7 ბავშვი სასწაულის მოლოდინში!
2018 ივნისი 29
შიმშილი - ამ ოჯახის ძალიან დიდი გასაჭირია, რომელსაც თან ერთვის უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,288 ₾
(
57 დონორი )
როდესაც ჩერნოვეცკის ფონდს დახმარებისთვის 7 შვილის დედამ - გურანდა თორუამ მიმართა, მეტად რთული წარმოსადგენი იყო ის აუტანელი პირობები, რომლებშიც ამ ოჯახს უხდება ცხოვრება! განა საკმარისია სოციალური დახმარების 540 ლარი, რომ 7 ბავშვი გამოკვებო და ამავე დროს უყიდი მათ წამლები, გადაიხადო კომუნალური გადასახადი?! გამოდის, რომ დღეში თითო სულზე 2 ლარზე ნაკლები იხარჯება...
კარგი დავუშვათ, უფროსები - 12 წლის გურამი, 11 წლის ბარბარე, 9 წლის გიორგი და 8 წლის ანანო ცარიელა პურს დასჯერდებიან და არ იტირებენ, მაგრამ რა უნდა უთხრას დედამ 4 წლის ანამარიას და 2 წლის ანდრიას, როდესაც ისინი საჭმელს ითხოვენ, მაცივრის კარებს გააღებენ და იქ სრული სიცარიელე დახვდებათ?! ან შესაძლებელია აუხსნა 4 თვის ქეთის, რომ „ბავშვთა კვება“ გაძვირებულია და რომ არა აფთიაქში მომუშავე კეთილი დეიდები, იგი მშიერი დარჩებოდა?!
შიმშილი - ამ ოჯახის ძალიან დიდი გასაჭირია, რომელსაც თან ერთვის უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობები - ბეტონის იატაკი, ჩამსხვრეული მინები, დაბზარული კედლები, ჩამონგრეული ჭერი, ამორტიზირებული ავეჯი.
გაუმართავი კანალიზაციის სისტემა ხშირად გამოდის მწყობრიდან, რის გამოც ოთახში მოედინება ფეკალიები, ხოლო მილების შეკეთების არანაირი ფინანსური საშუალება არ არსებობს... საკუთარი ძალებით კი ამ „სტიქიას“ ახალგაზრდა ქალი ვერ უმკლავდება.
მიუხედავად ამ სასტიკი პრორობებისა, ბავშვები არ გაბოროტებულან. ეს თბილი და მოსიყვარულე პატარები ოცნებობენ, რომ დედამ არ იტიროს იმის გამო, რომ საჭმლის ფული არ აქვს, რომ ოთახში არ ყარდეს და კიდევ... ერთხელ მაინც რომ გასინჯონ ამ ზაფხულს ნაყინი?!
ჩერნოვეცკის ფონდი გვერდს ვერ აუვლის ამ ოჯახის გასაჭირს და ბავშვების დასაპურებლად აცხადებს საქველმოქმედო აქციას. ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პატარებს, გავუთბოთ მათ გულები და ავარიდოთ შიმშილსა და ზამთრის სიცივეს!
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თორუების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/338-torua/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ეს პატარა ბავშვები სასწაულის მოლოდინში არიან! მათ სჯერათ, რომ კეთილი ადამიანები არ დატოვებენ ყურადღების და დახმარების გარეშე!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|