დაუჯერებელი საშინელება ხდება! გულგრილს თუ დაგვტოვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანობა არ გაგვაჩნია! ღმერთმა ხომ, თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა! და თუ, არ არის ასე - ეს სამყაროს აღსასრულს ნიშნავს!
მშობლები მშვიდად არიან: აღარ დარჩებიან მათი შვილები მშიერი! მადლობა ყველას, ვინც დახმარების ხელი გაუწოდა ოზაშვლების ოჯახს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!



ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების მიმართ ჩვენი მადლიერების სიტყვებით გამოთქმა რთულია! თქვენ ახალგაზრდა ოჯახს აჩუქეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა: საკვები, საოჯახო ტექნიკა, ავეჯი.
— ლევან, ასეთ სიტუაციაში რა დაგეხმარათ ყველაზე მეტად? სად და რა პირობებში ცხოვრობთ ამჟამად? გვიამბეთ.
ლევანი (ბავშვების მამა): სასოწარკვეთილი ვიყავი იმ დღეს, როდესაც ჩვენი ოჯახისა და საშინელი საცხოვრებელი პირობების გადასაღებად მოხვედით. დილიდან სამუშაო ვერ ვიშოვე (შავი მუშა ვარ) და სახლში მხოლოდ პურის მოტანა მოვახერხე.
გაგიკვირდებათ, ალბათ, მაგრამ იმ ყველაფრიდან, რაც გვაჩუქეთ, ყველაზე მეტად საჭმელი გამიხარდა, საკვები პროდუქტები. დავმშვიდდი, რადგან, როგორც იქნა, ჩემს გოგონასა და ბიჭს დავაპურებდი. ძალიან ვდარდობდი მათ გამო.

ლია (ბავშვების დედა): პროექტის მსვლელობის პერიოდში მაღაზიაში მივდიოდი და უამრავი რამ მომქონდა! ხორცის პროდუქტები, რომელიც ანა-მარიას ძალიან უყვარს, გემრიელად შეექცეოდა და დამატებასაც ითხოვდა.
ამჟამად კახეთში, დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ, საჩუქრებიც აქ მოგვიტანეს.

ახლა გაზქურაზე ვამზადებ საჭმელს, შეშის ღუმელზე კი არა. გვეღირსა. წვნიანებს, პიურეებსა და ფაფებს ვუმზადებ ჩემს შვილებს — ყველაფერს, პატარებმა რაც უნდა ჭამონ. მაგიდასთან ვსხდებით ადამიანურად. მადლობა, ხალხო! ის ჩვენი კოჭლი მაგიდა ხომ გახსოვთ, ცხიმით დალაქავებულ კედელთან რომ იდგა? მსგავსიც აღარაფერია! უმაღლეს დონეზე ვსაუზმობთ და ვსადილობთ ახლა — სუფთად და ლამაზად! ფეხზე მდგომი აღარავინ ჭამს, შეგვიძლია ყველანი ერთად დავსხდეთ სუფრასთან. აბა!

ლევანი: იმ დაწყევლილ სახლში კი არ ვიცოდით, ქვაბი სად დაგვედო, თაგვი რომ არ ჩამძვრალიყო. თაგვიც რომ არა, მაცივრის გარეშე ყველაფერი მეორე დღესვე გვიფუჭდებოდა. გვიფუჭდებოდა სიმწრით და მძიმე შრომით ნაშოვნი საჭმელი. ახლა ამ ყველაფერს ბოლო მოეღო უკვე. მშვენიერი მაცივარი გვაქვს!

ლია: შეგვიძლია გამოვიძინოთ, ამდენი თვის დაღლილობას ვემშვიდობებით ნელ-ნელა. ერთია, რკინის საწოლზე ჩავარდნილ ლეიბზე წოლა, როდესაც ისე გრძნობ თავს, თითქოს გცემეს. ნორმალური, კომფორტული საწოლი კი სულ სხვაა, როდესაც ლეიბი მორგებულია ხერხემალზე. უფრო გვიან ვდგებით მეც და ბავშვებიც, ნუ დამძრახავთ ამისთვის. ადრე ნორმალურ პირობებში ცხოვრების ფუფუნებას მოკლებულები ვიყავით.


ლია (შვილს მიმართავს): ანა-მარია, დაუწიე ტელევიზორს ხმა, დეიდას ვესაუბრები.
— ტელევიზორი თვითონ ჩართო?
ლია: ვაიმე, ისეთი ნიჭიერი და ცელქია! ყველაფერი უცებ აითვისა, აქეთ გასწავლით, ისეთია (იღიმის). რთავს და თიშავს კიდევაც, youtube-შიც დაძვრება. ყველა არხს ათვალიერებს, ყველაფერი იცის. პულტი თუ ჩაიგდო ხელში, მორჩა! ჩვენ ვეღარაფერს ვუყურებთ. მხოლოდ „მუტფიმი, მუტფიმი“, მულტფილმი ანუ.

