არ მინდა ჩემი შვილები ასე ცხოვრობდნენ...
2018 ნოემბერი 8
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,298 ₾
(
54 დონორი )
ჩვენ საქველმოქმედო ფონდში დახმარების თხოვნით ხუთი შვილის დედა თამარმა მოგვმართა.
9 წლის წინ შექმნა ოჯახი, მეუღლის მშობლებთან სოფელში დასახლდნენ. მაგრამ მათი ოჯახი იზრდებოდა და პატარა სახლში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა. ოჯახის შემოსავალი საკვების შესაძენადაც არ იყო საკმარისი. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა ქალაქში გადასულიყო საცხოვრებლად.
ახლა ღვალაძეების ოჯახი ოზურგეთში ცხოვრობს, მართალია მათი სახლის შემხედვარე, ძნელია მათ არსებობას „ცხოვრება“ დავარქვათ. შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, დაუმთავრებელია. სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის, კედლები დაბზარულია, ფანჯრებში არ არის შუშები და ზამთარში ოთახების გათბობა ფაქტობრივად შეუძლებელია. იატაკი ეს ცალკე თემაა. ის არ არის! 7 ადამიანი ერთ პატარა ოთახშია შეყუჟული, სადაც ფანჯრებია!
საწოლები ყველას არ ყოფნის და უფროს ბავშვებს აგურებზე დადებულ ფიცრებზე სძინავთ. ასეთ პირობებში უხდებათ ცხოვრება ხუთ ბავშვს - ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!
ბავშვები ზრდილობიანები, ჭკვიანები, ლამაზები და მზრუნველები არიან. ელგუჯა რვა წლისაა, მათე შვიდის, ანასტასიას ახლახან ოთხი წელი შეუსრულდა, მარიამს სამი. ნაბოლარა ლილე კი ჯერ მხოლოდ ათი თვისაა.
მათი საკვები ძირითადად მაკარონია, ზოგჯერ კარტოფილსაც მიირთმევენ... ხორცს და რძის პროდუქტს თვეობით ვერ ჭამენ... ტკბილეული და შოკოლადი არც გაუსინჯავთ.
ოქრუაძეების მრავალშვილიანი ოჯახი საჭიროებს პროდუქტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სასკოლო ნივთებს და საწოლებს...
გთხოვთ ყველა გულისხმიერ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდოთ მრავალშვილიან ოჯახს ცხოვრების ამ უმძიმეს პერიოდში! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოქრუაძეების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან
არ დარჩეთ გულგრილი ამ ოჯახის მიმართ, ვინ იცის, იქნებ ეს არაჩვეულებრივი ბავშვები მომავალში ცნობილი ადამიანები გახდნენ და საქართველო ასახელონ - ამაში კი ჩვენი დამსახურებაც იქნება!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|