მძიმე სენი მათ სიცოცხლეს ართმევს!
2018 ივნისი 12
უყურებ ამ ბავშვებს და ფიქრობ – რა დააშავეს მათ, რომ ამდენი განსაცდელის ატანა უწევთ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
532 ₾
(
27 დონორი )
ხადელაშვილების ოჯახის სამივე შვილი დაავადებულია ფენილკეტონურიით. ეს არის უმძიმესი დაავადება, რომელსაც თან სდევს გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვადასხვა ნევროლოგიური სიმპტომი.
როდესაც მათი სახლის ეზოს ჭიშკარს შეაღებ, მაშინათვე აღმოჩნდები საშინელ სიღარიბეში. გული მოგიკვდება ამ ბავშვების შემხედვარე - ერთი ტირის, მეორე - კრუნჩხვებისგან იკლაკნება, ირგვლივ კი სასოწარკვეთა და სევდა სუფევს.
უფროსი შვილი ზაქრო 23 წლისაა. 5 წელია, რაც იგი საწოლსაა მიჯაჭვული, მისი სხეული წითელი მუწუკებით არის დაფარული, ხოლო ფეხები იმდენად დასივებული აქვს, რომ მცირეოდენი შეხება და... გაუსაძლისი ტკივილები ეწყება. ზაქროს ხშირად კრუნჩხვები ემართება, სიმწრისგან იქნევს ხელებს და გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, რამეთუ ლაპარაკი მას ბავშვობიდან არ შეუძლია.
ანა 17 წლის არის. ისიც ვერ ლაპარაკობს, თუმცა სახლში გადაადგილება შეუძლია. იგი მთელი დღე ერთ ადგილზე ზის და საკუთარ თავშია ჩაკეტილი. ასეთი უმოძრაო მდგომარეობიდან ანა შეიძლება მხოლოდ მოულოდნელმა კრუნჩხვებმა გამოიყვანონ. შეტევის დროს იგი ძირს ეცემა და სასოწარკვეთილად კივის...
ყველაზე უმცროსი ბავშვი - თამარი, 8 წლის არის. მადლობა უფალს, იგი ფენილკეტონურიის მსუბუქი ფორმით არის დაავადებული და მკურნალობას ექვემდებარება.
სამწუხაროდ, ზაქროს, ანას და თამარის მშობლებს არ აქვთ არანაირი საშუალება, რომ შვილებს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარონ და კალორიული პროდუქტებით უზრუნველყონ.
„ჩემი მეუღლე, ბავშვების მამა, არის ინვალიდი, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული და შრომისუუნაროა. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ბავშვებს ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამოუსწორებელი მოხდეს... ეს ჩემი შვილებია და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ძალიან მიყვარს. რამდენი წელია, რაც გულში ვარ დაჭრილი და უფალს ყოველ დღე ვთხოვ, ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ჩემს შვილებს ასეთი ყოფა“, - ამბობს ბავშვების დედა ინგა ხადელაშვილი.
ამ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. სოციალური დახმარება შეცდომით მოუხსნეს და მის აღდგენას დრო სჭირდება. მათი ერთადერთი შემოსავალი არის ბავშვების პენსია. იგი მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების და წამლების ყიდვის საშუალებას იძლევა, არადა რამდენი გადაუდებელი რამ სჭირდებათ - წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტები.
მეგობრებო, თქვენი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცით, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით - დაეხმარეთ მცხეთის რაიონის სოფელ პატარა ქანდაში მცხოვრებ ხადელაშვილების ოჯახს, რომელსაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვს თავი, თქვენ კი შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ მათ მძიმე ცხოვრება!
ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ ხადელაშვილების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ხადელაშვილების ოჯახი).
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay.
განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის პირობები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|

