დასახიჩრებული ბავშვობა
2018 მაისი 21
ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, დახმარება არ ჩანს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
867 ₾
(
44 დონორი )
43 წლის ქალი მარტოდმარტო ზრდის 6 შვილს. ეს ოჯახი ცხოვრობს საშინელ სიღარიბეში, ყოველი დღე მათთვის მძიმე გამოცდაა, ირგვლივ სიბნელე და სასოწარკვეთა სუფევს, ბავშვები შიმშილობენ, ხოლო დახმარება არსაიდან ჩანს.

აკობიების ოჯახი 12 წელი რუსეთში ცხოვრობდა. მამა მშენებლობაზე მუშაობდა, დედა კი შვილების აღზრდით იყო დაკავებული. ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ, აგროვებდნენ ბინის საყიდელ ფულს, ბავშვებს არ აკლდა საჭმელი და ტანსაცმელი... თუმცა, შექმნილი პრობლემების გამო დედას შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნება მოუწია.
ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ბებიასთან დასახლდნენ, მოგვიანებით რაიონული საავადმყოფოს შენობას შეაფარეს თავი, რამდენიმე წლის წინ კი ამორტიზირებულ შენობაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც გაუსაძლისი პირობები დახვდათ: სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლები დანესტიანებულია, ჭერი - დაობებული, ხოლო იატაკი ლამის სადაცაა ჩაიქცევა...
განა შეუძლია მარტოხელა დედას, რომლის შემოსავალი თვეში სოციალური შემწეობის სახით 460 ლარს შეადგენს, გააკეთოს რემონტი, იყიდოს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გადაიხადოს კომუნალური გადასახადი და, რაც მთავარია, დააპუროს შვილები? რა გამოდის? 2 ლარი დღეში ერთ ადამიანზე - ეს ხომ კატასტროფაა?!
ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი 5 წლისაა, ყველაზე უფროსი ბავშვი კი - 14. მზია ოცნებობს იურისტი გახდეს, რათა დაიცვას ადამინები, რომლებიც უსამართლოდ იტანჯებიან. იგი ათვითცნობიერებს შექმნილ ვითარებას და მწარედ განიცდის მდგომარეობას, რომელშიც მისი ოჯახი აღმოჩნდა. „ერთ დროს, თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი ოთახი, არ გვციოდა და არ გვშიოდა, ახლა კი არაფერი გაგვაჩნია, თეთრეულიც კი არ გვაქვს...“,- ამბობს 14 წლის მოზარდი.

მეგობრებო, ეს ბავშვები გაურკვეველი სიტუაციის და უფროსების უპასუხისმგებლო ქცევის მსხვერპლნი გახდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ არ დარჩებით გულგრილი მათი მწარე ხვედრის მიმართ და გაუწვდით მათ დახმარების ხელს!
აკობიების მრავალშვილიანი ოჯახი დღეს გასაჭირშია და შველას ითხოვს, მათ თქვენი თანადგომის იმედი აქვთ! მოდით, არ დავაყოვნოთ და ვაჩუქოთ ამ პატარებს მომავლის იმედი! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ აკობიების მრავალშვილიან ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: აკობიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/329-akobia/
თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანი!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|