პროექტის რეპორტი ანგელოზები ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში! ეს ბავშვები — საქართველოს მომავალი, საშინელ სისხლის მწოველ მწერებს საკუთარ ქართულ სისხლს უზიარებენ, საჭმელს კი — ამ პატარების სიცოცხლისთვის საშიშ, უზარმაზარ შავ და რუხ ვირთხებს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ანგელოზები ბნელ და ნესტიან მიწისქვეშეთში, თბილისიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში! ეს ბავშვები — საქართველოს მომავალი, საშინელ სისხლის მწოველ მწერებს საკუთარ ქართულ სისხლს უზიარებენ, საჭმელს კი — ამ პატარების სიცოცხლისთვის საშიშ, უზარმაზარ შავ და რუხ ვირთხებს!

page info icon
2024 ივნისი 19
მათ მომავალ ბედზე მხოლოდ ჩვენ ვაგებთ პასუხს უფლის წინაშე! ეს გახლავთ ამ საბრალო ადამიანების საცხოვრებელი! რომელსაც, ფაქტობრივად, არც კარი და არც ფანჯრები აქვს... ამ შეჭირვებული ადამიანების ცრემლებით არის გაჟღენთილი უზარმაზარი ლოდები, რომლითაც მოპირკეთებულია საუკუნეზე მეტი ხნის წინ, წინაპრების აშენებული, ნახევრად დანგრეული ორსართულიანი სახლის სარდაფი. მადლობელი ვართ მათი! ნამდვილად! რადგან ისინი ქართული ოჯახის ამხელა სირცხვილს და დამცირებას არ დაუშვებდნენ. სირცხვილი მაღალჩინოსნებს, უნამუსო არაადამიანებს, ვინც გემრიელ საჭმელს მიირთმევს, მშვიდად სძინავთ და არ ადარდებთ ეს მდგომარეობა. მოხერხებულად მოკალათდით, მეგობრებო, საშინელებათა სახლში ექსკურსია გელით...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,479 ₾
( 664 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

გიო სისაური: „მე მივხვდი! ჩერნოვეცკის ფონდი ვისთანაც მიდის, იმასთან მივა ბედნიერებაც!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გიო: „როგორც კი გადაგვიღეთ, მაშინვე ძალიან მაგარი ამბები მოხდა!“ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ვიდეოებსა და პოსტებს მყისიერი რეაქცია მოსდევს ყოველთვის! გიო სისაური მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მისი ოცნება იყო, საკუთარი დაბადების დღე ტორტით სტუმრებთან ერთად აღენიშნა. ამ პოსტმა სულის სიღრმემდე შეძრა მისი საოცარი მასწავლებელი ანი ბუზალაძე, რომელმაც გიოს თანაკლასელები მაშინვე შეკრიბა. დაბადების დღეზე გიოს მოულოდნელად ესტუმრა მისი კლასი, ყველანი ჩაეხუტნენ და საჩუქრები მიართვეს! ანი მასწ-ის ჟესტმა გული აგვიჩუყა და უდიდეს მადლობას ვუხდით მას. ასევე სიხარულით აცრემლებულნი მადლობას ვუხდით ფონდის ყველა იმ მეგობარს, ვინც მოკლე დროში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სისაურების ოჯახს. ადრე ფანჯრის ღიობს კარადა ფარავდა და ცხოვრობდნენ სრულ სიბნელეში. სახლს ვერც კი იცნობთ: ახალი ფანჯრები, ავეჯი და ბევრი სინათლე გვაქვს! — გიო, ანი მასწ- და შენი თანაკლასელებიც გახდნენ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები! შენი დაბადების დღის ოცნება ხომ ახდა? გვიამბე! გიო: კლასელები თავად მესტუმრნენ, იცი? დედამ თქვა: „გიო, მიდი, ეზოში გაიხედე, შენ გეძახიან“. გამოვედი და შოკში ჩავვარდი! გარეთ ჩემი კლასიდან ათი ბავშვი და ანი მასწ-ი დამხვდნენ! ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტეთ. საჩუქრებზე მეტად მათი მოსვლა გამიხარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მე ვუყვარვარ. არაჩვეულებრივი საჩუქრებიც მივიღე: ფეხბურთის ბურთი, მანქანები, რობოტი, ისეთი, როგორიც მინდოდა. მარწყვის ტორტი და სოსისი მოიტანეს. გემრიელად მივირთვით ეზოში, მერე ბურთით ვითამაშეთ, ვიცეკვეთ და ბევრი სურათიც გადავიღეთ. რა კარგია, რომ ვიდეო გადაიღე და ყველამ გაიგო, დაბადების დღე როდის მქონდა. არავინ იცოდა მანამდე. — გიო, კიდევ რა მოხდა მას შემდეგ, რაც შენს ოჯახს გადავუღეთ? გიო: ძალიან კარგი ამბები მოხდა! ველოსიპედი მაქვს, სიჩქარეებითა და მუხრუჭით, შავ და წითელ ფერებშია. საკუთარი ტელეფონი მაქვს ახლა, საკუთარი ნომერიც მექნება და დარეკვას შევძლებ. გიო: „ცოტა დამეხმარე, ტარება რომ გავიხსენო“ „მერე სიარულს მარტოც შევძლებ. მთელს ახშანს უნდა დავენახო“ — პირველს ვის დაურეკავ? გიო: ლუკა ქეთელაურს, ჩემს ახლო მეგობარს. ზარს თუ გამომიშვებ, გადმოგირეკავ. ახლა თუ გცხელა? — კი, მცხელა. გიო: გინდა წყლის თოფით გაგწუწო? ტარიელს აჩუქეს, მაგრამ რიგრიგობით ვწუწაობთ ხოლმე. გაგწუწო თუ არა? — ჯერ არა. გიო: ახალი საწოლებიც მოგვიტანეს. ძილი მიყვარს. ოჰ, რა გემრიელად მძინავს ჩემს საწოლზე! აბა მოძებნე, ჩვენს ძველ გაზქურას თუ ნახავ სადმე? (იღიმის.) — ფანჯარაზე აღარაფერი დევს. გიო: მოძებნი კიდევ თუ დანებდები? ჯობია, დანებდე. ვერ ნახავ, გადავაგდეთ. აბა, გამოიცანი, ახალ გაზქურაზე პირველად რა მოამზადეს? მინიშნება: სამ წუთში მზად არის (იღიმის). — ჰერკულესი? გიო: არა. დედამ ყავა მოადუღა და თქვა: „ბოლოს და ბოლოს, დავიმსახურე ეს ბედნიერებაო“. ადრე კი არც ყავა ჰქონდა და არც გაზქურა. როგორ ნატრობდა, თურმე... გიო: „ძველ გაზქურას ნუ ეძებ, უკვე ნაგავსაყრელზე გავიტანეთ“ მაია (დედა): მადლობა! (იცინის.) რამხელა სიხარულია! ჩვენთან წინა სტუმრობის დროს სკამიც კი არ გვქონდა  სახლში, რომ დამჯდარიყავით. გული მეტკინა. დაბრძანდით, გთხოვთ.  ჩვენი ახალი მაგიდა და სკამები როგორ მოგწონთ? — ძალიან, ძალიან! მაია: „ათი წელი მაცივრის გარეშე ვცხოვრობდით ამ სახლში. ახლა კი ყველაფერი ერთბაშად გაჩნდა: გაზქურა, მაცივარი, ელექტროხორცსაკეპი! ახლა უკვე მეც შემიძლია, სამზარეულოში ვიფუსფუსო“. მაია: მაცივრის გარეშე ვიცხოვრე ათი წელი ამ სახლში. ეს პირველია და ბედნიერების მომტანი იქნება! გიო: შიგნით რაც არის, ის ყველაფერიც ბედნიერებას მოგვიტანს არა, დედა? იცით, დედაჩემი უკვე აღარ მაძალებს, კარტოფილი რომ ვჭამო. ბევრი სხვა საინტერესო რამ გვაქვს: ქათამი, ძეხვეული და არაჟანი. რომ შევჭამ, მაშინვე ბედნიერი და ხალისიანი ვხდები. დედიკოს ჯერ არ უჩვენებია ყველა ბედნიერების მომტანი ნივთი. გიო: „მარი მორცხვი გვყავს, მაგრამ ძალიან უხარია. შეხედეთ, პლანშეტს როგორ იკრავს გულში!