ოთხი შვილის დედა დახმარებას ითხოვს!
2018 ოქტომბერი 8
ღამეები არ მძინავს, ვდარაჯობ ბავშვს, რომ კრუნჩხვების დროს რამე გამოუსწორებელი არ მოხდეს
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
755 ₾
(
49 დონორი )
ოკუჯავების სოციალურად დაუცველი ოჯახი ქალაქ ფოთში ცხოვრობს. ამ ოთხი შესანიშნავი ბიჭუნას მშობლები აფხაზეთიდან არიან, მათ 1993 წელს იძულებით მოუხდათ მშობლიური კუთხის დატოვება.
დღეს ოკუჯავებს მატერიალურად ძალიან უჭირთ: ბავშვები ხშირად შიმშილობენ, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არ ყოფნით თანხა ელემენტარული მედიკამენტების საყიდლად...
ნინო ზურაბიანი - ბავშვების დედა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახს მოუაროს, შვილები დააპუროს, ავადმყოფ მეუღლეს მიხედოს, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს და არ შეუძლია მუშაობა.
„ჩვენ დევნილობაში შევქმენით ოჯახი. მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, გადავლახეთ ბევრი სირთულე, შეგვეძინა შვილები, მეუღლე მუშაობდა და ბედს, როგორც იტყვიან, ამ ვუჩიოდით...თუმცა როდესაც მეოთხე შვილი გაგვიჩნდა, ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ - 1 წლის გაბრიელს ეპილეფსია დაუდგინეს, ხოლო მეუღლე ავად გახდა და მხედველობის დაქვეითების გამო იძულებული შეიქნა სამსახურიდან წამოსულიყო... ასე დავრჩით შემოსავლის წყაროს გარეშე და ახლა მხოლოდ დევნილთა შემწეობის თანხით გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე“,- ამბობს ნინო ზურაბიანი.
ყველაზე უფროსი - გურამი ახლა 14 წლისაა, საბა- 13-ის, დავითი- 12 -ის, ხოლო გაბრიელი- 4 წლის. მშობლებს არ გააჩნიათ არანაირი საშუალება, რომ ბავშვს სრულყოფილი კვლევა ჩაუტარონ, რადგან ადგილობრივმა ექიმებმა ვერა და ვერ დაადგინეს ეპილეფსიის ზუსტი ფორმა. ამასობაში კი პატარა გაბრიელი იტანჯება პერიოდული კრუნჩხვებისგან და ტკივილისგან.
„უფალს შევსთხოვ, რომ ჩემი შვილი გამოაჯანმრთელოს, თუმცა კარგად მესმის, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება...მაგრამ სად ვიშოვო თანხა? ვის მივმართო? ღამეები არ მძინავს, ვდარაჯობ ბავშვს, რომ კრუნჩხვების დროს რამე გამოუსწორებელი არ მოხდეს...“, ამბობს სასოწარკვეთაში ჩავარდნილი დედა.
ოკუჯავების ოჯახს არ გააჩნია საკუთარი ჭერი. სახელმწიფო მათ დიდი ხანია პირდება ბინის გამოყოფას დევნილთა დასახლებაში, თუმცა დაპირებებს ბოლო არ უჩანს. უბინაობა კი უფრო ართულებს ამ ოჯახის ისედაც მძიმე მდგომარეობას.
მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ოკუჯავების ოჯახს დახმარების ხელი. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ ოთხ ბიჭუნას ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ხოლო პატარა გაბრიელს- მედიკამენტები! ისინი დახმარებას ითხოვენ და არ დავრჩეთ გულგრილნი, ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოკუჯავების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|