ოჯახი, რომელიც შიმშილობს
2018 ივლის 23
მათ შიათ, არ გააჩნიათ ტანსაცმელი, არ აქვთ ნორმალური განვითარების არანაირი პერსპექტივა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,156 ₾
(
80 დონორი )
ამ პატარა გოგონას ბარბარე ჰქვია. იგი ორი თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას, თუმცა რა მომავალი ელის მას, აგრეთვე მის ორ მცირეწლოვან ძმას, დღეს ძალიან რთული სათქმელია.
2 თვის ბარბარე, 4 წლის სანდრო და 7 წლის საბა სრულ სიღარიბეში იზრდებიან. მათ საცხოვრებელში, რომელიც 8 კვადრატულ მეტრს არ აღემატება ისეთი გაუსაძლისი პირობებია, რომ ბავშვებს სული ეხუთებათ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მათ შიათ, არ გააჩნიათ ტანსაცმელი, არ აქვთ ნორმალური განვითარების არანაირი პერსპექტივა.
ლუიზა ტუკვაძე მარტოხელა დედაა. მისი თქმით, იგი მეუღლეს გაშორდა და ბავშვების აღზრდაში მას არავინ ეხმარება, არც ახლობლები და არც ნათესავები. ახლა იმის გარკვევა, რატომ მოხდა ასე, ვინ არის მართალი თუ მტყუანი, ნამდვილად რომ არ იქნებოდა სწორი, რამეთუ სიტუაცია ამ ოჯახში იმდენად მძიმეა, რომ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.
ლუიზას თქმით, რომ არა კეთილი მეზობლები, ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ. მას ძალიან უჭირს სამი შვილის მოვლა, განსაკუთრებით ჩვილი გოგონას, რომელსაც წამლები სჭირდება, ხოლო მას მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. ლუიზა ამ ოთახს ქირაობს, თუმცა უკვე სამი თვეა, რაც ქირის ფულს ვერ იხდის.
„ძალიან გვიჭირს, ხშირად ვშიმშილობთ, რამეთუ სოციალური შემწეობა ბავშვის წამლებზე იხარჯება და საჭმლის ფული არ მრჩება. რა ვქნა არ ვიცი, მომავლის მეშინია, ღამეები არ მძინავს იმის შიშით, რომ ბავშვებს რამე საშინელი არ დაემართოს“,- ამბობს ლუიზა ტუკვაძე.
რა ელის ამ ბავშვებს? ისინი შეიძლება ხვალ ქუჩაში აღმოჩნდნენ ლუკმა პურის გარეშე, ამიტომ ისინი ჩვენი მხრიდან სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ...მათი ბედი ახლა ჩვენს ხელშია.
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტუკვაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/346-tukvadze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ეს სამყარო მდიდარია კეთილი ადამიანებით, ერთ-ერთი მათგანი სწორედ რომ თქვენ ხართ!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|