პროექტის რეპორტი ბავშვები სოფელ საგურამოდან - თუ ერთხელ მაინც ნახავთ მათ სევდიანი თვალებს, გონებიდან არასდროს ამოგივათ. ბერძენიშვილების ოჯახის ისტორია, რომელიც გულს აგიტირებთ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვები სოფელ საგურამოდან - თუ ერთხელ მაინც ნახავთ მათ სევდიანი თვალებს, გონებიდან არასდროს ამოგივათ. ბერძენიშვილების ოჯახის ისტორია, რომელიც გულს აგიტირებთ

page info icon
2024 მაისი 21
მეგობრებო, ჩვენ არ ვიგონებთ ამ საშინელ ისტორიებს იმისთვის, რომ განწყობა გაგიფუჭოთ! მაგრამ დაჟინებით ვასრულებთ უფლის წინაშე ჩვენს მოვალეობას, ვუხსნით ჩვენსა და თქვენს გულებს სიკეთეს, თანაგრძნობასა და ჩვენი ქართველი თანამემამულეების უზარმაზარ მწუხარებას! დღეს ჩვენი ამაღელვებელი რეპორტაჟი არის მცხეთიდან, სოფელ საგურამოდან, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია. ამ ამბავს კი ოჯახში ოთხი მშიერი ბავშვიდან უფროსი — დაჩი გვიამბობს! ის 11 წლისაა. ამ 6-კაციან ოჯახში ის მთავარი შემომტანია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,642 ₾
( 327 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

სასწაული მოხდა! ახლა ბერძენიშვილების მრავალშვილიან ოჯახში უკვე ბავშვების ჟრიამულის ხმა ისმის. ოთხი და-ძმის თვალები პირველად გაბრწყინდა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში.

სულ ცოტა ხნის წინ საგურამოში, ბერძენიშვილების ოჯახში, 4 მცირეწლოვანი ბავშვის თვალებში სევდა და შიში იყო ჩამდგარი. პატარა ანგელოზები ხმელ პურს ჭამდნენ. 11 წლის დაჩი სკოლაში ძველი ტანსაცმელით დადიოდა. საოცარი გოგონები, მისი დები — ბარბარე, ნინი და ანასტასია, სათამაშოებსა და ახალ კაბებზე ოცნებობდნენ. 

ბავშვებს დაჟანგებულ საწოლზე ეძინათ და ძვლები სტკიოდათ. ბავშვების მამა ავადმყოფობს და ვერ მუშაობს, დედა კი პატარებს მარტო ვერ ტოვებდა. ამიტომ მათ სახლში სიღარიბეს ისე ღრმად გაედგა ფესვები, რომ ოთხი პატარა ანგელოზის თვალებიდან მხოლოდ უიმედობა გამოსჭვიოდა. დღეს კი მათი თვალები ბედნიერებისგან პირველად ბრწყინავს, რადგან სასწაული მოხდა და მათი ყველა ოცნება ახდა. 

ეს სასწაული კი თავად თქვენ ხართ, კეთილო ადამიანებო. სწორედ თქვენი გულისხმიერების შედეგია ის, რომ დღეს ამ ოთხი პატარა ანგელოზის თვალები ვარსკვლავებივით ბრწყინავს...

დაჩი (11 წლის): მე და ჩემი დაიკოები ძილის წინ წარმოვიდგენდით ხოლმე, რომ რბილ და ფუმფულა საწოლზე ვწვებოდით სხვა ბავშვებივით. ახლა კი ჩვენი ოცნება ახდა. იმაზე უფრო ფუმფულა საწოლი მოგვიტანეთ, ვიდრე წარმოგვედგინა.

დაჩი: პლანშეტი კი ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო. სულ სიზმარში ვხედავდი. დღეს კი უკვე მაქვს პლანშეტი. მინდა, რომ ბოლო ხმაზე ვიყვირო და მთელ სოფელს გავაგებინო.

ბერძენიშვილების ოჯახში უკვე სარეცხი მანქანაც არის და დედას აღარ მოუწევს ოთხი ბავშვის და ავადმყოფი მეუღლის ტანსაცმლის ცივ წყალში ხელით რეცხვა.

დღეს ბავშვებს აღარ მოუწევთ მშივრებს დაძინება. მათ მაცივარში საკვები უკვე აღარ ეტევა და ეს მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო. ხომ არაფერია იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ის, რომ ბავშვებს შიმშილისგან მუცელი სტკივათ. ახლა კი ამ ანგელოზების საოცნებო ყველანაირი საჭმელი უკვე მაცივარში დევს.

ბერძენიშვილების ოჯახმა საჩუქრად მიიღო მაგიდა სკამებით, ტანსაცმლის კარადა და უამრავი საჭირო საოჯახო ნივთი, და ეს ყოველივე თქვენი დამსახურებაა, ფონდის გულშემატკივრებო! გიზიარებთ ფოტოკოლაჟს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ადამიანის სიკეთე უფლის მადლია. ყოველი ჩვენი კეთილი საქმით კი სულ უფრო მეტად ვუახლოვდებით უფალს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge  

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბერძენიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს! 

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი 

 







მსგავსი პროექტები: