ისინი ძლივს გადაურჩნენ ხანძარს, მაგრამ ახლა, შიმშილი, სიცივე და ავადმყოფობა კლავთ! ყველაზე შეჭირვებული ოჯახი! ამ ბავშვებმა, საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, თავი გარიყულად არ უნდა იგრძნონ, ეს ჩვენი ვალია!
თქვენი სიყვარული გვათბობს და ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

კვარაცხელიას ფორმა რომ მაცვია, უფრო სწრაფად დავრბივარ და გოლები გამაქვს, - ამბობს ნიკოლოზი. - იმიტომ გთხოვეთ ასეთი ფორმა, რომ მომეგო ხოლმე. ინტერნეტიანი ტელევიზორი კი, იმიტომ მინდოდა, რომ კვარადონას ყველა თამაშისთვის მეყურებინა და არაფერი გამომრჩენოდა.
- გიჟდება, ისე მოსწონს თავისი ფორმა, ბუცები და ბურთი, - ღიმილით ამბობს დედა, ქეთევანი. - ჩვენ ხომ, სახლი დაგვეწვა და უარაფროდ დავრჩით იმ ხანძრის მერე. სრულიად გავკოტრდით.
მეორადი ნივთებიც ძალიან გაგვახარებდა, თავი როგორღაც რომ გაგვეტანა. მაგრამ, ფონდის მკითხველები ხომ, სულ სხვანაირები არიან! ჩვენი დიდსულოვანი ადამიანები! გაზქურაც, მაცივარიც, საწოლებიც მივიღეთ საჩუქრად!.. სულ ახალთახალი! ჩემს შვილსაც აუხდინეს ოცნება...

მედეა (14 წლის): თქვენი გვერდი დიდი ხნის წინ გამოვიწერე. იცით? „ფეისბუქის“ გვერდზე ფონდის ყველა ისტორიას ვკითხულობდი, განვიცდიდი, მერე კი მიხაროდა, რომ ეხმარებოდით. მაგრამ გეფიცებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ პროექტში მონაწილეობას ჩვენც თუ მივიღებდით. არა, პრობლემები კი იყო, მაგრამ სახლი და საჭმელი მაინც გვქონდა. ხანძრის მერე კი, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ყველანი ძალიან ვდარდობდით და სულ გვეტირებოდა. ფონდზე დედას მე შევახსენე. მინდოდა, დაგვხმარებოდით და თქვენი მხარდაჭერა ჩვენც გვეგრძნო.
- გამოგვივიდა, მერე?
მედეა: კი, ნამდვილად, საუკეთესოები ხართ! ადრე, შორიდან გიყურებდით, მერე ეს საშინელება შეგვემთხვა და აი, თქვენი სიყვარულის გარემოცვაში აღმოვჩნდით. ისე თბილად და კარგად ვართ, თქვენი მკითხველები უზომოდ გულკეთილი ადამიანები არიან! ძალიან მაკლდა ასეთი თბილი სიტყვები, ყოველდღე ვკითხულობდი, რა კომენტარებს წერდნენ ადამიანები პოსტზე და განწყობაც უკეთესი მქონდა.
აი, მაგალითად, ახალ საწოლზე რომ ვწვები, მაშინვე მეძინება ხოლმე. ისეთი მყუდრო, თბილი და ფაფუკია და თანაც, ყოველთვის მახსენდება, რომ სიყვარულით გვაჩუქეს. თანაც, გრძელია, კარგად ვეტევი და აღარ მიწევს მოკუნტულს ძილი. მანამდე, ბავშვის პატარა საწოლებზე გვეძინა, ვარდებოდა, რომ დაწვებოდი. დედა და ჩვენი უმცროსი ძმაც ძლივს ეტეოდნენ იმ ძველ საწოლზე. სულ ნაპირზე იწვა, ეშინოდა, არ გადმოვარდნილიყო.

ქეთევანი, დედა: ჩემს 4 წლის დავითს, აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და მარტო ვერ იძინებს. ახლაც ერთად გვძინავს, მაგრამ გამოძინებულები ვდგებით ხოლმე.

მედეა: ნაქირავები სახლია, ჩვენი არ არის და აქ ბევრი რამ არ დაგვხვდა, იმიტომ, რომ მხოლოდ 200 ლარს ვიხდით. ზაფხულში თბილ წყალს ვსვამდით და ხანდახან, ამჟავებული სადილიც გვიჭამია ხოლმე. მაცივარი ხომ, არ გვქონდა. თქვენ კი გვაჩუქეთ და ჩვენი წამებაც დასრულდა. უბრალო ცივი წყალი ისე მენატრებოდა, სიხარულისგან ვხტუნაობდი!


- ჩვენი მკითხველებიდან, ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ქეთევანი: ვიცოდით, რომ თქვენი მკითხველები სტუმრობდნენ ოჯახებს და ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩვენთანაც მოვიდნენ. თბილისიდან ჩამოვიდნენ ცოლ-ქმარი და მათი პატარა გოგონა. ძალიან გულთბილი და საყვარელი ოჯახი. გოგონა მაშინვე გაიქცა ჩემს დათოსთან სათამაშოდ. მაგრამ, მას ხომ უჭირს ბავშვებთან ურთიერთობა...
ბავშვებს ძალიან გაუხარდათ, ჩვენმა სტუმრებმა იმდენი რამ ჩამოგვიტანეს: ქათამი, ძეხვი, მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, კანფეტი... იმ დღესვე მოვამზადე ჩახოხბილი ჩვენს ახალ გაზქურაზე. პურიც სახლში გამოვაცხვე. ვახშმის დროს კი, ჩვენს სტუმრებზე ვსაუბრობდით, რომლებსაც ჯანმრთელობას, სიხარულს და კეთილდღეობას ვუსურვებთ მთელი გულით.

