„არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა!“
2018 ივნისი 14
საშინელი ტრაგედიაა, როდესაც 32 წლის ასაკში მყოფი ჯანმრთელი და ენერგიით აღსავსე მამაკაცი უცებ I ჯგუფის ინვალიდი გახდება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
627 ₾
(
32 დონორი )
რამაზ ლომიძე უკვე მეცხრე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული. მისი სხეულის დიდი ნაწილი პარალიზებულია. კერძოდ, რამაზს ხერხემალი და კისრის მალები - გადატეხილი აქვს, კისერს პრაქტიკულად ვერ აბრუნებს, ზურგის ტვინი კი დაზიანებულია. ამ ახალგაზრდა კაცის სხეულის კუნთები იმდენად სუსტია, რომ იგი ვერ გრძნობს ფეხებს, ვერ შლის ხელის მტევნის თითებს, ხოლო ხანგრძლივი წოლისაგან გამოწვეული ჩირქიანი ნაწოლები, კიდევ უფრო აუტანელს ხდის მის არსებობას.
რამაზი დათრგუნულია საკუთარი უმწეობით, თუმცა ცდილობს სტუმარს არ მოახვიოს თავს თავისი გასაჭირი, მაგრამ გულის სიღრმეში მწარედ განიცდის მის ურთულეს მდგომარეობას და სულიერად იტანჯება, რომ არაფერი ვთქვათ გაუსაძლის ფიზიკურ ტკივილებზე. მისი კვნესა - ეს არის გულიდან ამოძახილი ვედრება, ხოლო თითოეული ამოსუნთქვა - სასოწარკვეთილი ძახილი დახმარების შესახებ!
2009 წელს სურამში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელმაც ახლაგაზრდა ადამიანის ცხოვრება გაანადგურა. ერთ ავბედით დღეს, რამაზს მეგობარმა დახმარება სთხოვა - საქანელას რკინის კონსტრუქცია სატვირთო ავტომანქანით უნდა მიეტანათ სამეზობლოში მცხოვრები ბავშვებისთვის. როდესაც ავტომანქანა დაიძრა, რამაზი ბორტზე დარჩა და საქანელას ხელით აკავებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოუსწორებელი რამ მოხდა: რკინის მძიმე კონსტრუქცია გამოედო ტალავერს, თვალის დახამხამებაში ძირს დაენარცხა და თან მოიყოლა რამაზი.
„თავის დარტყმა ვიგრძენი, თვალებში დამიბნელდა, ჰაერი არ მყოფნიდა, შემდეგ გონება დავკარგე და მეტი არაფერი მახსოვს“, - იხსენებს რამაზ ლომიძე. იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ერთი ოპერაციის შემდეგ მეორე ჩაუტარეს, შემდეგ მესამე, მეოთხე... თუმცა გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა იმდენად კატასტროფული იყო ვარდნის შედეგად გამოწვეული ტრავმა.
უფლის წყალობით რამაზი გადარჩა, გარკვეული დროის შემდეგ იგი კომიდანაც გამოვიდა, მაგრამ მან ფეხი სულ სხვა რეალობაში შეაბიჯა - დაიწყო ცხოვრება „გადაადგილების უფლების“ გარეშე.
„ერთი სიკვდილი უკვე გამოვიარე...გადავრჩი! არ მინდა სიკვდილი, სიცოცხლე მინდა! უფალს შევთხოვ, რომ ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ტკივილი, ცოტათი მაინც გამოვიდე ამ მძიმე მდგომარეობიდან“, - ამბობს რამაზი და ვერ იკავებს ცრემლებს.
ლომიძეების ოჯახს დღეს მატერიალურად ძალიან უჭირს. რამაზის მეუღლეს არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ავადმყოფს რეაბილიტაციის და მასაჟის კურსი ჩაუტაროს, ძვირადღირებული პრეპარატები უყიდოს... მთელი ოჯახი ცხოვრობს ხანდაზმული დედ-მამის პენსიის და სოციალური დახმარების ხარჯზე, რაც მხოლოდ ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით.
ყველაზე მეტად რამაზს ახლა თქვენი თანადგომა და მხარში ამოდგომა სჭირდება, რომ იგი სასოწარკვეთას არ მიეცეს და ამ ახალგაზრდა მამაკაცში საბოლოოდ არ ჩაქრეს ჯერ კიდევ არსებული პატარა იმედის ნაპერწკალი.
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ რამაზ ლომიძეს, პამპერსების, მედიკამენტების, თეთრეულისა და საკვები პროდუქტების შესაძენი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რამაზ ლომიძე).
ჩვენი ვებ–გვერდიდან – https://chernovetskyifund.ge/ge/projects/334-lomidze/
სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|