ის 75 წლისაა, მისი მეუღლე კი 86-ის! თავად უსინათლოა, მან კი მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ მას ცნობს - ყველაზე საყვარელ და მზრუნველ ადამიანს! ორივე ბავშვივით გულთბილი და კეთილი არის! მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და მათი გულისამაჩუყებელი მზრუნველობით ტკბობა მოუნდება ადამიანს! რომელსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ნახავთ!!!
2024 აპრილი 2
გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი შეუპოვარი და კეთილი გმირიც არ გამოჩნდება! „ძალიან, ძალიან რთულია ცხოვრება, როდესაც ყველა ცდილობს შენს მოტყუებას“ - ამბობს ზურაბი, რომელსაც ნაძირალა ექიმები ორი წლის განმავლობაში იმისთვის „ მკურნალობდნენ“, ვითომდა მხედველობა რომ დაებრუნებინათ. ამ დროს კი, თვალის ნერვი დიდი ხნის მკვდარი იყო. ექიმებმა უკანასკნელი თეთრები გამოსძალეს ამ ოჯახს! მათი პოვნა და უტიფარ თვალებში ჩახედვა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა... ზოგ „მხეცს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს, ბინა რომ წაართვას, ზოგი კი ელის, როდის დაიხოცებიან შიმშილითა და სიცივით, რის შემდეგაც ბინის მითვისებას უფასოდ შეძლებს! ამიტომ, დანარჩენმა „მხეცებმა“ შემწეობის გარეშე დატოვეს და დროდადრო ინტერესდებიან... არა, მათი ჯანმრთელობის ან მატერიალური მდგომარეობით კი არა, არამედ იმით, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თუ არა? „ნეტავ, მალე ამოხდეთ სული!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
26,212 ₾
(
1,606 დონორი )
ხოფერია ანა
წლის წინ
20 ₾
წიკლაური თამარ
წლის წინ
10 ₾
ფაიქიძე მარიამი
წლის წინ
5 ₾
სურგულაძე ნათია
წლის წინ
5 ₾
ორჯონიკიძე ანუკი
წლის წინ
5 ₾
ლებანიძე მარიამ
წლის წინ
30 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|






