ბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის
2018 ივლის 2
21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული. იგი ავტოავარიაში მოყვა და დღემდე უკონტაქტოა. მისი სხეული პარალიზებულია
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,957 ₾
(
652 დონორი )
დიდი ილია წერდა: „გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი“.
ნუთუ სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ აცნობიერებს იმ უბედურებას, რომელიც ვართუმაშვილების ოჯახში ტრიალებს?! აქ მატერიალურ გასაჭირს დიდი სულიერი ტკივილიც ერთვის, რომლის წითელი ხაზი ადამიანის სიცოცხლეზე გადის.
21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი 2 წელია რაც საწოლს არის მიჯაჭვული. იგი ავტოავარიაში მოყვა და დღემდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მისი სხეული პარალიზებულია, აღენიშნება მრავალი მოტეხილობა, ყელში სტომა აქვს ჩადგმული, თავის ქალაში კი - პლასტიკა.
შოთიკოს მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა - მძიმე ავადმყოფია, რომელიც თავის ტვინის დაავადების გამო ვერავის ცნობს და ნათესავებმა წაიყვანეს მოსავლელად. ამ ყმაწვილს 80 წლის ბებია უვლის, რომელიც სასოწარკვეთას არის მიცემული. წარმოუდგენლად რთულია შეეგუო საკუთარი შვილიშვილის უბედურებას, რომელსაც თან მატერიალური სიდუხჭირე ერთვის, რის გამო საცოდავი მოხუცი ვერ უზრუნველყოფს ავადმყოფს სათანადო მოვლით.
„თითქმის ერთი წელია, რაც სოციალური დახმარება მომიხსნეს. ვიყავი მათთან, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. ასე მითხრეს - ნაკვეთები გაქვსო და ამიტომ მოგიხსენითო...არ მინდა ეს ნაკვეთები, აბა როგორ უნდა დავამუშავო მე მიწა? წაიღონ ... ოღონდ სოციალური დახმარება დამიბრუნონ, რომ ეს თანხა ჩემს ავადმყოფ შვილიშვილს მოვახმარო“, - ამბობს თამარ ვართუმაშვილი.
ამ ხანდაზმულმა ქალმა გაყიდა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, რომ ექთანს გადაუხადოს ფული. ავადმყოფს მედდის 24 საათიანი მომსახურეობა ესაჭიროება, რაც დღეში 50 ლარი ჯდება. მედიკამენტები კი იმდენად ძვირია, რომ იგი ვერ ყიდულობს მათ, წამლის გარეშე კი შოთიკოს კრუნჩხვები ემართება.
„მადლობა ღმერთს! რომ არა კეთილი ადამიანები, ალბათ დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით ...რამდენიმე თვის წინ ამ ოთახს ცეცხლი გაუჩნდა, ყველაფერი დაიწვა, თუმცა სოფელი დამეხმარა და გაარემონტეს ოთახი, სადაც შოთიკო წევს...გული უკვე ვერ უძლებს ამდენ ტკივილს, იგი სადაცაა გაჩერდება, ხშირად ვფიქრობ - ხომ არ წავიდე და გადავარდე ხრამში, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს უმწეო შვილიშვილს“? - ამბობს თამარ ვართუმაშვილი.
მეგობრებო, გორის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ ამ ოჯახს ძალიან უჭირს. ბებია და შვილიშვილი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრობენ. მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. პირველ რიგში, ეს არის მედიკამენტები, საყლაპავი მილები და პამპერსები, რასაც ბებიის პენსია არ ჰყოფნის, ხოლო სოციალური დახმარება, როგორც უკვე აღვნიშნეთ მათ მოუხსნეს.
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა ვართუმაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
იესო ქრისტე ბეთლემში იშვა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან (ილია II).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|


