ამ წმინდა ადამიანის, ჩემი ძმის სიკვდილს ნუ დაუშვებთ! ან... მე მომკალით!
2023 თებერვალი 10
ჩემს დახმარებას არ გთხოვთ, ეს ხომ ცხოვრება არაა! რატომ უწევთ ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემს გამო ასე ტანჯვის ატანა? ღმერთო შენ გვიშველე!!! როდესაც 46 წლის რამაზის გაუსაძლისი სულიერი ტკივილი ღრღნის, მხოლოდ მის უმცროს ძმას რევაზს შეუძლია ის დაამშვიდოს. უკვე 14 წელია რევაზი რამაზისთვის უბრალოდ ძმა კი არა, მისი ხელებიც, ფეხებიც და ერთადერთ საყრდენიც გახდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,260 ₾
(
411 დონორი )
ამ წმინდა ადამიანის, ჩემი ძმის სიკვდილს ნუ დაუშვებთ! ან... მე მომკალით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

როდესაც 46 წლის რამაზის გაუსაძლისი სულიერი ტკივილი ღრღნის, მხოლოდ მის უმცროს ძმას რევაზს შეუძლია ის დაამშვიდოს. უკვე 14 წელია რევაზი რამაზისთვის უბრალოდ ძმა კი არა, მისი ხელებიც, ფეხებიც და ერთადერთ საყრდენიც გახდა.


რამაზი: ვერავინ ვერასდროს დაიჯერებს იმას, რომ ერთ წამში შეიძლება ყველაფერი დაკარგო. შეიძლება სამუდამოდ ხეიბრად იქცე... 2009 წლის 1 ივლისს, მეგობარს ვეხმარებოდი, რკინის საქანელა უნდა წაგვეღო სატვირთო მანქანით ბავშვებისთვის, რომლებიც იქვე მეზობლად ცხოვრობდნენ. მე კი ხელით მეჭირა მთელი კონსტრუქცია, ის წამოედო ხეივანს და სწორედ ამ დროს მოხდა გამოუსწორებელი რამ - საქანელა სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა და მეც ჩამითრია.
- ყველაფერი გახსოვთ, რაც შემდეგ მოხდა?
რამაზი: ვიგრძენი, როგორ დავარტყი თავი, თვალთ დამიბნელდა, მესმოდა ხალხის ყვირილის ხმა, სუნთქვა შემეკრა, მომეჩვენა, რომ ვკვდები. იცით, როგორი შეგრძნება იყო? თითქოს ფეხის თითებიდან შემომეპარა სიკვდილი და ზევით მიიწევდა. თითქმის მთელი სხეული პარალიზებული მაქვს, ხერხემალი და კისრის მალები დამტვრეული. ზურგის ტვინია დაზიანებული, კისერს თითქმის ვერ ვამოძრავებ, მხოლოდ ხელის თითებს - სულ ოდნავ, ყველაზე დიდი ჩემი სატანჯველი კი, ნაწოლებია. თითქმის ყოველ ნახევარ საათში, ან ერთ საათში ერთხელ ვეძახი ჩემს ძმას, მეორე გვერდზე რომ გადამაბრუნოს. ძალიან მრცხვენია. იმდენად დამამცირებელია ეს ყველაფერი.

- მაშინვე საავადმყოფოში წაგიყვანეს?
რამაზი: კი. ექიმებს ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად დიდხანს მოუხდათ ბრძოლა. ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ 32 წლის. ორგანიზმიც ძლიერი იყო. რამდენიმე ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ გადარჩენის გარანტიას ვერავინ იძლეოდა, დარტყმა კატასტროფულად ძლიერი იყო. კომიდან რომ გამოვედი, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ დედის ლოცვამ მოახდინა ეს სასწაული. საბრალო დედაჩემი მთელი ამ ხნის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა ღვთისმშობელს. ასე გადავრჩი. მაგრამ ახლა, ჩემს არსებობას ჰქვია „ცხოვრება გადაადგილების უფლების გარეშე“...
- ალბათ, უამრავი მედიკამენტი გჭირდებათ. თქვენი საარსებო წყარო რა არის?
რამაზი: სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი გვაქვს, მაგრამ ფულად შემწეობას არ ვიღებთ. ჩათვალეს, რომ „მდიდრები“ ვართ და არაფერში გვჭირდება დამატებითი შემოსავალი. ჩემი და დედაჩემის პენსია ჩვენი ერთადერთი შემოსავალია. წამლებშიც კი არ გვყოფნის, რეაბილიტაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. დედაჩემი, ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა ყველაფერს იკლებენ იმისთვის, კათეტერები და ჰიგიენური საშუალებები რომ მიყიდონ. საერთოდ როგორ ვარ აქამდე ცოცხალი იმის შემხედვარე, თუ როგორ წირავს ჩემი სამი უსაყვარლესი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ მე შემიმსუბუქონ ყოფა.

