"სიცივისგან გაყინულ ხელებს, ვერც კი ვშლი ხოლმე..."
2019 იანვარი 30
ლიზი სკოლაში დადის, საშინაო დავალებებს საბანში გახვეული წერს. სიცივისგან პატარა თითები ეყინება და წერა უჭირს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,271 ₾
(
93 დონორი )
მაია მარშანია ყოველ დილით გათოშილი ხელებით უმზადებს საჭმელს თავის სამ ულამაზეს პატარა გოგონას, რომლებსაც თვალები სევდით აქვთ სავსე. ისინი დედას იმედით შესციცინებენ, რათა ერთხელ მაინც იგემონ მონატრებული გემრიელი საუზმე.
მაია და საკუთარი სამი შვილი მამამ მიატოვა, დედა ბავშვებს ამას უმალავს და ეუბნება, რომ მამა უცხოეთში სამუშაოდ არის წასული, რომ მათთვის ბევრი კანფეტები ჩამოიტანოს!
ოჯახი ქირით ცხოვრობს. პროდუქტებისა და ტანსაცმლის ფული მათ სამწუხაროდ არ აქვთ. ქმარმა მაიას თავის დროზე სამსახური მიატოვებინა და შემდგომ თვითონაც წავიდა. გოგონები ვერ შეძლებენ სახლში მარტო, დედის ყურადღების გარეშე დარჩენას ამიტომ მაია ვერ მუშაობს.
- როგორ უმკლავდებით პრობლემებს?
- სამსახურს თავი დავანებე. უყურედღებოდ ბავშვებს ვერ დავტოვებდი. ამ ბინაში ვართ შემოკედლებულები, მაგრამ შეხედეთ პირობებს. გამათბობელი არ გვაქს, ბავშვები ხშირად ცივდებიან და წამლები სჭირდებათ, მე ამის საშუალებაც არ მაქვს, ვერ ვყიდულობ.
ოჯახს ძალიან უჭირს. უფროსი ქალიშვილი, ლიზი სკოლაში დადის, საშინაო დავალებებს საბანში გახვეული წერს. სიცივისგან პატარა თითები ეყინება და წერა უჭირს. მათ არ აქვთ ზამთრის ტანსაცმელი. ბავშვები მალე იზრდებიან და ახალი ტანისამოსის შეძენა დედისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.
- მაია, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?
- ტანსაცმელი გვჭირდება ძალიან. უმცროსები უფროსების შელახული ტანსაცმლით დადიან. ლიზისთვის რაღაცეებს ვკერავ ხოლმე ჩემი ტანსაცმლისგან, თუ რამე მაქვს საერთოდ. ძალიან გვიჭირს სარეცხი მანქანისა და გათბობის გარეშე. ხელით რეცხვა ცივ წყალში ნამდვილი ტანჯვაა, სახსრების ტკივლიც კი დამეწყო.
ამ ოჯახს ფაქტობრივად ყველაფერი სჭირდება - ტანსაცმელი, თბილი საბნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქრები. ყველაფრის მიუხედავად მაიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შვილების ბედნიერება და ის ამისთვის გულითადად იბრძვის.
- ვერ გავუმხილე გოგონებს ქმრის სამარცხვინო საქციელი. ბავშვებს ჰგონიათ, რომ მათი მამა უცხოეთში მუშაობს და სულ მათზე ფიქრობს. ყოველ ღამე, ძილის წინ ვიგონებ ხოლმე მისგან მოსული შეტყობინებების შინაარსს და ვუყვები ხოლმე მათ. გახარებულები იძინებენ.
ჩვენ გოგონებსაც გავესაუბრეთ, თუ რაზე ოცნებობდნენ ისინი.
ნინის, ყველაზე მეტად ტკბილეული სურს. თამარს - შოკოლადები ურჩევნია. უფროსი და, ლიზი პლანშეტზე ან ტელეფონზე ოცნებობს. თუმცა ყველაზე მეტად მამაზე ფიქრობენ მამაზე. გოგონები სულ მამაზე საუბრობენ. მათ სჯერათ, რომ მათი მამიკო მალე დაბრუნდება, ჩამოუტანს უამრავ სასუსნავს და საჩუქარს.
მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ ამ ბავშვებს ბედნიერება!
თუ ჩვენ ახლა არ გავუწოდებთ მათ დახმარების ხელს, ისინი იმედსაც დაკარგავენ! ამის დაშვება არ შეიძლება! ბავშვები ჩვენი მომავალია! ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს მარშანიას ოჯახის გაჭშირვებას შეუძლია გადარიცხოს სასურველი თანხა ჩვენი ფონდის ანგარიშზე:
GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარშანიას ოჯახი) ან ჩვენი საიტის მეშვეობით.
ფულის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ტერმინალებით NovaTechnology, TBCpayდა ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ და შემდეგ ჩვენი ფონდი. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus ).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|