39-წლიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის
2018 დეკემბერი 19
აი, ასე დაატარებს ხელით დედა თავის შვილს, რომელიც ვერ ხედავს, ვერ დადის, ვერ საუბრობს და ეს ყველაფერი უკვე 39 წელია რაც გრძელდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,240 ₾
(
227 დონორი )
უკვე 39 წელია, რაც ანა სორდია საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, მისი სხეული იმდენადაა დეფორმირებული, რომ ექიმები ვერ ადგენენ - რომელ მხარესაა გული, ფილტვები თუ კუჭი. ანა ვერ ხედავს, პრაქტიკულად არ ესმის, არ შეუძლია საუბარი, ხშირად კომაში ვარდება, პერიოდულად ემართება კრუნჩხვები, ხოლო გულის უკმარისობის ფონზე, ბრონქიალური ასთმის შეტევები მას, უბრალოდ, ახრჩობს… და ასე გრძელდება 39 წელი!
ანას დედამ მთელი თავისი სიცოცხლე შვილს მიუძღვნა, ერთი წუთითაც არ ჰქონია შვება, სულ გამუდმებულად იბრძვის ქალიშვილის სიცოცხლისთვის... ღმერთმა ყველას აშოროს იმ მდგომარეობის გადატანა, რასაც ეს ქალი ახერხებს... როდესაც საკუთარი თვალით უყურებს ქალიშვილის ტანჯვას და მის თითოეულ ამოსუნთქვას „ყარაულობს!“
იგი ოცნებობდა ბედნიერ ცხოვრებაზე, ჯანმრთელ შვილებზე, ლამაზ სახლზე, თუმცა განგებამ მწარე ხვედრი არგუნა.
„თითქოს ვიღაცამ დანა ჩამარტყა - აი, ასეთი შეგრძნება მაქვს, - ამბობს მთვარისა... დავამთავრე საფერშლო, თუმცა ექთნად არასდროს მიმუშავია, ვისთვის უნდა დამეტოვებინა ჩემი შვილი, მას ხომ დილიდან საღამომდე განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ადრე ვართმევდი თავს, მაგრამ ახლა ძალიან მეშინია… პენსიაზე ვარ, ასაკს თავისი გააქვს, მაღალი წნევა დამჩემდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაღელვებს ის, თუ რა ეშველება ჩემს ანას?! ღმერთო, მომეც ძალა, რომ რაც შეიძლება მეტ ხანს ვიყო ჩემი გოგოს გვერდით და ერთად გავუძლოთ ამ ტანჯვას“.
ძალიან მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ შენი შვილი მძიმედ არის ავად და ეს სამუდამო დიაგნოზია. მხოლოდ ქვის გულის ადამიანს შეუძლია გულგრილი დარჩეს ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ.
მეგობრებო, ჩაერთეთ ჩვენს აქციაში და თანადგომა აღმოუჩინეთ ანა სორდიას, შეუმსუბუქოთ მის დედას სნეული ქალიშვილის მოვლა. მოდით, ერთიანი ძალებით შევიძინოთ მათთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები! ეს ჩვენი საახალწლო საჩუქარი იქნება!
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა სორდია). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|