- აღარ გაგაწვალებთ შეკითხვებით. ვხედავ, რომ ლაპარაკიც გიჭირთ.
რამაზი: კი, მიჭირს, ერთი გვერდიდან მეორეზე რომ გადავბრუნდე, ძმას უნდა დავუძახო. წამოჯდომა რომ მინდა - ძმას ვუხმობ. ხელში აყვანილი გადავყავარ ეტლში. ის მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც ეს ტრაგედია შემემთხვა. დაქორწინებას აპირებდა და ჩემს გამო, ვეღარ შექმნა ოჯახი. ნუთუ, დედამ იმისთვის გააჩინა, რომ საკუთარი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა ჩემთვის მოეძღვნა? ნუთუ მე დავიმსახურე ეს? ან მან თუ დაიმსახურა? და დედაჩემმა? მან რა დააშავა, რომ უყურებს, როგორ იტანჯება მისი ორივე შვილი? ჩემი მეუღლე? 5 წლის დაქორწინებულები ვიყავით, ეს ყველაფერი რომ დამემართა. 14 წელია არ მშორდება გვერდიდან. ნაწოლებს მისუფთავებს და მიმუშავებს, მიკეთებს მასაჟს, როგორც შეუძლია. მან თუ დაიმსახურა ასეთი ცხოვრება? მაპატიეთ, ხანდახან ემოციებს ვერ ვიკავებ. ხანდახან, აგრესიულიც კი ვხდები მაგრამ, თქვენც შედით ჩემს მდგომარეობაში. ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ ჯობდა მოვმკვდარიყავი მაშინ.

- თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
რამაზი: ძალიან მჭირდება სპეციალური, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. 200 ლარი ღირს და სამ თვესაც კი ვერ ძლებს. დენი შემთხვევითაც რომ გაითიშოს და მის გარეშე ერთი საათი მომიწიოს წოლა, ყველა ჭრილობა მეხსნება, რომლის მოსაშუშებლად დედაჩემს და ჩემს მეუღლეს წლები დასჭირდათ. კიდევ, მედიკამენტები მჭირდება, სახვევები, ბამბა, სხვადასხვა მალამოები. ძალიან მჭირდება კათეტერები, საფენები, პროდუქტი. დედა და მეუღლე წვალობენ სარეცხი მანქანის გარეშე. ჩემი თეთრეული და ტანსაცმელი ხომ, ყოველდღეა გამოსაცვლელი. კიდევ, ნორმალური საწოლი მჭირდება ორთოპედიული ლეიბით. გთხოვთ კიდევ იმ ერთადერთ ნივთს, რომელიც გამახალისებდა ცოტათი მაინც - კომპიუტერს. მქონდა, მაგრამ გამიფუჭდა. ჩემისთანა მწოლიარე ადამიანისთვის კი, ინტერნეტი არის ერთადერთი საშუალება გარე სამყაროსთან კავშირის, ფილმების ყურების და ახალი ამბების წაკითხვის. ძალიან ბევრს ვითხოვ, არა?

- არა, რას ამბობთ. ხომ იცით, რომ მთელი საქართველო კითხულობს ჩვენს პოსტებს, მჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისურვებს მხარში დაგიდგეთ და დაგეხმაროთ.
რამაზი: ვიცი. ამიტომაც მოგმართეთ. ხელისუფლებისგან რას უნდა ველოდო, როდესაც სოციალური შემწეობაც კი მოგვხსნეს. როდესაც პროდუქტით და მედიკამენტებით დახმარებას ვითხოვ, წელიწადში ერთხელ მომიგდებენ ხოლმე 300 ლარს, მშიერ ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებ, ისე. ჰგონიათ, რომ ეს საკმარისია. ღმერთო! როგორი უხერხულია, ასეთ რამეებზე საუბარი რომ მიწევს ახალგაზრდა კაცს.
* * *
მეგობრებო, რამაზის ფიზიკურ ტრავმებს ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მისი სულიერი ჭრილობების მოშუშება ნამდვილად შეგვიძლია. შეგვიძლია რამაზს სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ, შევუმსუბუქოთ ყოფა, რაღაც იმედი ვაჩუქოთ. ძალიან მტკივნეულია ადამიანის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ღმერთმა ასეთი ტანჯვა ყველას აშოროს.
„სიკვდილი გამოვიარე, ჩემთვის ჯერ ადრეა იმქვეყნად წასვლა, ისე ძალიან მწყურია სიცოცხლე! ღმერთს ვთხოვ, ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ყოფა!“ - ეს უბრალოდ სნეული ადამიანის სიტყვები როდია, ეს სულის არის ამოძახილი ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელიც განწირული სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვისთვის.
ახლა, მას ყველაზე მეტად სჭირდება პამპერსი, მედიკამენტები, სხვადასხვაგვარი ჰიგიენური საშუალებები, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, ნორმალური საწოლი და საკვები პროდუქტი. მის დედას და მეუღლეს კი, ძალიან გაახარებდა სარეცხი მანქანა.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: სურამი, წმინდა მარიამის ქ. №20.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: რამაზ ლომიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|





