4 ბავშვი სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე!
2018 სექტემბერი 12
14 წლის ლუკა, 10 წლის მარიამი, 3 წლის ნინო და 2 წლის ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,367 ₾
(
322 დონორი )
სიტუაცია, რომლშიც ამ ბავშვებს უხდებათ ცხოვრება, არის სრულიად აუტანელი. მათ არამარტო შიათ და არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, არამედ საშუალებაც არ აქვთ, რომ თავი დააღწიონ სიღარიბეს და ჰქონდეთ განვითარების პერსპექტივა.
ახალგაზრდა დედა, ხათუნა ჟორჟიკაშვილი, ფაქტიურად მარტო ზრდის 4 შვილს. 14 წლის ლუკა, 10 წლის მარიამი, 3 წლის ნინო და 2 წლის ილია მოკლებულნი არიან ყოველგვარ ბავშვურ სიხარულს, ნორმალურ კვებას და მკურნალობას, ხშირად შიმშილობენ და ავადმყოფობენ.
შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ამორტიზირებულია: ჭერიდან წვიმა ჩამოდის, კედელზე ობია გაჩენილი, ზამთარში ბავშვები სიცივისგან კანკალებენ, ცივდებიან და გამუდმებით ახველებენ.
გასულ წელს ხათუნა Сჰეპატიტით დაავადდა. მკურნალობამ მას მთელი ენერგია წაართვა, რომელსაც იგი შვილებს ახმარდა.
ბავშვების მამა არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და ხათუნას მარტო უხდება ორ ფრონტზე ბრძოლა - ჰეპატიტთან და სიღარიბის წინააღმდეგ.
ჩვენი ვიზიტის დღეს, მეოთხე ბავშვი სახლში არ დაგვხვდა. ხათუნას თქმით, 10 წლის მარიამი ნათესავმა წაიყვანა, რადგან უსახსრობის გამო, ოჯახი ფაქტიურად სულს ღაფავს. ერთადერთი შემოსავალი არის მწირი სოციალური შემწეობა, რაც მხოლოდ ცარიელა პურის საშუალების ყიდვას თუ იძლევა, დახმარება კი არსაიდან ჩანს.
„რომ არა კეთილი ადამიანები, შიმშილისგან ამოგვხდებოდა სული. ღამით, ბალიშზე რომ დავდებ თავს, ვტირი, რადგან გული მისკდება იმზე ფიქრით, თუ რა უნდა ვაჭამო ხვალ ბავშვებს ან რით ვუმკურნალო...არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ რომ გავუძლო ასეთ ყოფას...“, - ამბობს ხათუნა, 4 შვილის დედა.
მეგობრებო, ჟორჟიკაშვილების ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი, რომ ეს ბავშვები როგორმე გამოვტაცოთ ხელიდან სიდუხჭირეს. ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, მედიკამენტებს, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჟორჟიკაშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|