ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!

თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ ერთი შვილი დაკარგოს! დანიელი მუდმივად ავადმყოფობს

მრავალშვილიანი ოჯახი ბოლნისიდან
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„ოღონდ დილით ბავშვებს საუზმეზე ბალახის ჭამა არ მოუწიოთ! ოღონდ ეს არა!“ — ახალგაზრდა დედა, ეთერი, თავის სამ უსაყვარლეს შვილს დასაძინებლად აწვენს და თან გულდამდუღრული ფიქრობს, სად იშოვოს საჭმელი მათთვის. ის მხოლოდ 21 წლის არის. ისეთი ლამაზია! ახალგაზრდა დედის მშვენიერი ქართული სახენელ-ნელა უფერულდება! ნეტავ, მეუღლე დღეს ფულის შოვნას თუ მოახერხებს? თუ გაუმართლებს?! იქნებ, წამლების საყიდლად იყოს საკმარისი?

რა ლამაზია ეს ბიჭუნა! ნიკოლოზი ჰქვია, მისი სახელი არ დაგავიწყდეთ. ახლა ის უკვე ჩვენი შვილია! ის საქართველოს შვილია!

მშიერი, თვალცრემლიანი მარიამი: „ბალახის ჭამა არ მინდა. კანფეტი მომეცი, დეიდა!“
ახლახან სხვადასხვა ვირუსის გამო დაუძლურებულმა ჩვილმა პნევმონია გადაიტანა. ექიმებმა მკურნალობის კურსი დაუნიშნეს და მედიკამენტები გამოუწერეს. მაგრამ მის საბრალო დედას წამლების ყიდვის საშუალება არა აქვს. ნებისმიერ წუთს შეიძლება გამწვავდეს ბავშვის მდგომარეობა და ვეღარ გადაარჩინონ.
დანიელის უფროსი და-ძმაც ხშირად ცივდებიან. პატარებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ლუკმა პურიც კი სანატრელი აქვთ, ხორციანი კერძების გემო კი აღარც ახსოვთ.

უფროსი ძმა ცდილობს მშიერი დაიკოს დამშვიდებას
ეთერი ვერ იმუშავებს, არავინ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი. მათთან განშორებასაც ვერ გადაიტანს, ისიც, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თავად თუ გამოესალმება სიცოცხლეს! მისი უსაყვარლესი მეუღლე კი ავარიაში მოჰყვა, მანქანამ გაიტანა! დაკოჭლდა, ხეიბრად იქცა, მეტალის ფირფიტა აქვს ჩადგმული ფეხში. ხანდახან, როდესაც ამინდის ცვლილების გამო იმდენად არ აწუხებს ფეხი, მეზობლები მსუბუქ სამუშაოს, ბოსტნის გათოხნას ან მოსავლის აღებას ავალებენ, რისთვისაც ძალიან მადლობელია მათი.

მარიამი 2 წლის არის, მაგრამ იმდენად გამხდარია, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი. ენით აღუწერელი სევდაა ბავშვის სახეზე აღბეჭდილი, რომლის კვალიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი
ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს, ყოველთვე 150 ლარს იხდიან ქირას.
ყველა ოთახი ასეთ მდგომარეობაშია

ჩამოვარდნილია ჭერი. ყველა ოთახი ასეთ მდგომარეობაშია
ეთერი ზურაბიშვილი (დედა): „ჩემს შვილებს სათამაშოები საერთოდ არა აქვთ. სხვა ბავშვების სათამაშოებს რომ ხედავენ, ტირიან, ითხოვენ, მე კი არაფერი შემიძლია გულისტკივილით ტირილის გარდა“.

90-იანი წლების გაზის ბალონი

ზაფხულის ცხელ დღეებში ნიკოლოზს საშინლად სწყურია. მაგრამ გამაგრილებელი სასმელების ნაცვლად, მაგიდაზე მხოლოდ ცარიელ პოლიეთილენის ბოთლებს თუ ნახავს. ჯერ ვერ ხვდება, რომ ცარიელია ბოთლი, პირთან მიაქვს და ცდილობს, რამდენიმე წვეთი მაინც გამოწრუპოს

მუდამ ცარიელია მაცივარი. ბიჭუნა მის კარს ყოველდღე აღებს. ალბათ, ფიქრობს, რომ, რადგან დგას, შიგნით ჯადოსნურად უნდა ჩნდებოდეს საჭმელი!

ნიკოლოზის ერთადერთი გასართობი ეს ძველი სათამაშოა
ადრე ეთერს მოხუცი მშობლები ეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა თავად სჭირდებათ დახმარება! მოხუცებულ ბავშვებად იქცნენ. მიუხედავად ამდენი უბედურებისა და გასაჭირისა, ახალგაზრდა დედა ამბობს, რომ ვერ გადაუხვევს პატიოსნების გზიდან, ვერ იტყვის ტყუილს, ვერ მოიპარავს. თაღლითობას ურჩევნია, შიმშილით მოკვდეს. ყველაზე მეტად ქურდობა სძულს და არ სურს, მისი შვილები დაადგნენ ამ გზას, როგორც არ უნდა გაუჭირდეთ.

ეთერმა მიმართა ადგილობრივ გამგეობას, მაგრამ პასუხიც კი არ მიუღია! ასეთი ოჯახების მომავალზე ზრუნვა ჩვენი ვალია, მეგობრებო! „ხელი გაუწოდე მოყვასს!“ — გვეუბნება ღმერთი. არ ვიცით, როგორ დაგვაჯილდოებს სიკეთისთვის, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ მოგიწევთ ცარიელ მაცივარში შეხედვა, როგორც ამას პატარა ნიკოლოზი აკეთებს ყოველდღე. ხოლო უფლის წყალობით, რით შეივსება — ცხოვრების ღვთისგან ბოძებულ ყოველ დღეს, მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია!

ორი თვის ასაკში სულ იღიმის და საყვარლად იცინის ყველა ბავშვი. მთავარია, დანიელი არ დავკარგოთ! მთავარია, ეთერის შვილმა იცოცხლოს! გაიღიმე, პატარავ! მალე მიიღებ დახმარებას!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. № 79.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ზურაბიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მსგავსი პროექტები:
|
|









