ამ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, დამცირებულებსა და მშივრებს, ერთ ტახტზე სძინავთ ნესტიან და დანგრეულ სახლში! ნუთუ, ამ ანგელოზებიდან უნდა დაიღუპოს რომელიმე, რათა დანარჩენები გადარჩნენ!
თათია სიცოცხლის პირველი წუთებიდან გრძნობს თქვენს სიყვარულსა და თანადგომას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„უბრალოდ შეხედე, როგორი პაწაწუნაა, - ექვსი წლის ნია თავის მძინარე დაიკოს გვაჩვენებს. - როგორი ფითქინაა! რა სასაცილოდ სუნთქავს, არა? იცი, ცისფერი თვალები აქვს. მხოლოდ სამ კილოგრამს იწონის, ძალიან მსუბუქია. სულ ციცქნა „ჩასაცმელები“ აჩუქეს: პაწაწინა კაბა, პერანგი, კომბინიზონი, ქურთუკი.“
წითელაშვილების დიდ ოჯახში ულამაზესი თათია გაჩნდა. ჩვენი ფონდის ყველა მკითხველი სიხარულით ელოდა მის დაბადებას, მრავალშვილიან ოჯახს კი, აჩუქეს ძალიან საჭირო ნივთები: პატარასთვის საწოლი, ეტლი, ტანსაცმელი, ბავშვთა კვება, პამპერსი, სათამაშოები.
თათიას დედა კი, ცისანა, ჯანმრთელობის საშინელი პრობლემებისგან გადაარჩინეთ. ექვს შვილს მარტო ინახავდა და რამდენიმე თვის განმავლობაში, სისხლს აბარებდა, მათთვის პური რომ ეყიდა. სანამ ანემია არ დაემართა.

- ცისანა, გილოცავთ, ფონდის ყველა მეგობრის სახელით! ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი. თქვენ და თქვენი პატარა როგორ გრძნობთ თავს?
ცისანა: პატარა კარგად არის. მშვიდი გოგო მყავს. 2 900 გრამი წონის და 49 სანტიმეტრი სიმაღლის დაიბადა. მეუღლეს დავშორდი და მის ნაცვლად, მეგობარმა გამაცილა სამშობიაროში. რა თქმა უნდა, ჩემი პრინცესა რომ დავინახე, ემოციებისგან ტირილი წამსკდა... თუმცა, მის დაბადებამდე, სიხარულის მიზეზი ნამდვილად არ მქონდა.

მშობიარობამდე ერთი თვით ადრე გულწასული, ანემიის მწვავე ფორმით მიმიყვანეს საავადმყოფოში. კრიტიკულად დაბალი ჰემოგლობინი მქონდა, წნევა კი - 150. ათასი პრობლემა აღმოაჩინეს, სერიოზული თანხები დამჭირდა სამკურნალოდ. მაგრამ ამ დროს, გვერდში თქვენ დამიდექით და ჩემსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღეთ. დამჭირდა სისხლის გადასხმა და სხვა სამედიცინო მომსახურებაც. დაბადებისთანავე, გოგონას ორკვირიანი მკურნალობა დასჭირდა ინფექციისგან. მერე, მე დამჭირდა მედიკამენტები ძალების აღსადგენად. ყოველ ჯერზე, რომ მოგმართავდით ან დედაჩემი რომ რეკავდა თქვენთან, დახმარება გარანტირებული მქონდა. დიდი მადლობა, ასეთი მძიმე მდგომარეობიდან რომ გამომიყვანეთ და დაფარეთ მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.


