუქეთ! ისეთი ბედნიერი ვარ, არ ვიცი, შოკიდან როდის გამოვალ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები თქვენი!
ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა, ამბოკაძეების ოჯახს, არც მეტი, არც ნაკლები, სახლი აჩუქეს! თანაც ნაკვეთით, რომლის ფართობი 3 400 კვადრატული მეტრია!
პირველ სართულზეც და მეორეზეც სამ-სამი ოთახია.
— მაია, ბოლო ბინის პატრონს როგორ გამოემშვიდობეთ? როგორ მოეწყვეთ ახალ სახლში? თქვენი სიხარული გაგვიზიარეთ, გვიამბეთ ყველაფერი!
მაია: ვაიმე, ცხოვრებაში პირველად, ნორმალურად, ადამიანურად დავემშვიდობეთ. ჩვენი ამბავი გაუხარდა და დაგვლოცა. შეხედეთ, რა ლაღად თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს. ჩვენს ეზოში ვაშლის, ტყემლის, მსხლის ხეები დგას. სხვათა შორის, ტყემალი უკვე გავაკეთე.
ვაკო: „კვარაცხელიასავით გავიტან გოლებს!“
ვაკო: „კვარა შემაქებდა ასეთი დარტყმისთვის, არა?!
ნელ-ნელა ვაწყობთ ცხოვრებას, პირველ სართულზე სამი ოთახია და მეორეზეც — სამი. პირველზე სამზარეულო იქნება, უკვე არის სააბაზანო და საპირფარეშო. მეორეზე კი საძინებელია და ბავშვების ოთახი. იმდენ რამეს ვგეგმავ ამ სახლსა და ეზოში, ფრთები შემასხით! უფლის წყალობით, კარგად იქნება ყველაფერი, ჩემი მეუღლე სამსახურს ნახავს, მინდა, ბოსტანი მქონდეს, ქათმები მყავდეს. რბილი ავეჯის ხელოსანია, მეგობრებმა ხელსაწყოები აჩუქეს, მუშაობა რომ შეძლოს.
„აქ, პირველ სართულზე, მამა სამზარეულოს აწყობს, ჯერ მზად არ არის“.
ვაკო: „ეს ჩვენი საძინებელია. ასე, ზურგზე ვწევარ ხოლმე, მძინავს და ვისვენებ“.
ვაკო: „ახალ პლანშეტში სასაცილო პროგრამა ვიპოვე. ნახე, როგორ ცვლის სახეს!“
ადრე გარდაბნის რაიონში ვცხოვრობდით, ახლა კი — სამტრედიაში. ქალაქმა კარგად მიგვიღო. არაჩვეულებრივი, თბილი და გულკეთილი მეზობლები გვყავს. მოდიან, გვეკითხებიან, რა დახმარება გვჭირდება, ყველსა და რძეს გვაწვდიან ბავშვებისთვის.
თქვენი დამსახურებით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აქ ვაკო სკოლაში ივლის, საბა კი — ბაღში. საუკეთესოს მოლოდინი გვაქვს. საოცარ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. აი, საკუთარი სახლის ქონა რას ნიშნავს!
ვაკო, 6 წლის: ჩემი მიწა მაქვს! ვაშლის, მსხლის, ლეღვის და ხურმის ჩემი ხეები! ჯერ არ გინახავს, სახლის უკან ტყეა და ისიც ჩემია. ორი ვარია მყავს, გაიზრდებიან და კვერცხიც გვექნება! კიდევ საქანელა მაქვს! წამოდი, ვაშლის ხე უნდა გაჩვენო!
აკაკი, 2 წლის: ე-ე-ე, ეს უსამართლობაა! შენ უნდა აჩვენო ყველაფერი? მე საძინებელი მაქვს და ოთახი სათამაშოებით, მე უნდა ვაჩვენო, გასაგებია?! მსხლის ხესაც მე ვაჩვენებ, გაიგე?!
— ვაიმე, რა დასანანია, ინტერვიუ რომ მაქვს ჩასაწერი. მაგრამ არა უშავს, მალე დავასრულებ და თქვენი ნაკვეთის ნახვასაც შევძლებ! საბას კი ხელში ავიყვან. მაია, საბასთვის პენსიის დანიშვნა მოხერხდა?!
მაია: ჩემი საბა, ჩემი მზის ბიჭი, ის ბედნიერი და გახარებულია ყველაზე მეტად! ჩვენი ახალი სახლი ძალიან მოსწონს. ავადმყოფობაც კი გადაავიწყდა.
საბას ძალიან მოსწონს ახალი სახლი. ჩვენი მზის ბიჭი აღარ ტირის!
თქვენი დახმარებით, როგორც იქნა, ბავშვს პენსია დაენიშნა. გენეტიკური ანალიზის პასუხის გარეშე უარს ვიღებდით. მადლობელი ვარ, რომ ამ კვლევების საფასური გადაიხადეთ და ახლა ვალდებულია სახელმწიფო, 270 ლარი ჩაირიცხება ხოლმე. თქვენი დახმარებით ყველაფერი გამოვიდა, მაინც მივაღწიეთ ჩვენსას.
„ვაშლის, მსხლის და ხურმის ჩემი ხეები მაქვს...“
ვაკო: „აი, ასე გემრიელად ვისვენებ ჩემი ვაშლის ხის ქვეშ“.
აკაკი: „მაშინ მეც დავდგები და დავისვენებ“.
