მაშველს ჩვენი დახმარება სჭირდება!
2018 აგვისტო 13
ავტოავარიის დროს მანუჩარს დაუზიანდა ზურგის ტვინი, მიიღო კისრის მალების მოტეხილობა, მენჯის ძვლის ამოვარდნილობა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
460 ₾
(
34 დონორი )
მანუჩარ მელიქიძე 37 წლის ასაკში I ჯგუფის ინვალიდი გახდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ ერთ წუთში შეცვალა მისი ცხოვრება. ერთ დროს ჯანსაღი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი თვალის დახამხამებაში „გაანადგურა“.
მანუჩარს არ შეუძლია გადაადგილება, მისი სხეული თითქმის მთლიანად არის პარალიზებული, იგი ვერ აბრუნებს კისერს, მას არც ეტლის მართვა შეუძლია, რამეთუ თითები პრაქტიკულად ატროფირებული აქვს...
მანუჩარი გახლდათ ასპინძის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათმეთაური. 2012 წლის 1 ოქტომბერს ტყის მასივში გაჩნდა ცეცხლი და მანუჩარის ბრიგადა დასახმარებლად გამოიძახეს. რაიონის მეხანძრეებმა მხოლოდ ღამის პირველი საათისთვის მოახერხეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, მძღოლმა, რომლის ავტომანქანაში მანუჩარი იმყოფებოდა, ვერ შესძლო საჭის დამორჩილება და ბეტონის პარაპეტს შეეჯახა.
„დარტყმის ტალღამ ამაგდო ზევით და მთელი ძალით მივახეთქე თავი ავტომანქანის ჭერს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გავითიშე, შემდეგ მოვედი გონზე, მერე ისევ გავითიშე და ასე რამდენჯერმე... არ მესმოდა თუ რა ხდებოდა ჩემს თავს... თბილისში წამიყვანეს, გამიკეთეს ოპერაცია... გადავრჩი, თუმცა მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ფიზიკურად და სულიერად დასახიჩრებული“, - ამბობს მანუჩარ მელიქიძე.
ავტოავარიის დროს მანუჩარს დაუზიანდა ზურგის ტვინი, მიიღო კისრის მალების მოტეხილობა, მენჯის ძვლის ამოვარდნილობა. 1 თვე და 12 დღე იგი საავადმყოფოს პალატაში გაუნძრევლად იწვა, რამაც გამოიწვია საშინელი ნაწოლები.
როდესაც ამ ახალგაზრდა მამაკაცს უყურებ, არ შეიძლება გული არ დაგეწვას მისი სულიერი მდგომარეობის გამო. მანუჩარი ძალიან განიცდის, რომ ვერ უვლის ოჯახს, შვილებს, არ ძალუძს გადაადგილება და ეტლს არის მიჯაჭვული.
„იმის გამო, რომ ჩემს მეუღლეს თითებიც ატროფირებული აქვს, მას არ შეუძლია არც ეტლის მართვა. რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობს?! მე ვამშვიდებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ შედეგიან მკურნალობას დიდძალი თანხა სჭირდება და საიდან უნდა მოვიტანო? - ამბობს მანუჩარის მეუღლე მაკა კაპანაძე.
11 წლის ვახტანგი და 9 წლის ანი მშობლებთან ერთად სოფელ ტოლოშში ცხოვრობენ. მატერიალურად ოჯახს ძალიან უჭირს. ისინი მხოლოდ მანუჩარის და მისი მშობლების პენსიის ამარად არიან დარჩენილნი. ამ თანხით კი არამარტო მკურნალობა, არამედ ნორმალური კვებაც შეუძლებელია.
მეგობრებო, დღეს 43 წლის მანუჩარს თქვენი მხარში ამოდგომა ესაჭიროება. მისთვის სულ მცირე ფინანსურ შემოწირულობასაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამეთუ შემოწირული თანხით მას შეუძენენ წამლებს, ნემსებს, ჰიგიენურ საშუალებებს...
მოდით, ერთიანი ძალებით ვანუგეშოთ ეს ახალგაზრდა მამაკაცი, გავამხნევოთ და დავანახოთ, რომ იგი მარტო არ არის! გახსოვდეთ, თქვენს დახმარებას შეუძლია გაახაროს მანუჩარის გული, მისცეს მას დიდი ძალა და დადებითი ენერგია!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანუჩარ მელიქიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/354-melikidze/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
„და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით“ (ფსალმუნი, 61).
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|