- ისევ გაწუხებთ ანემია, თუ ბოლომდე განიკურნეთ?
ცისანა: განმეორებითი კვლევა არ ჩამიტარებია. დრო არ მქონდა და ავადმყოფობაც სულ გადამავიწყდა. ჩემს ყურადღებას მთლიანად პატარას ვუთმობ. შესაძლოა, კიდევ მჭირდება სისხლის გადასხმა. და რატომ გავხდი დონორი? ბავშვებისთვის საჭმელი რომ მეყიდა. ჯერ 35 ლარს მიხდიდნენ 650 მილილიტრ სისხლში, მერე 50-ს. ხშირად, სისხლი თვეში ორჯერაც ჩამიბარებია. როდესაც ვხედავდი, რომ ჰემოგლობინი დაბალი მქონდა, სხვადასხვა ხერხებით ვწევდი, რაღაცეებს ვსვამდი და ისე მივდიოდი სისხლის ჩასაბარებლად. ორგანიზმმა ვერ გაუძლო.
ჟანა, ცისანას დედა: ძალიან გთხოვთ, ისევ ისე დაგვეხმარეთ, როგორც ამ თვეების განმავლობაში გვეხმარებოდით. გავგიჟდები კიდეც, ისევ სისხლის ჩასაბარებლად რომ წავიდეს ჩემი შვილი. ამის გამო, ცუდად ხდება, ხოლმე.
ცისანა: ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ფონდის მკითხველებს იმისთვის, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში, სანამ პროექტი მიმდინარეობდა, 300 ლარის პროდუქტი მომქონდა მაღაზიიდან. სოციალურ შემწეობასთან ერთად, ეს უკვე საკმარისი იყო არსებობისთვის.
ნია (6 წლის): ხორციანი ბლინები და ხინკალიც მოგვქონდა ხოლმე, მაღაზიიდან. როდის შეიძლება, კიდევ რომ ავიღოთ? ძალიან, ძალიან მომეწონა.




ცისანა: თქვენი ვიდეორგოლის მერე, ხალხმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. ერთმა ძალიან გულუხვმა ადამიანმა მანქანით რამდენიმე ყუთი პროდუქტი მოგვიტანა - ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, ნამცხვარი. მერე ფეხბურთის გუნდი გვესტუმრა, სრული შემადგენლობით - მწვრთნელები, ბავშვები და მათი მშობლები. იმედი მაქვს, არ მეშლება და მათ ხელმძღვანელს ჰქვია ილია ბაჯელიძე. მათ ასევე მოგვიტანეს საჩუქრები და პროდუქტი. ჩემს დათუჩას ფეხბურთის ბურთი აჩუქეს. საოცარი განწყობა შეგვიქმნეს ყველას, ბავშვებს კი, ტკბილი მოგონებები დაუტოვეს.




თქვენი ვიდეორგოლის ინტერნეტში გამოქვეყნებას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოჰყვა, ორი დღის შემდეგ, ბავშვების მამა შემეხმიანა. დამიკავშირდა შვიდთვიანი სიჩუმის მერე. ახლა უკვე, ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. ერთად არ ვართ, მაგრამ ბავშვებს ნახულობს და ტრავმა აღარ ექნებათ იმის გამო, მამამ რომ მიატოვა. ახლა, შემიძლია, ბავშვების მოვლაში დახმარებაც რომ ვთხოვო.
თქვენმა მკითხველებმა ჩემს ცუდ ფიქრებთან მარტო არ დამტოვეს. როდესაც თავს ცუდად ვგრძნობდი და გული მქონდა დამძიმებული, ტელეფონი მაშინვე რეკავდა და თბილ სიტყვებს ვისმენდი. აი, როგორ დამიდექით მხარში მშობიარობის წინ. იზრუნეთ იმაზე, რომ მოვხვედრილიყავი კარგ კლინიკაში, კარგ ექიმებთან, მქონოდა პამპერსი და ბავშვთა კვება. ბუნებრივ კვებაზეა, მაგრამ დამატებითაც ვაჭმევ. მინდა, თქვენს გულებში მუდამ სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მოგცეთ. სამწუხაროდ, იმდენი პრობლემა გვაქვს, რომ მათი ერთიანად გადაჭრა შეუძლებელია. (ამოიოხრა.)




