ძმა იბრძვის დის სიცოცხლის გადასარჩენად!
2017 ოქტომბერი 30
33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა,. გადაიტანა ინსულტი, ხოლო შეძენილი С ჰეპატიტი ართულებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
696 ₾
(
37 დონორი )
ადამინის ცხოვრება შეიძლება ერთ წამში ისე შეიცვალოს, რომ მისი გამოსწორება კი არა, პრობლემის დაძლევაც შეუძლებელი გახდეს. ხანდახან კი დგება ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ რამე შეიცვალოს...
მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში დაიბადა. 33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა და შრომის უუნარო გახდა. მისი ორი ყველაზე დიდი ოცნება – საკუთარი ოჯახის შექმნა და პედაგოგის კარიერა, რომლისკენაც მიილტვოდა მთელი სიცოცხლე, დასამარდა. ახლა მისთვის მთავარია, რომ სულით არ დაეცეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლის თითოეული წამისთვის!
სისხლში შაქრის გადამეტებული რაოდენობის და ფილტვების უკმარისობის გამო, მაკა ოთხჯერ ხშირად კომაში ვარდება. მან მხედველობა დაკარგა, გადაიტანა ინსულტი, ხოლო შეძენილი С ჰეპატიტი ართულებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.
მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, საშინელი ტკივილები არ ასვენებენ, უიმედობისგან და სოცოდაობისგან იტანჯება. კიდევ კარგი, რომ მის გვერდით არის მისი ძმა – ირაკლი, რომელიც უვლის საწოლს მიჯაჭვულ დას, ხოლო მისი მორალური მხარდაჭერა სიკვდილისგან იცავს მაკას.
თავად ირაკლი ტუღუშის ცხოვრების გზაც ძალზე ნაღვლიანია. როდესაც იგი ჩვენს ფონდში დახმარებისსათხოვნელად მოვიდა, ცრემლებს ვერ იკავებდა როდესაც თავის ისტორიას გვიყვებოდა.
კვირაში სამჯერ მაკა რაიონულ საავადმყოფოში გადასხმებზე დაჰყავს, რომელიც სოფლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. საშინელი გზები, ავტომანქანაში გამუდმებული ნჯღრევა ავადმყოფისთვის ძალზე სახიფათოა, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი მძიმე ტვირთად აწვება ირაკლის. მაგრამ ერთადერთი ახლობელი ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ირაკლი ყველაფერზეა წამსვლელი. რას არ გააკეთებ საკუთარი დისთვის, რათა ამ უკანასკნელმა იცოცხლოს. რომ არა ირაკლი, მაკა უკვე ცოცხალი არ იქნებოდა …
თუმცა, ირაკლის ჰქონდა შესაძლებობა მიეტოვებინა ეს “ტვირთი”, უცხოეთში წასულიყო და მატერიალურად უზრუნველყოფილი და წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ) და თურქეთიდან წინადადება მიიღო ტურნირებში ამ ქვეყნის სახელით გამოსულიყო და ახალგაზრდა ძალოსნების გაეწვრთნა. რა თქმა უნდა, გამომუშავებული თანხა მას შეეძლო გამოეგზავნა ოჯახში დისთვის მომვლელის დაქირავებისა და მედიკამენტების შესაძენად … მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან საქართველოს სიყვარულმა ყველაფერი დანარჩენი გაფარა. აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად და რის ვაი–ვაგლახით უმკლავდება მისი ოჯახის მძიმე ხვედრს.
ახლა ირაკლის წინაშე გადაუჭრელი პრობლემა დგას – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა, მითუმეტეს რომ მწირი შემოსავალი არც წამლებზე, არც ჰიგიენურ საშუალებებზე და არც რაიონულ საავადმყოფოში სატრანსპორტო ხარჯებზე არ ჰყოფნის.
მეგობრებო, ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, გამოავლინეთ სიკეთე და დაეხმარეთ მათ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე ამ უსასოო ახალგაზრდა ქალს! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება : მაკა ტუღუში) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.
ასევე შესაძლებელია თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:
032 219 33 21
+995 577 92 40 45
(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ! ღმერთი თქვენსკენ!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|