დედიკო, მშია. ნუთუ პურის ერთი ნაჭერი მაინც არ დარჩა
2018 მარტი 6
წყალწყალა სუპი - ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. საღამოს ხშირად პურის მეტი არაფერი გვაქვს, ჩაის ნაცვლად ადუღებულ წყალს ვსვამთ..
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
874 ₾
(
65 დონორი )
მეგობრებო, ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც განგებამ მძიმე ხვედრი არგუნა. ეს ხალხი, ფაქტიურად, ყველასგან მიტოვებული და განკიცხული აღმოჩნდა. სევდა, სასოწარკვეთა და აბსოლუტური სიღარიბე... სწორედ ამ ეპითეტებით შეიძლება დავახასიათოთ მათი ცხოვრება. ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთ ისტორიებს გიამბობთ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თქვენ ამ ადამიანებს აუცილებლად გაუწვდით დახმარების ხელს და მხარში ამოუდგებით…
„დედიკო, მშია... ნუთუ პურის ერთი ნაჭერი მაინც არ დაგვრჩა?“ - ამ კითხვით 10 წლის რამაზი ხშირად მიმართავს დილაობით მის დედას, რომელსაც ამ დროს ლამის გული გაუსკდეს …
მაია კანაშვილი მარტოხელა დედაა. იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისის ცენტრალურ უბანში, 6 კვადრატული მეტრის ნახევრად დანგრეულ ქოხში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე. ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ ეს ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!
„წყალწყალა სუპი - ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა. საღამოს ხშირად პურის მეტი არაფერი გვაქვს, ჩაის ნაცვლად ადუღებულ წყალს ვსვამთ...ხდება ისე, რომ დილით პურის ერთი ნაჭერიც სანატრელი გვაქვს“,- ამბობს მაია.
ეს ახალგაზრდა ქალი დაავადებულია შაქრის დიაბეტით, მას ასთმაც აწუხებს. ხანდახან, როცა შეტევები აქვს, სული ეხუთება და ლამის დაიხრჩოს. წამლებს იგი ვერ ყიდულობს, წინააღდეგ შემთხვევაში, ბავშვები პურის გარეშე დარჩებიან! მიზერული სოციალური შემწეობის გარდა ამ ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს. პირველი ორი კვირა როგორმე გააქვთ თავი, შემდეგ კი, პრაქტიკულად, შიმშილობენ.
ასეთი ცხოვრებისგან ბავშვებს უკვე ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები შეენიშნება.
ღმერთის წყალობით ეს ზამთარი გადაიტანეს. კიდევ კარგი, რომ იგი არ იყო ყინვიანი, მათ სპირალის გამათბობელიც კი არ გააჩნიათ, რომ ოდნავ მაინც გათბონ ოთახი.
„მე რომ გავიზრდები, ჩვენ არ ვიშიმშილებთ, ვიყიდით სახლს დიდი ეზოთი, გვეყოლება პატარა ცუგა, ბევრი ბავშვი მოვა სტუმრად...“, - ოცნებობს 10 წლის რამაზი.
მადლობა ღმერთს, რომ ამ ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანეს ამ ოჯახის გასაჭირს და არ მისცემენ განგებას იმის საშუალებას, რომ რამაზის ოცნება ფერფლად გადაიქცეს!
ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მზად ხართ შიმშილისგან იხსნათ კანაშვილების ოჯახი, შეუმსუბუქოთ მათ მძიმე ყოფა.
მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მაიას და მის შვილებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კანაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან“. (ილია ჭავჭავაძე).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|