ვაკო: „შეგიძლია, ძლიერად გამაქანაო? ძალიან მომწონს! აქამდე საკუთარი საქანელა არასდროს გვქონია!“
— ფონდის მეგობრების მიმართ რა გრძნობები გაქვთ? ვინმე პირადად თუ გაიცანით?
მაია: საოცარი ხალხი ცხოვრობს ჩემს საქართველოში! წარმოუდგენელი! თბილი, გულწრფელი, ჰუმანური და ყურადღებიანი! თქვენი ჭირიმე! ვამაყობ, მიყვარს და მზად ვარ, ბედნიერების ცრემლებით ვიტირო! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობისთვის! ჩვენს ძველ სახლშიც რამდენი ხალხი მოვიდა! საჭმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები, საწოლები, სკოლის ნივთები მოჰქონდათ ჩვენთვის... გავგიჟდით, ისე გაგვახარეს, ბავშვები უბრალოდ დაფრინავდნენ! ახლაც გიჟდებიან (იცინის), თავადაც ხედავთ. ამდენ სტუმრებში სამი სახელის დამახსოვრება მოვახერხე — დიკა სალაკაია, თამარ ჯიმშიტაშვილი, ნატო გელაშვილი. მერე მეხსიერებამ მიმტყუნა, რადგან ათობით სახელის დამახსოვრება ძალიან რთულია.
მაგრამ, რა მინდა გითხრათ: ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება ეს სასწაული, რომელიც თქვენ, ყველამ ერთად მოახდინეთ ჩვენთვის. ჩერნოვეცკის ფონდი პირველია, ვინც რეალურად ძალიან გვეხმარება. ყველას გლოცავთ და ყველასთვის ვლოცულობ. ყველა მეგობარს ვუსურვებ, რომ ჯანმრთელობა, უდარდელი, ბედნიერი ცხოვრება, კეთილდღეობა საქართველოს ყველა ოჯახში იყოს!
ვაკო: „ველოსიპედი არასდროს მქონია და ამიტომაც ტარება მიჭირს! მაგრამ ამ ზაფხულს უნდა ვისწავლო კარგად“.
აკაკი: დეიდა, ჩვენი ნაკვეთის სანახავად არ მოდიხარ? მდინარეზე წამოხვალ ჩვენთან ერთად? კიდევ ცხენები უნდა გაჩვენო.
— აქ, მდინარეც არის? რა მაგარია!
აკაკი: მამაჩემი თევზაობს იქ, მე კი ვეხმარები, უფრო მეტი თევზი რომ დაიჭიროს.
მაია: დიახ, მდინარეც არის, იპოდრომიც ახლოსაა. ჩვენთვის ძალიან კარგი ადგილი შეარჩიეთ.
— მაია, ამჟამად მოსაგვარებელი რა პრობლემები რჩება?
მაია: პროდუქტი და კიდევ ერთხელ პროდუქტი. მისამართი ხომ შევიცვალეთ და ამის გამო სოციალური შემწეობის ჩარიცხვაც დროებით შეჩერებულია. ცოტა ხანს, სანამ აღდგება, როგორმე თავი უნდა გავიტანოთ და მშივრები არ დავრჩეთ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოჯახისთვის სახლის ჩუქება, მშვიდი ცხოვრების ჩუქებას ნიშნავს! ახლა ამბოკაძეების ოჯახს აღარსად მოუწევს გაქცევა, ახალ ადგილზე შეუძლიათ ფესვების გადგმა და ცხოვრების აწყობა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ვაკოს, საბას, აკაკის და მათ მშობლებს სტაბილურობა აჩუქეთ. ამჟამად ოჯახს სოციალური შემწეობის თანხა არ ერიცხება და ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი. ჩვენი დიდი თხოვნაა, მხარში დაუდგეთ. კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დახმარება გაუწია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ: მედეა
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2024 იან 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 6,980 | paid |
| 2024 თებ 1 | გამოკვლევა | 350 | paid |
| 2024 მარ 15 | მედიკამენტები | 564.11 | transferred |
| 2024 აპრ 20 | კერძო სახლი ნაკვეთით | 26,753 | transferred |
| 2024 მაი 15 | რეესტრის მომსახურება | 159 | paid |
სულ ხარჯი: 34,806.11 ₾
დარჩა 341.7 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 ნოე 23 | მაღნარაძე ლალი | 50 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | თამარ გვალია | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ნინო წიკლაური | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | დავით გოგიაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | მარიამ ნაცვლიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ლუკა მიქელთაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ლუიზა ნათობაიძე | 15 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | მიხეილ ოქიტაშვილი | 30 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | თეონა არევაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | მზია ლომსაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ჯემალ გელოვანი | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | დავით ჟღენტი | 200 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | პაატა კბილცეცხლაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | მაკა სარჯველაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | მირიან მირაზანაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ნინო გრიგოლაშვილი | 100 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | გიორგი კუკუნაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ქეთევან ვანიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | თორნიკე ნადირაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | სიხარულიძე მაია | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | გელაშვილი ირმა | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | სვანიძე ელისო | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ჯვარშეიშვილი ცირა | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ხანთაძე მარიამ | 3 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ციციშვილი ეკატერინე | 5 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ციცვიძე ეკატერინე | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | ქავთარაძე დარინა | 30 | Transfer to account |
| 2023 ნოე 23 | რაზიკაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 35,147.81 ₾
დარჩა 341.7 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|








