შიმშილისთვის განწირულნი
2018 ივნისი 5
ეს ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. ყოველ ახალ დღეს მათთვის ახალი გასაჭირი მოაქვს, შველა კი არსაიდან ჩანს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
790 ₾
(
49 დონორი )
დარია და ალექსი 50 წლის წინ დაქორწინდნენ, დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდნენ, თუმცა ბოროტმა განგებამ მათ თავიდანვე დიდი დარტყმა მიაყენა…
პირველ შვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა აღმოაჩნდა. ახლობლები არწმუნებდნენ მშობლებს, რომ უმჯობესი იქნებოდა თუკი ისინი ბავშვზე უარს განაცხადებდნენ, მაგრამ დედა-მამამ პატარა ლელა სახლში წაიყვანა, რამეთუ ასეთი უსულგულო ნაბიჯის გადადგმა მათ არ შეეძლოთ.
მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვისთვის ნორმალური გარემო შეექმნათ, ემკურნალათ და არ მოეკლოთ ყურადღება. დედა საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, მამა კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა, რათა ცოლ-შვილი ერჩინა. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი...
შემდეგ კი ოჯახში ახალი უბედურება დატრიალდა. როდესაც ალექსი პენსიაზე გავიდა, მას ინფარქტი დაემართა, რამაც იგი საწოლს მიაჯაჭვა…
დღეს ეს ადამიანები უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობენ. „არაფერი გვახარებს, დღეები ერმანეთს ჰგვანან, გაგვაქვს თავი როგორც შეგვიძლია… ვუვლი ავადმყოფ მეუღლეს და 50 წლის ქალიშვილს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია ჭამა, დაბანა და თავის მოვლა … ხშირად ვტირი, ხანდახან კი ვფიქრობ - განა ღირს ასეთი ცხოვრება? განა სიკვდილი არ სჯობს? მაგრამ ვინ მოუვლის ჩემი ოჯახის წევრებს?“, - ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დარია ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილების ოჯახი შიმშილობს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათი პენსია და სოციალური შემწეობა მედიკამენტებზე იხარჯება და ხშირად პურის ფულიც არ გააჩნიათ. ამ ოჯახში გამეფებულია სიდუხჭირე, უძლურება და სასოწარკვეთა, რამაც შეუძლებელია, რომ არ დათრგუნოს ნებისმიერი ადამიანი!
„ყველაზე მეტად ვოცნებობ „პეჩენიაზე“... ხო, კიდევ წიწიბურას ფაფაზე... როგორ მიყვარს, მაგრამ არ არის... უი, სულ დამავიწყდა... ნაყინი მომწონდა ადრე, დიდი ხანია არ მიჭამია...“, - ამბობს ლელა. მიუხედავად იმისა, რომ ლელა ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, იგი ძალღონეს არ იშურებს, რომ დედას ცოტათი მაინც დაეხმაროს საოჯახო საქმეებში, როგორც შეუძლია ისე...
უყურებ ამ ადამიანებს და ფიქრობ, ღმერთო აშორე ყველას ასეთი უბედურება, ხოლო ღარიბაშვილების ოჯახს მიეცი გამძლეობა და ჯანმრთელობა!
თუ გაქვს დახმარების სურვილი თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღარიბაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/332-garibashvili/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|