„ყოველდღე ვუყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა ჩემი სხეული.“ ლიას სჭირდება შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად
2023 იანვარი 23
„ძალიან მწარე ყოფილა იმის ცქერა, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა შენი სხეული. მე ხომ ყველაფერს ვაცნობიერებ, ტვინი მუშაობს, ყველაფერი დანარჩენი კი - არა. ყოველდღე დავტირი საკუთარ თავს. მეჩხუბებიან, მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ იმედი არ უნდა დავკარგო... რის იმედი? ფეხები წამერთვა, ხელებიც, ახლა ხმასაც ვკარგავ. ხანდახან, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. მინდა, რომ ვინმეს რამე თვალებით ავუხსნა, მაგრამ ჩემი არავის ესმის. სწორედ ამას ჰქვია ჯოჯოხეთური ცხოვრება! მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 45 წლის. წელიწადნახევრის წინ ვმუშაობდი, სიცოცხლე მიხაროდა. ვოცნებობდი, ას წლამდე მეცხოვრა! იმის მერე კი, ჩემი დიაგნოზის, გაფანტული სკლეროზის შესახებ რაც შევიტყვე, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,098 ₾
(
154 დონორი )
„ყოველდღე ვუყურებ, როგორ კვდება ნელ-ნელა ჩემი სხეული.“ ლიას სჭირდება შანსი ახალი ცხოვრების დასაწყებად
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ძალიან მწარე ყოფილა იმის ცქერა, თუ როგორ კვდება ნელ-ნელა შენი სხეული. მე ხომ ყველაფერს ვაცნობიერებ, ტვინი მუშაობს, ყველაფერი დანარჩენი კი - არა. ყოველდღე დავტირი საკუთარ თავს. მეჩხუბებიან, მეუბნებიან, რომ ასე არ შეიძლება, რომ იმედი არ უნდა დავკარგო... რის იმედი? ფეხები წამერთვა, ხელებიც, ახლა ხმასაც ვკარგავ. ხანდახან, საერთოდ ვერ ვლაპარაკობ. მინდა, რომ ვინმეს რამე თვალებით ავუხსნა, მაგრამ ჩემი არავის ესმის. სწორედ ამას ჰქვია ჯოჯოხეთური ცხოვრება! მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ 45 წლის. წელიწადნახევრის წინ ვმუშაობდი, სიცოცხლე მიხაროდა. ვოცნებობდი, ას წლამდე მეცხოვრა! იმის მერე კი, ჩემი დიაგნოზის, გაფანტული სკლეროზის შესახებ რაც შევიტყვე, მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ.“
- ლია, ვიცი, რომ ლაპარაკი ძალიან გიჭირთ. შევეცდები, ზედმეტად არ დაგტვირთოთ. კითხვის დასმაც კი მიჭირს... წარმომიდგენია, რას გრძნობთ.
ლია: რას ვგრძნობ?.. არაფერს, ტკივილის გარდა... დავიღალე! ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ ხვალ ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებ. განადგურებული ვარ, მორალურადაც და ფიზიკურადაც... შემომხედეთ, რაღა დავრჩი... ვის რაში სჭირდება ასეთი სიცოცხლე?

- თუ შეგიძლიათ, აღწეროთ ის ტკივილი, რასაც გრძნობთ?
ლია: არც კი ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო. შიგნიდან მღრღნის. მეჩვენება, რომ თმის ღერებიც კი მტკივა. ღმერთმა ყველა ცოცხალ ადამიანს აშოროს ასეთი ტკივილი. ყველაფერი მტკივა, შიგნიდანაც და გარედანაც. მყესები, ყველა კუნთი და მთელი სხეული. რომ ვლაპარაკობ, მაშინაც არ ჩერდება ტკივილი. ყველაზე მეტად კი, ჩემი ფიქრები და განცდები „მტკივა“. ძალიან მიჭირს ყოველდღიურად ასე ცხოვრება. მენატრება ჩემი მეუღლე, ჩემი სიყვარული! ის რომ მყავდეს გვერდით, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა...
- როდის იჩინა თავი დაავადებამ? მდგომარეობა რის შემდეგ გაუარესდა?
ლია: ე-ეჰ... მეუღლის დაკარგვის შემდეგ, მეც გარდავიცვალე. ის ჩემთვის ყველაფერი იყო! ძალიან კარგი ადამიანი... მეგობრის სახლში გავიცანი, 16 წლის ვიყავი მაშინ... როგორც აღმოჩნდა, ადრეც მიცნობდა და მოვწონდი კიდეც. მალევე დავქორწინდით. წლები გადიოდა და სულ უფრო მეტად მიყვარდებოდა. მხიარული და უკონფლიქტო ადამიანი იყო. მაგრამ, 4 წლის წინ, წყეულმა კიბომ წამართვა მისი თავი. მას შემდეგ, ჩემი სული მარტოა. მგონი, მასთან ერთად, მთელი ჩემი ჯანმრთელობაც მიწაში ჩავდე.

- როგორ ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავლის წყარო, ლია?
ლია: ამას ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ, ალბათ, უფრო არსებობას ჰგავს... ამოსუნთქვაც კი ძალიან მიჭირს. შემწეობის თანხა საჭმელზე ძლივს მყოფნის. სანამ ჯერ კიდევ შემიძლია ჭამა და ყლაპვა. ვინ იცის, ალბათ მალე, ჩემი ორგანიზმი ამასაც ვეღარ შეძლებს... მერე, ყელში მილს ჩამიდგამენ და საჭმელს ცხვირიდან ჩამსახავენ.

- კარგია, რომ მოგვმართეთ, ლია. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის? როგორ შეგიმსუბუქოთ ყოფა?
ლია: არაფერი არ მინდა, არაფერი... ოღონდ ეს მუდმივი ტკივილი შეწყდეს. არაფერი მატერიალური აღარ მაინტერესებს, მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ ჯანმრთელი ვიყო, რამდენადაც შესაძლებელია. პირველ რიგში, კარგ სპეციალისტთან უნდა მივიდე. ვიცი, დამეხმარებით ამაში. მერე უნდა ვიმკურნალო.
- მესმის, რომ ჯანმრთელობა თქვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, ელემენტარული პირობები მაინც ხომ გჭირდებათ სახლში...
ლია: დიახ, ადამიანი ტელევიზორის გარეშე გაძლებს. მაგრამ, როდესაც საწოლს ხარ მიჯაჭვული, შენი ერთადერთი მეგობარი ტელევიზორი ხდება. და კიდევ, თუ შეიძლება ერთი ნორმალური საწოლი რომ გთხოვოთ, ადამიანურად რომ დავიძინო.

- ლია, ვხედავ, რომ ლაპარაკი ძალიან გიჭირთ... ბოლო შეკითხვას დაგისვამთ... რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ისევე გრძნობენ თავს, როგორც თქვენ... ვინც საშინელ ტკივილს ებრძვის, და ჰგონია, რომ ვეღარ გაუძლებს?
ლია: ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა ნახონ ცხოვრებაში რაღაც ხელჩასაჭიდი. ამ შემთხვევაში, ჩემი უკანასკნელი იმედი თქვენ იყავით... არასოდეს დანებდეთ, იბრძოლეთ მანამ, სანამ შეგიძლიათ... რა იცით, იქნებ ერთხელაც სასწაული მოხდეს და გამოჩნდეს ვინმე, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდით და ფეხზე წამოგაყენებთ...
***
მეგობრებო, ალბათ, თქვენც გესმით, რომ ლიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა... ჩვენი მისია კი, ის არის, რომ მისი თავი საშინელ და მტანჯველ სიკვდილს ხელიდან გამოვტაცოთ! მას ყველაზე მეტად ექიმთან მისვლა და მკურნალობის დაწყება უნდა. ამ ქალის გულში გაჩნდა იმედის პატარა ნაპერწკალი, რომ რამდენიმე დღე მაინც შეძლებს ცხოვრებას ტკივილის გარეშე. მოდით, რამდენიმე წუთით გადავდოთ ყველა საქმე და ვილოცოთ მისთვის, ვევედროთ უფალს, ეს ახალგაზრდა ქალი ამ საშინელი ხვედრისგან იხსნას.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ლია. ასეთი ყურადღება მას დიდ მოტივაციას მისცემს. მისი მისამართია: თბილისი, გლდანი, წმინდა გიორგის დასახლება, ყაზბეგის ქ. 3 ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლია ციმაკურიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|