“ გიო: “აი, ბედნიერების მომტანი ტელევიზორიც მოაქვთ ჩვენთვის!!!“ „და ბედნიერების მომტანი კომოდიც...“ — შენ მაჩვენე, შენი სახლის ბატონ-პატრონი შენ არა ხარ?! გიო: მართალია. მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩასვეს ყველგან. ეს ძალიან კარგია. აი, კარიც. ის საზიზღარი ბუზები, ქინქლა და ტარაკნებიც ნაკლები იქნება. თორემ იმდენი მწერი იყო ჩვენს სახლში! აღარც დაუბერავს, სიცივე მეზიზღება. გიო: „სანამ ფანჯრები არ იყო, რა აღარ შემოდიოდა! გმადლობთ, რომ ბუზებისგან, ტარაკნებისა და ქარისგან გადარჩენაში დაგვეხმარეთ“. გიო: „მაგარი კარია, როგორც ციხე-სიმაგრეში!“ — გიო, ფონდის მეგობრები თუ გესტუმრნენ? გიო: ბედნიერების მჩუქებლები? კი, რა თქმა უნდა! — როგორ თქვი? რა კარგი სიტყვებია! მაია: ალბათ, ემოციებისგან მოიფიქრა. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან. ახმეტიდან გოგონა გვესტუმრა, ბევრნაირი პროდუქტი ჩამოგვიტანა, საზამთროც კი არ დავიწყებია. მეორე გოგომ თბილისიდან გიოს სათამაშოები და სკუტერი ჩამოუტანა. ერთმა ახალგაზრდამ ტანსაცმელი მოუტანა ჩემს პატარა გოგონას. დიდი პატივისცემა, სიმპათია და სიყვარული მაქვს გულში ჩვენი ყველა ახალი მეგობრის მიმართ. გიო: ყველა დაპირებას ასრულებენ. ძალიან მაგრები არიან! მაია: მრავალშვილიანი დედა უდიდეს მადლობას გიხდით. ახლა სახლში ავეჯიც მაქვს, სამზარეულოს ტექნიკაც და კარ-ფანჯარაც! დიდხანს სიცოცხლეს და კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და უდიდეს ადამიანურ ბედნიერებას გისურვებთ ყველას! — რა პრობლემები გრჩებათ? ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? გიო: გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება ამ ნახვრეტს ჭერზე. იქიდან რომ არ წვეთავდეს და აღარაფერი შემოფრინდეს. უკვე ამთავრებთ ინტერვიუს, არა? — დიახ, ასეა. გიო: სტოპ, არ გამორთო დიქტოფონი! ხმამაღლა ჩაიწერე: „მადლობა! მადლობა!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

სისაურების ოჯახში ბავშვებიდან ყველაზე მეტად გიოს უყვარს ლაპარაკი, მაგრამ მარიც, ტარიელიც და ანიც ძალიან გახარებულები არიან! გასაოცარია, რომ ფონდის შემომწირველთა რიცხვი იზრდება და შესაძლებლობა გვეძლევა, უფრო და უფრო მეტი კარგი ამბავი შეგატყობინოთ! მოგიწოდებთ, რომ კარგი სამომავლო სიახლეების თანაავტორები და თანამონაწილეები გახდეთ, ამჯერად სისაურების სახლის გარემონტებული სახურავისა. მეგობრებო, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს. სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000 
 თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
 ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: სისაურების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal. თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებითა და მათი ტკივილის გაზიარებით ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ: მედეა

მსგავსი პროექტები: