ჩვენს გარეშე ისინი ვერ გადარჩებიან!
2018 მარტი 26
ყოველი ახალი დღე გოგოხიების ოჯახისთვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ეს არის თავგანწირული ბრძოლა სიცოცხლისთვის!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
808 ₾
(
37 დონორი )
ბავშვები ნახევრად მშივრები არიან, მამა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება, ახალგაზრდა დედა კი - სასოწარკვეთამ მოიცვა.
სოფიო და ბადრი აფხაზეთიდან დევნილები არიან. ერთმანეთი სწორედ დევნილობაში, ზუგდიდში, გაიცნეს. ძალიან უნდოდათ დიდი და ლამაზი ოჯახი შეექმნათ და შეუდგნენ ოცნების განხორციელებას. 11 წელი შრომაში, სიყვარულსა და ბავშვებზე ზრუნვაში გაატარეს, თუმცა განგება მათ მწარე ხვედრს უმზადებდა...
ერთ უბედურ დღეს, ბავშვებთან სეირნობისას, ბადრი ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ძირს დაეცა. ექიმებმა მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - თავის ტვინის ანევრიზმის გახეთქვა. მედიკოსები დიდხანს იბრძოდნენ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად. ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა, მაგრამ გამოჯანმრთელების შანსი მაინც მიზერული იყო, რადგან კომიდან ვერა და ვერ გამოდიოდა.
„მე და ჩემი შვილები ვლოცულობდით, ღმერთს ვევედრებოდით, რომ ბადრის ეცოცხლა. ბავშვებს მამა ძალიან უყვართ და მის გარეშე მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. შვილების ლოცვა ღმერთმა შეისმინა და ბადრი გადარჩა. ერთი თვის შემდეგ გონს მოვიდა...თუმცა ლაპარაკი არ შეძლო და ვერც ვერავის სცნობდა“, - ამბობს სოფიო.
სოფომ ყველაფერი გაყიდა რაც კი გააჩნდათ და ბადრი თბილისში წაიყვანა სამკურნალოდ და სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად. ბავშვები ვერავის დაუტოვა და...ასე აღმოჩნდა გოგოხიების ოჯახი თბილისში, ნაქირავებ ბინაში. თავდაპირველად, ლტოვილთა და განსახლების სამინისტრო იხდიდა ბინის ქირას, თუმცა სოფიოს თქმით, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ბოლო დროს ამ ტიპის დახმარება მათ შეუჩერდა.
შეუძლებელია ამ ოჯახის შემხედვარე გულგრილი დარჩე, განსაკუთრებით მძიმე, როდესაც ნახევრად მშიერ ბავშვებს უყურებ, რომლებიც მოკლებულნი არიან ყველაფერს - ნორმალურ კვებას, სათამაშოებს, ტანსაცმელს...
სახლის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა ბადრის მკურნალობასა და ძვირადღირებულ მედიკამენტებში დაიხარჯა, სოციალური შემწეობა კი მხოლოდ ერთვი კვირა ჰყოფნით... კიდევ კარგი, რომ მეზობლად ძალიან კეთილი ქალი ცხოვრობს და საკუთარ ლუკმა-პურს უნაწილებს...
მეგობრებო, 11 წლის ონისე, 9 წლის ნინი, 7 წლის ილია და 10 თვის ბაადური თქვენი დახმარების მოლოდინში არიან! გოგოხიების ოჯახი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, განსაკუთრებით საფენებს პატარა ბაადურისთვის.
მოდით, არ დავტოვოთ ეს ბავშვები თანადგომისა და ყურადღების გარეშე, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი და ავარიდოთ შიმშილს! თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ მათ თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გოგოხიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|