ახალი ტელეფონი რომ მაჩუქეთ, იქაც ჩაძვრა! ტელეფონით გვიღებს ფოტოებს ყველას: თავის ძამიკოს, ლევანს, მე. ფეისბუქსა და ტიკ-ტოკზეც შეუძლია სურათის ატვირთვა. აბა!
— ფონდის მეგობრებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
ლია: ძალიან თბილი და გულკეთილი გოგონები გვესტუმრნენ თბილისიდან. ყველაფერი ჩამოგვიტანეს, ბავშვებს რაც სჭირდებოდათ: ტანსაცმელი, შამპუნი, სველი ხელსახოცები, პროდუქტები, ტკბილეული. ანა-მარიას ჩვენი სტუმრები ძალიან მოეწონა, მთხოვდა, არ გამეშვა, რომ დარჩენილიყვნენ და ეთამაშათ (იღიმის).
სამწუხაროდ, არ მოგვეცა შესაძლებლობა, სხვა ადამიანებიც გაგვეცნო, ვინც დაგვეხმარა. მაგრამ უდიდესი მადლობა მინდა გადავცე ყველას! ღმერთმა ყოველგვარი სიკეთე მოგცეთ: ჯანმრთელობა, წინსვლა და სიხარული! ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას გისურვებთ. მუდამ ვილოცებ თქვენთვის!
ლევანი: ჯანმრთელობას გისურვებთ, პირველ რიგში! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გაჭირვებიდან ამოსვლაში გვეხმარებით. ჩემი ოცნებაა, ჩვენმა ოჯახმა სიღარიბეს და სიღატაკეს თავი დააღწიოს. თქვენი დახმარება საქართველოში კიდევ ძალიან ბევრს სჭირდება. აქ ცხოვრობს უამრავი უბედური და გაჭირვებული ადამიანი. დაე, წყალობის გამცემის ხელი ცარიელი არასდროს დარჩეს! ასეთ კეთილშობილურ და ღირსეულ საქმეს რომ აკეთებთ, თავად უფალი გეხმარებათ.
— ლია და ლევან, რა დახმარება გჭირდებათ დღევანდელი მდგომარეობით?
ლევანი: მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი მშვენივრად არის. მაგრამ პრობლემებსაც ვერ დაგიმალავთ. იმ საშინელ სახლში ცხოვრებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ანა-მარიას კრამიტის ნატეხი დაეცა თავში და ტრავმა აქვს მიღებული. რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბავია. გახსენებაც არ მინდა, ისეთი დღეები გადავიტანეთ. კეთილი ადამიანები წამლებით დაგვეხმარნენ, დროულად გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მაგრამ, ჰემატომა ბოლომდე არ არის გაწოვილი, ანა-მარია გაძლიერებულ კვებას საჭიროებს. მთელი გულით გთხოვთ, დაგვეხმარეთ.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გაჭირვებას ერთ დღეში ვერავინ დააღწევს თავს. საშიშ პირობებში ცხოვრება კი ყოველთვის აისახება ჯანმრთელობაზე. თქვენთან ერთად ჩვენს თანამოქალაქეებს ვეხმარებით, სიღატაკეს, ავადმყოფობასა და საშინელ საცხოვრებელ პირობებს თავი რომ დააღწიონ. თქვენი დამსახურებით უკეთესობისკენ შეიცვალა ოზაშვილების ოჯახის ცხოვრება. მაგრამ პატარა გოგონას, ანა-მარიას, ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე — არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ოზაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: მედეა
| თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
|---|---|---|---|
| 2024 აპრ 17 | პროდუქტები | 201.36 | transferred |
| 2024 აპრ 17 | პროდუქტები | 249.18 | transferred |
| 2024 აპრ 17 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა,ტელეფონი | 2,145 | transferred |
| 2024 აპრ 17 | საწოლი,მაგიდა და სკამი | 2,590 | transferred |
| 2024 აპრ 25 | გაზქურა | 500 | transferred |
| 2024 მაი 12 | პროდუქტები | 260.76 | transferred |
| 2024 მაი 22 | პროდუქტები | 252.95 | transferred |
| 2024 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 1,490 | paid |
სულ ხარჯი: 7,689.25 ₾
დარჩა 0 ₾
| შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
|---|---|---|---|
| 2024 მარ 28 | ჭაბაშვილი ალეკო | 20 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | წიკლაური ალექსანდრე | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ძიგრაშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჩხეიძე დიმიტრი | 20 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჩაფიჩაძე ლაშა | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჩალაური ბექა | 2 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჩავლეიშვილი ამირან | 2 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | შავაძე სალომე | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ყარსიმაშვილი გიორგი | 17 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ფხაკაძე მარიამი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ფოფხაძე ნიკა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | სიმსივე ეთერი | 9 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | საჯაია გვანცა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | სამსიანი მარიამი | 30 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | რურუა დავით | 50 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ჟორდანიძე დიანა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | პეტაშვილი გურამი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | პაპავა ოთარი | 5.09 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ორაგველიძე დავით | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ნატროშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ნადირაძე თამარა | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | მიქელაძე ოთარ | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | მელუა ირაკლი | 1 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | მებონია თემურ | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ლომიძე მარიამი | 5 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | ლაბაძე ირმა | 10 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | კურატიშვილი დალი | 30 | Transfer to account |
| 2024 მარ 28 | კობახიძე რატი | 25 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 7,689.13 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|
|











