ცეცხლს გადაურჩნენ, ხოლო შიმშილს...?
2018 მაისი 7
რაც გაგვაჩნდა, დაიწვა - საწოლი, კარადა, მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი. ისედაც ღარიბი ვიყავი და ახლა საერთოდ არფერი გამაჩნია
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,251 ₾
(
77 დონორი )
მარტოხელა დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი...მათ არც სახლი აქვთ და არც ქონება, არც საჭმელი და, სამწუხაროდ, არც მომავლის იმედი. ისინი სასწაულებრივ გადაურჩნენ ხანძარს, რომელიც ნაქირავებ ბინაში გაჩნდა, ყველაფერი დაეწვათ და ახლა ბეტონის იატაკზე უხდებათ ცხოვრება.
ეს ოჯახი, უბრალოდ, არსებობს. შიმშილი, სიცივე, სიღატაკე - ეს ყველაფერი მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. „რაც გაგვაჩნდა, დაიწვა - საწოლი, კარადა, მაგიდა, სკამები, ტანსაცმელი. ისედაც ღარიბი ვიყავი და ახლა საერთოდ არფერი გამაჩნია. გული მისკდება, როდესაც შვილებს ვუყურებ. რა უნდა ვქნა, რა მეშველება, როგორ უნდა გამოვკვებო ბავშვები?“, - ამბობს სამი შვილის დედა სოფიკო სუხიშვილი.
ეს ოჯახი მიზერული სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს და არ არის გასაკვირი, რომ თანხა მათ მხოლოდ ერთი კვირა ჰყოფნით პურის და შაქრის საყიდლად. შემდეგ კი - შიმშილობენ. მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად კეთილი ადამიანები, რომლებიც ცოტათი მაინც აპურებენ ბავშვებს.
ბეტონის იატაკზე ძილი, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობისთვის საშიშია, მაგრამ განა აქვს სოფიკოს და მის შვილებს სხვა არჩევანი? სხვას რომ თავი დავანებოთ, მათ მხოლოდ ერთი საბანი შემორჩათ და ერთი სათამაშო დათუნია, რომელსაც პატარები ეხუტებიან, როდესაც სცივათ...
“ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გავუძლო ამ გასაჭირს, რომ გამოვზარდო შვილები და დავაყენო ფეხზე“, - ამბობს სოფიკო, რომელსაც იმედი აქვს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და იხსნიან მათ შიმშილისგან.
მეგობრებო, სიტუაცია ამ ოჯახში არის კატასტროფული. სოფიკო და მისი შვილები თქვენს თანადგომას საჭიროებენ. არ გადადოთ ხვალისთვის, დღესვე გაუწოდეთ მათ დახმარების ხელი და გადაარჩინეთ!
მათ ამჟამად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, ლეიბები, ავეჯი... ახლა მთავარია, რომ ახალგაზრდა დედა სულით არ დაეცეს და არ დაკარგოს მომავლის იმედი!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ სოფიკო სუხიშვილის ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სუხიშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ეს სამყარო მდიდარია კეთილი ადამიანებით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ თქვენ ხართ!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|