ახალგაზრდა დედის ჯოჯოხეთად ქცეული ცხოვრება
2017 ნოემბერი 6
შორენა პარალიზებულია, ხელის აწევაც არ შეუძლია, ცივი თვალებით ჭერს შესჩერებია და ხმას არ იღებს, ხოლო როდესაც კრუნჩხვები ეწყება, კივის და ტკივილისგან კვნესის
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,990 ₾
(
175 დონორი )
ეს სევდიანი ისტორია, რომელიც 2 წლის წინ ბათუმში მოხდა, ვერავის დატოვებს გულგრილს. იგი იმდენად სულისსშემძვრელია, რომ განსაკუთრებულ თანაგრძნობასა და სიბრალულს იწვევს…
შორენა კონცელიძე 30 წლისაა. ეს ახალგაზრდა ქალი საწოლსაა მიჯაჭვული. იგი უმძიმეს მდგომარეობაშია, სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე იმყოფება, თუმცა ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ იგი უბედნიერესი მეუღლე და დედა იყო.
ბედნიერი ოჯახური წყვილი, პატარა შვილი, სამსახური, მოგზაურობები, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა… მაგრამ უეცრად თავს დატეხილმა უბედურებამ ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქცია …
შორენა ორსულად იყო, მეორე შვილს ელოდებოდა… საღამოს მეუღლესთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეიროთ გავიდა, მომავალი შვილისთვის სახელს არჩევდნენ. უკვე სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც უბედურება მოხდა. ბნელ ქუჩაზე ავტომანქანის მძღოლმა ვერ დაინახა მის წინ მიმავალი ადამიანები და შეეჯახა მათ. შორენას მეუღლემ სასწაულებრივად აიცდინა ავტომანქანის დარტყმა, რომელიც მთელი სიმძლავრით ახალგაზრდა ქალზე მოვიდა და ქვაფენილზე თავით დაანარცხა… ტაქსის მძღოლმა შემხვედრი ავტომანქანით ქალი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ექიმებმა საშინელი ვერდიქტი გამოიტანეს – შორენა ვერ იცოცხლებს… მაგრამ ახალგაზრდა ორგანიზმს არ სურდა დანებება, შორენა სიკვდილს ებრძოდა… კომაში მყოფს საწოლთან შვილი მიუყვანეს. პატარა მეკო დედას ეფერებოდა და სახლში წამოსვლას სთხოვდა…
კონცელიძეების ოჯახის ცხოვრებაში ეს იყო უმძიმესი მომენტი, როდესაც არ იცი რას ელოდო, როდესაც არაფერის იმედი გაქვს...
ღვთის წყალობით შორენა გადარჩა! დღეს იგი სრულიად პარალიზებულია, ხელის აწევაც არ შეუძლია, ცივი თვალებით ჭერს შესჩერებია და ხმას არ იღებს, ხოლო როდესაც კრუნჩხვები ეწყება, ტკივილისგან კივის და ტირის. 2 წლის განმავლობაში შორენას უამრავი სნეულება დაუგროვდა, კანი კი საშინელი წყლულებით დაიფარა…
ახალგაზრდა ქალს პენსიონერი დედა პატრონობს, რომელიც ამავე დროს პატარა შვილიშვილსაც უვლის. 4 წლის მეკო მთელი დღეები დედის საწოლთანაა, კოცნის მას და სჯერა, რომ დედა გამოჯანმრთელდება, თვითონ ავად რომ ხდებოდა, დედის კოცნის შემდეგ ხომ ყველა ტკივილიც უმალვე გაივლიდა…
თუ შორენას კრუნჩხვები ეწყება, მეკო სხვა ოთახში გარბის და ხმამაღლა სიმღერას იწყებს, რომ დედის ტირილის ხმა არ გაიგოს…
შორენა კონცელიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. მიზერული პენსია და შემწეობის თანხა მხოლოდ ელემენტარულ პროდუქტებზე თუ ჰყოფნით, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს კი ძვირადღირებული მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება, რომ არაფერი ვთქვათ გადასხმებზე და სხვა სამედიცინო პროცედურებზე. თუ ჩვენ დღეს შორენას არ დავეხმარეთ, ახალგაზრდა ქალი აუტანელ ტკივილებს მეტს ვერ გაუძლებს.
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია გავუხანგრძლივოთ მას სიცოცხლე, ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ მას დახმარება შეძლებისდაგვარად და ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მძიმე მდგომარეობა.
ვინ იცის, იქნებ ჩვენმა გულიდან გაღებულმა დახმარებამ მისცეს მას ძალა დაიბრუნოს ცნობიერება და გაიგოს მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის – პატარა შვილის შეძალი “დედა!”.
მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ ახალგაზრდა ქალს მძიმე ხვედრის შემსუბუქებაში, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად და სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შორენა კონცელიძე) ან პირდაპირ ჩვენი ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/232-koncelidze/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან
NovaTechnology, TBCpay, ExpressPay და LibertyPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.
ცოტაა, არ გააკეთო ბოროტება, როგორც პატრიარქი მოგვიწოდებს ყოველთვის უნდა ვეძებოთ შემთხვევა სიკეთის საკეთებლად.
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|