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თქვენს მკითხველს. თქვენს ფონდს რომ მივმართეთ, უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით, სოციალური შემწეობაც შეჩერებული გვქონდა იმის გამო, რომ შევიცვალეთ რამდენიმე ბინა. უბრალო შვრიის საყიდელი ფულიც კი არ გვქონდა...
ბოლომდე მოგენდეთ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენით. გაჭირვებით დატანჯულ, დაბნეულ ადამიანებს კი, ეს ძალიან სჭირდებათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში იზრდება ოთხი ბავშვი. თქვენ გვაჩუქეთ ეს უსაფრთხოების შეგრძნება, თანადგომა და ბედნიერება. ჩემი მეუღლისა და შვილების სახელით უდიდეს მადლობას გიხდით!
- ნიკოლოზ, პირველად რომ ჩამოვედით გადასაღებად, სიარული გიჭირდა, ფეხი ტრავმის შემდეგ ჯერ ბოლომდე არ გქონდა მორჩენილი. ახლა აღარ გტკივა, რომ ურტყამ ბურთს?
ნიკოლოზი (11 წლის): არა, რა მტკივა! ნახე, რა ნომერი მაწერია ზურგზე - 77! ამ ფორმას როგორ შევარცხვენ? კვარაცხელიას არასდროს არაფერი სტკივა და არასდროს იღლება. მეც ვცდილობ, ასეთი ვიყო.


- ეს ფორმა ძალიან გიხდება! არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყოველგვარ წარმატებას და ყველანაირი მიზნის მიღწევას გისურვებ. ქეთევან, ამჟამად რა მდგომარეობაშია თქვენი დამწვარი სახლი? ადგილობრივი ხელისუფლება რამით თუ დაგეხმარათ, პროექტის მსვლელობის დროს?
ქეთევანი: ჩვენი სოფლის გამგეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნებართვით, გვაძლევს კარ-ფანჯარას, რომელიც დარჩა სკოლის შენობის რემონტის მერე. სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარება მივიღეთ - 400 ლარი. მაგრამ, ამით ვერ წავალთ შორს. უამრავი პრობლემაა: საჭმელი მკურნალობა...
ამჟამად ძალიან მაღელვებს ჩემი 4 წლის შვილის მდგომარეობა, აუტიზმი აქვს. უარაფროდ დავრჩით იმ ტრაგედიის მერე და ვერ ვმკურნალობთ. თბილისში, კარგ ექიმთან მისი წაყვანის საშუალება არ გაგვაჩნია. დღემდე ვერ ლაპარაკობს, მთელი დღე უაზროდ იქნევს ხელებს.
თუ ვინმე მოისურვებს და დაგვეხმარება ამ მხრივ, მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები მისი. არ ვიცი, როდის შევძლებთ კვლავ ფეხზე დადგომას, მაგრამ ამჟამად, მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი სახის დახმარებისთვის.
მაზიაშვილების ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემა ორ ბავშვს აქვს: უფროსი, გიორგი გონებრივად ჩამორჩენილია, უმცროსს კი - დავითს, აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს. ოჯახს, ამჟამად, საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია. მხოლოდ ის ნივთები აქვთ, რაც ჩვენ ვაჩუქეთ. უბრალოდ, თქვენთვის შესრულებული სამუშაოს შედეგის გაზიარება გვსურდა, მაგრამ ამ ისტორიაში წერტილის დასმა ჯერ ადრეა. შემდგომი დახმარება უბრალოდ საჭირო კი არა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოების შეგრძნებას, სითბოს და სიყვარულს ჩუქნით.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მაზიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 ივლ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 875 | paid |
| 2023 აგვ 16 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,715 | transferred |
| 2023 სექ 9 | საწოლი | 1,170 | transferred |
| 2024 ივლ 1 | სამშენებლო მასალა,რომაზანოვი | 680 | transferred |
სულ ხარჯი: 4,440 ₾
დარჩა 0.22 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 მაი 23 | ჩუტკერაშვილი ნანული | 1 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | ქამადაძე თამუნა | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | ფოფხაძე მაია | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | მაისაია შორენა | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | კირთაძე ნუგზარი | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | ზაბახიძე თორნიკე | 20 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | ბოლქვაძე ლაშა | 20 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | სალამაძე ილია | 2 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | წერეთელი ტატიანა | 55 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | კერესელიძე აკაკი | 10 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'ტურავა თამარ | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'ალექსანდრა მოდებაძე | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'ლიკა კევლიშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'არჩილ შევარდნაძე | 10 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'იაგო გუზიტაშვილი | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 23 | 'ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
| 2023 მაი 22 | ცეცხლაძე გიორგი | 10 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | წითელაური ანი | 2 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | ჩადუნაშვილი ანა | 2 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | შელია მარიამ | 3.87 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | ოქროპილაშვილი შოთა | 50 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | მუჭაური თათია | 2 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | მსხალაძე დავით | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | კოსიაშვილი მირანდა | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | გელაშვილი გოგიტა | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | ხვადაგიანი სანდრო | 6 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | 'ბუზალაძე ანა | 5 | Transfer to account |
| 2023 მაი 22 | 'ლილე გერლიანი | 10 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,440.22 ₾
დარჩა 0.22 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|







