უფალი მათ არ მიატოვებს!
2019 თებერვალი 22
რამდენიმე წლის წინ, მამა ავად გახდა. მას I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და, შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
735 ₾
(
23 დონორი )
თევზაძეების მრავალშვილიანი ოჯახი ქრისტიანული წესებით ცხოვრობს. მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული პრობლემისა, ისინი არ მიეცემიან სასოწარკვეთას და სჯერათ, რომ უფალი აუცილებლად მოუვლენს მათ წყალობას!
თევზაძეების ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა: მამა მუშაობდა, დედა უვლიდა ოჯახს, ბავშვები იზრდებოდნენ, დადიოდნენ სკოლასა და ბაგა-ბაღში, არ განიცდიდნენ ტანსაცმლისა თუ საკვების ნაკლებობას.
რამდენიმე წლის წინ, მამა ავად გახდა. მას I ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიანიჭეს და, შესაბამისად, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
6 ბავშვი, რომელთაგან უფროსი 10 წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი 2 წლის, ამჟამად მოკლებულია კალორიულ კვებას, თბილ ტანსაცმელს, სათამაშოებს, ტკბილეულს, ყველაფერ იმას, რაც ასე ახარებს ბავშვის ბუნებას.
„ჩვენ მფარველი ანგელოზი გვიცავს, თორემ მთლად ცუდად წავიდოდა საქმე“, - ამბობს 6 შვილის დედა ზინა თევზაძე, რომელსაც რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
-თუ ეხმარება თქვენს ოჯახს ვინმე?
ზინა: დიახ, გვეხმარებიან. შესანიშნავი მეზობლები გვყავს, რომლებსაც გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი გასაჭირი. მაგალითად, ამასწინათ მათ ორი ოთახი და სამზარეულო თავისი სახსრებით გაგვირემონტეს.
-ხომ არ გვეტყვით მათ გვარებს?
ზინა: არ ვიცი, თანახმა იქნებიან თუ არა... მე მინდა მათ უღრმესი მადლობა ვუთხრა იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ.
-სახელმწიფო თუ გეხმარებათ?
ზინა: გვეძლევა სოციალური დახმარება და მეუღლის პენსია.
- შემთხვევით ვინმესგან ხომ არ გაგიგიათ ასეთი სახის საყვედური: „თუ საშუალება არ გაქვთ, რატომ აჩენთ ამდენ შვილს?“.
-ზინა: ეს ჩემთვის პირადად არავის უთქვამს, თუმცა გამიგია ამგვარი მოსაზრება. იცით, მე ქრისტიანი ადამიანი ვარ და თუ ბავშვი ჩაისახა, მას ვერ მოვკლავ. ეს ძალიან დიდი ცოდვაა ჩემი აზრით. ბავშვები - ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია, დიდი ბედნიერება და დიდი იმედი! მე მინდა ვთქვა, რომ ადრე ჩვენ არ გვიჭირდა, კარგად ვცხოვრობდით. სანამ ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდებოდა, მატერიალური პრობლემები არ გვქონდა.
-თქვენ არ გიცდიათ მუშაობის დაწყება?
ზინა: პროფესიით ბუღალტერი ვარ. რა თქმა უნდა, ვიმუშავებდი ნებისმიერ ადგილზე, მაგრამ ამ ეტაპზე პატარა ბავშვებს ვერ ვტოვებ მარტო. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ უფროსი შვილები მეხმარებიან პატარების მოვლაში. ისინი მამასაც ეხმარებიან სანთლების დამზადებაში. მეუღლე ეკლესიაში მსახურობს.
-შეგიძლიათ, რომ გაგვიმხილოთ თქვენი სანუკვარი ოცნება?
ზინა: რა კარგია ეს კითხვა რომ დამისვით! იქნებ გამოგვეხმაურონ. ვოცნებობ, რომ ვინმემ მიწის პატარა ნაკვეთი გვაჩუქოს ან დროებით გადმოგვცეს... მოვაშენებდი ბოსტანს ან ბაღს, მოვაწყობდი მცირე მეურნეობას. ეს დიდი შვება იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის.... არადა, რამდენი მიტოვებული სახლია სოფლებში?! მზად ვართ წავიდეთ სოფელში, ვიცხოვროთ და მეურნეობას მოვუაროთ.
თევზაძეებთან სტუმრობის დროს ჩვენ ბავშვებსაც გავესაუბრეთ:
-ბავშვებო, რა არაის თქვენი ოცნება?
ილია ( 5 წლის): მე ყველაზე მეტად მინდა ნოუთბუკი, აი ისეთი ჩემს დაიკოს რომ მისცეს სკოლაში...
ბარბარე (10 წლის): მე მინდა გავხდე მხატვარი და ვოცნებობ ახალ ფუნჯზე და საღებავებზე...
ფოტინე (7 წლის): მე კი ვოცნებობ ლამაზ სახლზე!
იოანე (9 წლის): ახალ ჩანთაზე ვოცნებობ და ახალ ფეხსაცმელებზე, ჩემი უკვე დაიხა...
მეგობრებო, თევზაძეების 6-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ამ ბავშვებს უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, თბილ ტანსაცმელს, თეთრეულს და ერთ-ერთი ოთახის გასარემონტებლად აუცილებელ სამშენებლო მასალებს.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თევზაძეების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
კეთილ ადამიანს ქველმოქმედება სიხარულს ანიჭებს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|