- არ იდარდოთ, ცისანა. მაშინვე თუ არა, მოგვარდება დროთა განმავლობაში მაინც. მოდით, ჩამოვთვალოთ დარჩენილი პრობლემები, რაც გაწუხებთ.
ცისანა: უდიდეს პრობლემად რჩება საპირფარეშოსა და სააბაზანოს არქონა. ამის გამო, ბავშვებს შორს უწევთ სიარული. (მძიმედ ამოისუნთქა.) კანალიზაციაც არ გვაქვს. სულ პატარა სამზარეულოსა და სველი წერტილის მოწყობას 3 000 – 3 500 ლარი უნდა. სახურავიდან წყალი ჩამოდის, სახლი სულ ნესტიანია. ამის გამო კი, ნივთები ფუჭდება, დალპა საწოლის თეთრეული.
ძალიან მაწუხებს ის ამბავიც, რომ სახლში ოთხი სკოლის მოსწავლე მყავს, მე კი ყველაზე უბრალო ნივთებსაც კი ვერ ვყიდულობ სასკოლოდ. სოციალური მუშაკები, ჩვენთან რომ მოდიან, ამ ყველაფერს უყურებენ და ითხოვენ, ბავშვებს ნორმალური პირობები რომ შევუქმნა. მე ხომ, მთელი 1 300 ლარი მაქვს შემწეობა! და ამ თანხით რემონტი უნდა გავაკეთო. მე თუ ვერ შევძლებ, მპირდებიან, რომ თავად მოუნახავენ ამ თანხას გამოყენებას. ვცადოთ, დავუთმობ მთლიანად, შევხედოთ ერთი, 1 300 ლარით როგორ აჭმევენ, ჩააცმევენ უმკურნალებენ ბავშვებს და თან, კარგ რემონტს გააკეთებენ.
წერილები, რომელსაც მთავრობას ვწერ, უპასუხოდ რჩება. სულ ვწერ, სახურავის შეკეთებას ან ბინის ქირაობაში ვთხოვ დახმარებას. ამიტომ ვაბარებდი სისხლს, ცოტა ფული მაინც რომ მეშოვნა. უბრალოდ, ვეღარ შევძლებ...
ტირილი მოგინდება, როდესაც ლამაზი, საყვარელი ბავშვები ოცნებობენ უბრალოდ სააბაზანოსა და საპირფარეშოზე, იმაზე, რომ დღეს წყალი არ ჩამოვიდეს სახლში. ნუთუ, ასეთ რამეებზე უნდა იოცნებონ? მოდით, ვასწავლოთ ლამაზი ოცნება, თუნდაც იმით, რომ შევუქმნით უბრალო კომფორტს. მადლობას გიხდით, ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში - ორსულობასა და მშობიარობის დროს, ცისანას გვერდში რომ დაუდექით. ცისანასთვის და მისი შვიდი ანგელოზისთვის, უდიდესი სიხარული და მხარდაჭერა იქნება, თუკი გადაწყვეტთ, რომ კვლავ დაეხმაროთ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: წითელაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 მაი 10 | პროდუქტები | 300 | transferred |
| 2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 55.96 | transferred |
| 2023 ივნ 8 | მედიკამენტები | 136.15 | transferred |
| 2023 ივნ 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 455 | paid |
| 2023 ივლ 4 | პროდუქტები | 300 | transferred |
| 2023 ივლ 4 | პროდუქტები | 249.98 | transferred |
| 2023 ივლ 4 | პროდუქტები | 299.54 | transferred |
| 2023 ივლ 4 | გამოკვლევა | 1,033 | paid |
| 2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 305.88 | transferred |
| 2023 ივლ 10 | მედიკამენტები | 197.49 | transferred |
| 2023 ივლ 17 | მშობიარობა | 300 | paid |
| 2023 სექ 26 | სარეცხი მანქანა | 1,020 | transferred |
| 2023 ოქტ 14 | პამპერსები,ბავშთა კვება | 90.3 | transferred |
| 2023 ოქტ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 270 | paid |
სულ ხარჯი: 5,013.3 ₾
დარჩა 0.22 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 ნოე 4 | ბახტაძე ბიჭიკო | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 3 | ბადრიძე გულნარა | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 3 | ბასიშვილი მალხაზ | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 3 | ბერიკაშვილი კობა | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 3 | გვეტაძე ლევანი | 10 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ზაზა გუდავაძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | თეონა ხვედელიძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | თორნიკე აფრიდონიძე | 50 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ნიკოლოზ კაციაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ნინო გერზმავა | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ილია ოზგებიშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ბადრი კვარაცხელია | 100 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | ფიდო ონიანი | 30 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | თეა ადამია | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | გიორგი ხატიაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 ნოე 2 | აითენ ჰუსეინოვა | 20 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | დავითი ბანძელაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | გიორგი ჩხეტიანი | 4 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | შოთა მესხიძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | თინათინ ბენდელიანი | 20 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | შალვა ჩაკვეტაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | გიორგი კუჭაძე | 20 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | ზანი ლობჟანიძე | 5 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | შორენა მეფარიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | ი/მ თამარ სეხნიაშვილი | 2 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | გიორგი ოსიყმაშვილი | 20 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | ელისო ნუცუბიძე | 10 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | ვახტანგი ბექაური | 5 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | გიორგი საყვარელიძე | 3 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 31 | სანდრო გელაშვილი | 2 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 5,013.52 ₾
დარჩა 0.22 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|














