მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს!
2019 თებერვალი 4
ლილოს დასახლებაში მდებარე ამ პატარა ნაგებობას სახლსაც ვერ დაარქმევ. ნახევრად ჩამოშლილი კედლები დამტვრეული სახურავით არის გადაფარული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
545 ₾
(
32 დონორი )
ამ ბარაკში ლალი მჭედლიშვილი თავის შვილთან ერთად, 18 წლის წინ დროებით მოათავსეს. მაგრამ, არაფერია იმაზე მუდმივი, ვიდრე ის, რასაც დროებითს ეძახიან. იოსებ მჭედლიშვილი აქ გაიზარდა, დაქორწინდა და ახლა ცოლთან, სამ შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს.
- ლალი, როგორ ცხოვრობთ აქ?
- ვერ აღვწერ, როგორ ვწვალობთ! ტუალეტიც კი არ გვაქვს, არც აბაზანა გვაქვს. ტაშტში ვბანაობთ, წყალსაც შორიდან ვეზიდებით. ვთბებით შეშის ღუმელით, თუმცა სახლში იმდენი ღრიჭოა, რომ სითბო არ ჩერდება. ვერც გადავდივართ სხვაგან, არ გვაქვს ქირის ფული.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ნაგებობა ჯერ კიდევ არსებობს ოცდამეერთე საუკუნის თბილისში – სიცოცხლით სავსე ქალაქში. ექვსი ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრობს - სახლი ქარიან ამინდში ზანზარებს, სახურავი ბინადრებს წვიმისგან არ იცავს, ყველაფერი ნელ-ნელა ინგრევა. მჭედლიშვილების ოჯახი არც კი ნატრობს სხვაგან გადასვლას, ისინი ამ სახლის შეკეთებაზე ოცნებობენ, მაგრამ მათ ამის საშუალება არ აქვთ.
- ლალი, თუ მიმართეთ ვინმეს სახელმწიფო სტრუქტურებში?
- სად არ ვიყავით, არავის არ აინტერესებს ჩვენი გაჭირვება. მე მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს! გაიხედეთ, მეზობელიც კი არ გვყავს. ერთხელ ერთმა კეთილმა კაცმა ორი ბოძი გვაჩუქა, ამით სახურავი გავამყარეთ. მაგრამ ეს ხომ დროებითია, სახლს კაპიტალური გამაგრება სჭირდება. ერთი ოთახი მაინც რომ გაკეთდეს, სადაც ჩვენ ბავშვებთან ერთად მოვთავსდებით.
ოჯახში სამი ბავშვია - 9 წლის გელა, 7 წლის გიორგი, 5 წლის ნინო. ბებია მათ უსაფრთხოებაზე ნერვიულობს.
- ცოტა ხნის წინ გარეთ ძლიერი ქარი იყო, გელას ფიცარი დაეცა თავში. ძლივს გადარჩა ბავშვი. ღმერთმა გადაარჩინა! უფლის წყალობით სერიოზული ტრავმა არ მიიღო.
ბავშვები, ასეთ აუტანელ პირობებშიც კი მაინც ხალისიანები არიან და მომავალზე ოცნებობენ.
- ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?
- ალბათ გაგეცინებათ, მე მინდა პოლიციელი გავხდე. მინდა სამართლიანობაზე ვიზრუნო. ვფიქრობ ძალიან მომიხდება პოლიციელის ფორმა. - გვიპასუხა გელამ.
- მე და ჩემი და კი არ ვიცით რა გვინდა გამოვიდეთ. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ველოსიპედი გვინდა. ართი გვეყოფა, რიგრიგობით ვატარებთ. - თქვა გიორგიმ.
- არა-არა – ჩაერია ლაპარაკში პატარა ნინო, - გადავიფიქრე, მე თოჯინა მინდა და მისთვის ორი ან სამი ლამაზი კაბა. მე მას ნინოს დავარქმევ... მე არ მაქვს ლამაზი კაბები და მას მაინც ჰქონდეს...
მეგობრებო, ჩვენ ყველას შეგვიძლია მჭედლიშვილების ოჯახის დახმარება! მათ ხომ არც ისე ბევრი რამ უნდათ - მხოლოდ მყარი, საიმედო სახლი! ნებისმიერი მხარდაჭერა მათთვის გადამწყვეტი შეიძლება იყოს!
ფინანსური დახმარება მჭედლიშვილების ოჯახს თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მჭედლიშვილების ოჯახი) ან გადაიხადოთ პირდაპირ საიტიდან
ასევე სასურველი თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებით NovaTechnology, TBCpay и ExpressPay. აირჩიეთ „ქველმოქმედება“ შემდეგ ფონდი.. (დამატებითი ინფორმაცია იხილით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|
