ჩვენს სახლში ნამდვილი ჯოჯოხეთია
2018 თებერვალი 22
ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი და საწოლს მიჯაჭვული მამა ნახევრად დანგრეულ ბოსელში ცხოვრობენ...მათ ირგვლივ გამეფებულია სიცივე, შიმშილი, სიბნელე და შიში.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,008 ₾
(
68 დონორი )
გვერწმუნეთ, ასეთ სიღარიბეს ფილმებშიც კი ვერ ნახავთ. ჩვენ დაგვიწერია უმძიმეს ვითარებაში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების, განუკურნებელი სენით დაავადებული ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ... მაგრამ კაპანაძეების ოჯახის ისტორია - ეს ნამდვილი კატასტროფაა!
ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი და საწოლს მიჯაჭვული მამა ნახევრად დანგრეულ ბოსელში ცხოვრობენ...მათ ირგვლივ გამეფებულია სიცივე, შიმშილი, სიბნელე და შიში. ირმა, ოჯახის დედა, წელებზე ფეხებს იდგამს, რათა შვილებსა და სნეულ მეუღლეს არ მოაკლდეს ზრუნვა... მაგრამ, როდესაც საცხოვრებელში ტემპერატურა ნულს ქვემოთ ეცემა, ხოლო პურის საყიდელი ფული შემოელევა, ახალგაზრდას ქალს სასოწარკვეთა მოიცავს და უსუსურობის მწარე განცდა ახრჩობს.
„უფალს მხოლოდ ერთ რამეს შევთხოვ - ჩემი მეუღლის გიორგის გამოჯანმრთელებას, - ამბობს ირმა. გული მიკვდება, როდესაც მის ნაღვლიან თვალებს ვუყურებ, რომლებიც თითქოს პატიებას ითხოვენ იმ ჯოჯოხეთის გამო, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი“.
3 წლის წინ, გიორგი ავარიაში მოყვა და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა მას შემდეგ სიარული არ შეუძლია, ფეხები პარალიზებული აქვს, ხოლო გაუსაძლისი ტკივილები დღემდე აწუხებს. უფრო მეტიც, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. კრუნჩხვები ხშირად ღამით ემართება, მამის კვნესაზე ბავშვები იღვიძებენ, წამოხტებიან საწოლიდან, ეალერსებიან და ცდილობენ მის დამშვიდებას.
ამ წლების განმავლობაში კაპანაძეების ოჯახის კარ-მიდამო სრულიად გაპარტახდა, დამხმარე ძალა არსაიდან ჩანს, ირგვლივ სუფევს ქაოსი, სიღარიბე და...გამოუვალი უმძიმესი მდგომარეობა.
ბავშვები (უფროსი ათი წლისაა, ხოლო უმცროსი - ექვსის), იზრდებიან „სახლში“, სადაც არ არის წყალგაყვანილობა, იატაკის ნაცვლად ცემენტის საფარია, დაობებული კედლები ყარს, ნაგავი მიმოფანტულია მთელს ეზოში, ჭერის ნაპრალებში მორიელი ბუდობს, ხოლო დაჟანგული რკინის საწოლები, უკვე სახიფათოა ჯანმრთელობისთვის...დიახ, მათი ბავშვობა ასეთ გაუსაძლის პირობებში ვითარდება, ეს არ არის ცხოვრება, ეს, უბრალოდ, საცოდავი არსებობაა.
რა უნდა გააკეთოს დედამ, რომლის ცხოვრება უცებ 180 გრადუსით შეტრიალდა? რა უნდა მოიმოქმედოს ახალგაზრდა ქალმა, რომლის მეუღლე შრომისუუნარო გახდა, ხოლო 4 შვილი საჭიროებს საჭმელს, ჩასაცმელს, სითბოს და მოვლა-პატრონობას? შესძლებს მარტო გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას?
„უფალს შევთხოვ, რომ ჩემი შვილები არასდროს გახდნენ ავად, რომ მათაც იცოდნენ თუ რა არის ეს ტკბილი სიტყვა „ბავშვობა“, მათ ხომ გაჭირვების მეტი არაფერი აქვთ ნანახი...თუმცა მე არ ვკარგავ იმედს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს ურთულესი პერიოდი და გამოვიდეთ სიღარიბის მარწუხებიდან“,- ამბობს ირმა და ვერ იკავებს ცრემლებს...
დიახ, ნამდვილად რთული წარმოსადგენია, რომ ჩვენს დროში, თბილისიდან 1 საათის სავალზე, სოფელ კარბში ცხოვრობს ოჯახი, რომელიც სიღარიბის ფსკერზე იმყოფება, რომლის იქით უკვე ...„არაფერია“.
კაპანაძეების ოჯახი საჭიროებს ფაქტიურად ყველაფერს! მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ უმძიმესი მდგომარეობიდა გამოსვლაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კაპანაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|