მოკრძალებული ულამაზესი გოგოსთვის რომელმაც სკოლა დაამთავრა სულ ცოტა ხნის წინ, რა უნდა იყოს იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე ის, რომ ახლა, ეტლს არის მიჯაჭვული და ცხოვრების ბოლომდე შეიძლება ხეიბრად დარჩეს! რამხელა განსაცდელია, შვილო!!! ანა, ყველანი ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ! ოღონდ, გული არ გაიტეხო! შენ ღმერთს უყვარხარ!
მოხდა სასწაული! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

– ანი, უპირველესად, მიიღეთ ჩვენი მოლოცვა! თვალზე ცრემლი მომადგა. მიხარია, რომ ვხედავ, რამდენად მყარად დგახარ ფეხზე. თავს როგორ გრძნობ?
ანი (19 წლის): წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ყავარჯნები გვერდზე გადავდე და წავედი. ოთხი-ხუთი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე. ეს ენით აუწერელი გრძნობაა! ექიმები ამბობენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ცოტა ფეხებში მაქვს ტკივილი. მაგრამ ეს ტკივილებიც დადებითი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობა უბრუნდება ფეხებს. სხეული აღდგენას იწყებს ოპერაციის შემდეგ.





ალბათ, გახსოვთ ამ გოგონას ამბავი. ანი სკოლის დამთავრების დღეს ავარიაში მოყვა და ავარიის შედეგად ხერხემალი გაუტყდა. ამის შემდეგ სიარული არ შეეძლო. დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის! და აი, გამარჯვება სახეზეა! იმისათვის, რომ ანი ფეხზე დამდგარიყო, მთელი საქართველოს მასშტაბით 7500 ლარი შევაგროვეთ, გოგონამ კი ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა! ანუ ძვლის ტვინის ცოცხალი ღეროვანი უჯრედები გადანერგილი იქნა ფეხიდან ხერხემალში. ასეთი მეგობრული გუნდით ჩვენ შეგვიძლია უზარმაზარი კარგი საქმეები გავაკეთოთ! თქვენ, ყველანი, შესანიშნავი მეგობრები ხართ, რადგან წარმოუდგენელი სასწაული მოახდინეთ!
– როგორ ჩაიარა ოპერაციამ, ანი? გეშინოდა?
ანი: სინამდვილეში, ნემსისაც კი მეშინია. განვიცდიდი, როგორ ჩაივლიდა ყველაფერი. ექიმებმა დამაძინეს და როცა პალატაში გავიღვიძე, ყველაფერი უკვე დასრულებული იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა ღმერთს.
– გჯეროდა, რომ ფონდის მეგობრების დახმარებით საჭირო თანხა შეგროვდებოდა?
ანი: რა თქმა უნდა, მჯეროდა! ჩერნოვეცკის ფონდის წყალობით, მართალა ხშირად ხდება სასწაულები! მე ხომ საკუთარი თვალით ვხედავ, ვაკვირდები თქვენს მუშაობას, ვკითხულობ პოსტებს და ვუყურებ ვიდეოებს. დარწმუნებული ვიყავი და ველოდი სასწაულს! და აი, სასწაულიც მოხდა! თქვენი დახმარებით ახლა სიარული შემიძლია, და მთელი გულით გიხდით მადლობას!

– გისურვებ, რომ უახლოეს მომავალში საკუთარ ქორწილში გეცეკვოს, ანი. ძალიან ლამაზი, კეთილი გოგო ხარ და ჩვენ, ყველანი, ბედნიერებას გისურვებთ!
ანი: გმადლობთ. ჩემი შეყვარებული ძალიან მეხმარება, მისი მებრძოლი სულის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. მადლობა ღმერთს, რომ გვერდით სანდო მამაკაცი მყავს! და რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგპატიჟებ ჩემს ქორწილში!
– რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარნენ?
ანი: მადლობას ვუხდი ყველას. ფეხზე რომ დავდგები, ვეცდები რამე სასარგებლო გავაკეთო და მეც დავეხმარო სხვა ადამიანებს. ყოველი ჩარიცხული ლარი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო! თითქოს ხელახლა დავიბადე და მეორე დაბადების დღეს ვიზეიმებ! გმადლობთ, გულკეთილო ხალხო!
– დედაშენს დავუსვამ რამდენიმე კითხვას. ვიცი, რომ ის შენზე ნაკლებად არ ღელავდა. ნანა, რა სიახლეებია ოპერაციის შემდეგ?
ნანა (დედა): ახლა სარეაბილიტაციო კურსებზე დავდივართ. ჩემს შვილს ძალა თანდათან უბრუნდება. ექიმები ეუბნებიან: „ანი, ბევრად უკეთესად დადიხარ, ვიდრე ადრე. რეაბილიტაციიდან ექვს თვეში შედეგი შესამჩნევი გახდება“.

– რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ფონდის მეგობრების მხარდაჭერა?
ნანა: თქვენ რომ არა, ძვირფასებო, ჩემს ქალიშვილს ოპერაციას ვერ გავუკეთებდით. ღვთის შეწევნით ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში. ჩემი მადლიერება ყველას, ყველას, ყველას!
– ახლა რაში გჭირდებათ დახმარება?
ნანა: ბინის ქირის გადახდას ვერ ავუდივარ, ეს ძალიან დიდი ტვირთია მარტოხელა დედისთვის, ამიტომ ღამის ცვლაში დავიწყე მუშაობა. მე და ჩემი ქალიშვილი ფოთიდან თბილისში სპეციალურად გადმოვედით ოპერაციის გასაკეთებლად და რეაბილიტაციის კურსის გასავლელად. დღისით ანა რეაბილიტაციაზე მიმყავს, საღამოს კი მორიგეობას ვიწყებ. რა უნდა გავაკეთო? ქალიშვილს ნახევარ გზაზე ვერ დავტოვებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო. ქმარი 12 წლის წინ გარდამეცვალა, როცა მეხუთე შვილზე ვიყავი ორსულად. და კარგია, რომ ამ ტრაგედიას არ მოესწრო! დარდით მოკვდებოდა!
ძალიან მეუხერხულება თხოვნა, მაგრამ, თუ კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან ბინის ქირის გადახდაში, სამუდამოდ მადლობელი ვიქნებით!
მოგმართავთ ყველა მზრუნველ ადამიანს. დავეხმაროთ ოჯახს რეაბილიტაციის პერიოდში ბინის ქირის გადახდაში. სულ რაღაც ექვსი თვე! გოგონამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, ის ნამდვილი გმირია! ახლა მას სჭირდება ბოლო ბიძგი ჯანსაღი და ბედნიერი მომავლის მოსაპოვებლად. ამ ყველაფრის შემდეგ, ცხოვრება 19 წლის ასაკში მხოლოდ დასაწყისია და წინ მხოლოდ ბედნიერება უნდა ელოდებოდეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მაკარიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 მარ 29 | თამარ იაშვილი | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 29 | იოსები გურგენიშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 29 | შორენა შინჯიკაშვილი | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 29 | რუსუდან ბერიძე | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ანონიმი | 4 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მარ 28 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მარ 28 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2024 მარ 28 | ანონიმი | 5 | საქართველოს ბანკი |
| 2024 მარ 28 | თაყაძე ნინო | 3 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შოთა კოპალეიშვილი | 50 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | მაშოვი ელშან | 100 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | კუზიქევხაშვილი ნანა | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ეფრემიძე მარიამი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | მეტრეველი ლელა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | პაქსაძე დარიკო | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ხუფენია ირაკლი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჭიღლაძე გიორგი | 2 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჭედია გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჭანკვეტაძე ზურაბი | 20 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ცენტერაძე იაკობ | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჩხაპელია შორენა | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შუბითიძე ნატალია | 7 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შენგელია ალექსანდრე | 3 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შარაბიძე ლუკა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შანიძე ზურა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შავდია თინათინ | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ქამუშაძე მაია | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | რობაქიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჟღენტი გაგა | 8 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | პაპიაშვილი ქეთევანი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 12,914.9 ₾
დარჩა 135.65 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|









