რომ გადავრჩე თქვენი დახმარება მჭირდება!
2016 ივნისი 6
გარიკ უზუნიანი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი მძიმე ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული და საშინელი ტკივილებით იტანჯება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,527 ₾
(
193 დონორი )
გარიკ უზუნიანი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი მძიმე ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული და საშინელი ტკივილებით იტანჯება.
გარიკა თბილისის მკვიდრია, მთელი ცხოვრება ავლაბარში გაატარა. ელექტრიკოსად მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთმა საღამომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, უეცრად ხმა შემოესმა, ვიღაც დახმარებას ითხოვდა... გარიკამ ნახა, რომ რამდენიმე ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცს ურტყამდა. გასაშველებლად რომ მივიდა, მას თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს.
ამ შემთხვევის შემდეგ გარიკას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ექიმებმა ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს. გარიკამ ავადმყოფობის პერიოდში წონაში მოიმატა და თავის საშინელი ტკივილები დაეწყო, ხოლო შემდეგ საწოლს მიეჯაჭვა.
უკვე ერთი წელია საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. მუდმივად წოლის გამო მას ნაწოლები გაუჩნდა, რომლებიც არაადამიანურ ტკივილს ანიჭებს. გარიკა ამის გამო ძალიან იტანჯება და ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებს.
მისი ტანჯვა იმითაც მძიმდება, რომ ის სრულიად მარტოა. წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს და საბნის გასასწორებლადაც სხვისი დახმარება სჭირდება... რამოდენიმე ხნის წინ, იტალიურ ეზოში, სადაც ის ცხოვრობს, საშინელი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა მის ფანჯრებში შუშები ჩაამტვრია, ახლა მის ოთახში ისევე უბერავს ქარი, როგორც გარეთ და სახურავიდან წვიმა ჩამოდის... ხოლო გარიკა, რომელიც ადრე ყველას ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, ვერაფერს აკეთებს, რომ თავისი უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს.
თუ თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით და სხვისი გასაჭირის გაზიარება შეგიძლიათ, ალბათ მიხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გარიკ უზუნიანს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები მას ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში, უმუშავებენ ნაწოლებს, მიაქვთ მისთვის პროდუქტები და მედიკამენტები.
დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ამ უსუსურ ადამიანს თქვენი თანადგომაც სჭირდება. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მისი მძიმე ცხოვრების შემსუბუქებას.
თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ გარიკ უზუნიანს, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გარიკ უზუნიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/136/ გთხოვთ დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, მას არავის იმედი არ აქვს!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
საიტის მასალების გამოყენების პირობები
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|

















