ცხოვრებამ თვალები დაუბნელა. როგორ უნდა იცხოვროს მარტოხელა უსინათლო ქალმა უკუნეთ სიბნელეში? ნუთუ, ის განწირულია? ის შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის ბებია ყოფილიყო.
2023 ოქტომბერი 2
უზომოდ თბილ და გულკეთილ, 82 წლის შურა ბებოს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება და თანადგომა!
მეგობრებო, დახმარების ხელს თუ არ გავუწვდით, ერთ დღესაც ისე ჩუმად დაგვტოვებს, რომ ვერავინ გაიგებს!
ნუთუ, დახმარების გარეშე უნდა დარჩეს?! შურა ბებო ნამდვილად არ მოგვექცეოდა ასე! უფლის გზები ხომ, შეუცნობადია.
შურა: აი, ახლა, ვზივარ და ვფიქრობ, როგორ ავდგე და მივიდე ჩემს საწოლამდე... (უსინათლო ქალს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები). გამომიწოდე ხელი, წამოდგომაში დამეხმარე. კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხანდახან, მთელი დღე, ხმის გამცემიც კი არავინ მყავს!
- რით დაგეხმაროთ, ბებო, თქვენმა გულმა კვლავ რომ „გაიღიმოს“?
შურა: წამლები მუდმივად მჭირდება, შვილო, რომ ვიცოცხლო. გულის და ტვინის მკვებავი, წნევის წამალი, თვალის წვეთები. შეშასაც ვეღარ დავანთებ, მგონი. სულ დავუძლურდი. გავიყინები ალბათ, ამ ზამთარს, ღუმელი თუ ჩაქრა და დროულად არავინ მომაკითხავს. რა კარგი იქნებოდა, გაზის გამათბობელი რომ მქონოდა...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,455 ₾
(
214 დონორი )
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2023 ოქტ 12 | გაზის გამათბობელი | 650 | transferred |
| 2023 ოქტ 20 | წნევის აპარატი | 150 | transferred |
| 2023 ოქტ 20 | თეთრეული,ბალიში,საბანი | 150 | transferred |
| 2023 ოქტ 25 | რადიო | 49 | transferred |
| 2023 ოქტ 26 | საწოლი | 480 | transferred |
| 2023 ნოე 25 | მედიკამენტები | 172.21 | transferred |
| 2023 დეკ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 485 | paid |
| 2024 ივნ 7 | პროდუქტები | 318.83 | transferred |
სულ ხარჯი: 2,455.04 ₾
დარჩა 0.07 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2023 ოქტ 2 | იობაშვილი თეიმურაზი | 1 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 2 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 2 | ბექაური ლაშა | 1 | Transfer to account |
| 2023 ოქტ 2 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 2,455.11 ₾
დარჩა 0.07 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|











