3 გოგონა, რომლებიც ბედისწერამ არ დაინდო
2018 აგვისტო 6
ყიფშიძეების ოჯახი, რომელთა საცხოვრებლიდან გამუდმებით ისმის ტირილი და სასოწარკვეთილი ყვირილი. აქ სიღარიბე, უმწეობა და უიმედობაა გამეფებული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,938 ₾
(
319 დონორი )
ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში სახლობს ყიფშიძეების ოჯახი, რომელთა საცხოვრებლიდან გამუდმებით ისმის ტირილი და სასოწარკვეთილი ყვირილი. აქ სიღარიბე, უმწეობა და უიმედობაა გამეფებული.
მარტოხელა დედა, რომელიც მეუღლემ 16 წლის წინ მიატოვა, ზრდის 3 ქალიშვილს - სამივე მათგანი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. შეუძლებელია, ამ ტრაგედიამ არ დათრგუნოს ყველაზე „შეუვალი“ ადამიანის გულიც კი, რამეთუ მათი ყოფა ძალიან მძიმე სანახავია...
ნანა - ასაკით დებს შორის ყველაზე უფროსია. იგი 29 წლისაა, არ აქვს მხედველობა და სმენა, ვერ ლაპარაკობს, არ შეუძლია გადაადგილება, მთელი დღე იმყოფება ეტლში და ტირის, მხოლოდ ხანდახან თუ ჩაეძინება.
ნონა - 27 წლისაა. მხედველობა გააჩნია, თუმცა სმენა პრაქტიკულად არ აქვს, მიჯაჭვულია საწოლს, გამოსცემს ცალკეულ ბგერებს და ისიც ხშირად ტირის.
ყველაზე უმცროსი ქალიშვილი, ლელა, 16 წლისაა. იგი ცალკეულ ბგერებს გამოსცმეს, თუმცა გადაადგილება შეუძლია. მას ხშირად მოსდის შეტევები, რომლის დროსაც ხდება აბსოლუტურად უმართავი და აგრესიული, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ასე რომ, იგი ერთი წუთითაც არ დაიტოვება მარტო.
„ხშირად ვფიქრობ, რატომ დამსაჯა ღმერთმა ასე, თუმცა ამავე დროს სწორედ ღმერთი მაძლევს იმის ძალას, რომ გავუძლო ამ ტრაგედიას და მოვუარო ჩემს შვილებს... 2015 წელს შემიჩერეს სოციალური დახმარება. ჯერ მითხრეს - ძროხა გყავსო და სოციალური დახმარება არ გეკუთვნისო, მერე მითხრეს - ქათმები გყავს და 4 ქათამი ერთ ძროხას უდრისო, ახლა მეუბნებიან მიწები გაქვს და ფულს ვერ მოგცემთო. დიახ, მაქვს ნაკვეთები, ისევე როგორც სოფლის ყველა მცხოვრებს, მაგრამ შემიძლია მე ისინი დავამუშავო ან რამეში გამოვიყენო? მთელი დღე ვუვლი ავადმყოფ შვილებს, ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ მარტო, სულ დაძაბული ვარ...“, - ამბობს მაია ყიფშიძე.
ეს ოჯახი მწირი პენსიის ამარა არის დარჩენილი, რომელიც არ ჰყოფნით წამლების, სპეციალური კვების, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად, რომ არაფერი ვთქვათ მასაჟის სეანსებზე ან რეაბილიტაციის კურსზე. მათ საკუთარი სახლიც კი არ გააჩნიათ. „ჩვენი საცხოვრებელი ჩამოინგრა, იქ ცხოვრება უკვე საშიში კი იყო. შევსახლდი ვეტერინალური ლაბორატორიის მიგდებულ შენობაში და დღემდე აქ ვიმყოფები ჩემს შვილებთან ერთად“, - გვითხრა მაია ყიფშიძემ.
მეგობრებო, ყიფშიძეების ოჯახს ძალიან უჭირს, ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა და დახმარება ესაჭიროება. მოდით, სანამ გვიანი არ არის, ამოვუდგეთ მათ გვერდში და გავუწოდოთ დახმარების ხელი.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/350-kipshidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილი საქმე განსაკუთრებით იმათთვის უნდა ვაკეთოთ, ვისგანაც საპასუხო სამადლობელს არ ველოდებით (ილია II).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|