მშობლებისგან მიტოვებულები
2018 მაისი 11
ეს ბავშვები მშობლებმა მიატოვეს და რომ არა ბებია, ისინი შიმშილს ვერ გადაიტანდნენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
773 ₾
(
45 დონორი )
ბავშვისთვის არაფერია იმაზე მტკივნეული, როგორც დედ-მამასთან განშორება, მაგრამ როდესაც მშობლები შეგნებულად ტოვებენ შვილებს, ეს უკვე დიდი ტრაგედიის ტოლფასია!
10 წლის მარიამი, 4 წლის ლუკა და 3 წლის ნიკოლოზი ყოველდღე ელოდებიან დედიკოს და მამიკოს გამოჩენას. დილით რომ იღვიძებენ, ბებიას ყოველთვის ეკითხებიან - „ ბებო, დედა როდის მოვა?“. სამწუხაროდ, დღემდე არც დედა ჩანს და არც მამა...
„ჩემმა ქალიშვილმა მიატოვა შვილები. ამბობენ, რომ გათხოვდა და ახალი ოჯახი შექმნა. არ ვიცი ახლა სად არის იგი...ღმერთო, მომეცი ძალა, რომ შიმშილით არ დამეხოცოს შვილიშვილები, რომ გავუძლო ამ დიდ ტკივილს და გადავარჩინო ბავშვები“, - ამბობს მარინე თულოშვილი, ბავშვების ბებია.
ისინი გორის რაიონის სოფელ ვარიანში ცხოვრობენ, ყოფილი სახელმწიფო დაწესებულების ნახევრად გაპარტახებულ შენობაში, სრულ სიღარიბესა და გაუსაძლის პირობებში. შიმშილი, სამწუხაროდ, მათი ცხოვრების თანამგზავრი გახდა, რამეთუ სოციალური შემწეობის გარდა, მარინე თულოშვილს სხვა შემოსავალი არ აქვს. იგი მზადაა იმუშაოს, მაგრამ სად? ამ ოჯახს არც მიწის ნაკვეთი გააჩნია და არც რაიმე ქონება, რომ გაყიდოს და თავი ცოტა ხნით მაინც ირჩინოს.
ზამთარში შინ და გარეთ ერთი ტემპერატურაა, რის გამოც ბავშვები სულ ავადმყოფობენ, ახველებენ, სიცხიანები და ნახევრად მშიერნი დადიან. სახლში აუტანელი პირობებია: კედლები დანესტიანდა, ჭერი ლამის ჩამოინგრეს, ხოლო ოთახის შუაგულში იატაკი ჩაიზნიქა და დიდი ორმო გაჩნდა.
„აი, ასე ვცხოვრობთ, თუ ამას ცხოვრება ჰქვია. რამდენჯერ დაუძინიათ ბავშვებს მშიერი...მეზობლები მეხმარებიან, მაგრამ მათ თავად ძალიან უჭირთ...მინდა, რომ მოვკვდე, მაგრამ ბავშვებს ვინ მოუვლის? ამიტომ ვცდილობ, რომ არ მივეცე სასოწარკვეთას და გავაგრძელო ბრძოლა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად“,- ამბობს მარინე თულოშვილი.
მეგობრებო, შეუძლებელია, რომ ადამიანმა გულთან ახლოს არ მიიტანოს ამ პატარების გასაჭირი. დიახ, ბავშვებს მშობლები ჰყავთ, თუმცა ფაქტიურად ობლები გახდენენ. ახლა მათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მოდით, ვანუგეშოთ ისინი და გავუწოდოთ დახმარების ხელი!
თუ გაქვთ სურვილი, თანხა შეგიძიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თულოშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/231-tugushi/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“.
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|