„დედა, გეხვეწები არ მიმატოვო!“
2019 მარტი 6
«როდესაც სკოლიდან ვბრუნდები და ქუჩაში „სასწრაფოს“ სირენის ხმა მესმის, ისე მგონია, რომ დედაჩემი კვლავ ცუდად გახდა და შეიძლება ცოცხალი არ დამხვდეს...“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,577 ₾
(
143 დონორი )
«როდესაც სკოლიდან ვბრუნდები და ქუჩაში „სასწრაფოს“ სირენის ხმა მესმის, ისე მგონია, რომ დედაჩემი კვლავ ცუდად გახდა და შეიძლება ცოცხალი არ დამხვდეს...“.
ეს სიტყვები 11 წლის რამაზს ეკუთვნის, რომელსაც დედის მეტი ამ ქვეყნად არავინ ჰყავს და ამიტომაც ძლიერ განიცდის მის სავალალო მდგომარეობას.
მაია კანაშვილი დიდ და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა, თუმცა ბედის უკუღმართობის გამო მისი ცხოვრება დაღმავალი გზით წარიმართა. დღეს 46 წლის მაია და მისი 11 წლის შვილი II ჯგუფის ინვალიდები არიან. ისინი ცხოვრობენ ბარაკის ტიპის შენობაში, სადაც აუტანელი პირობებია. მათ სანახევროდ შიათ, არ აქვთ თბილი ტანსაცმელი, ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, ეშინიათ ხვალინდელი დღის დადგომის.
საქმე ის არის, რომ მაიას ხშირად ემართება ასთმური შეტევები. ხანდახან იგი დღეში ორჯერ ან სამჯერ იძახებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას. ქალს სული ეხუთება, აუტყდება ქოშინი, არ ჰყოფნის ჰაერი, ეზოში გარბის და მომატებული არტერიული წნევის შედეგად მიწას ენარცხება. პატარა რამაზი უყურებს ასეთ სცენებს, ტირის და ნერვიულობის ნიადაგზე ისიც ცუდად ხდება. დედა-შვილი ასეთ მდგომარეობაში „სასწრაფოს“ მოსვლამდე იმყოფება. მადლობა ღმერთს, რომ „სასწრაფო დახმარება“ ჩვენს ქვეყანაში უფასოა!
ჩვენ მოვინახულეთ მაია კანაშვილი და ვთხოვეთ ესაუბრა მისი ოჯახის პრობლემების შესახებ:
-მაია, ამჟამად როგორაა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
მაია: ამ მომენტში, როგორც ხედავთ, სუნთქვა არ მიჭირს, მაგრამ რა იქნება ხვალ? სულ შიშში ვარ. ქრონიკული ასთმის გარდა მაწუხებს შაქრის დიაბეტი და გულის უკმარისობა. ჩემს შვილსაც ასთმა აწუხებს. მადლობა ღმერთს, მას ჩემსავით ძლიერი შეტევები არ აქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, რამაზსაც ქრონიკული ასთმა განუვითარდება.
-რამ გამოიწვია ეს დაავადებები?
მაია: ნერვიულობამ, მოუწყობელმა ცხოვრებამ, გამუდმებულმა შიშმა, საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა. ძალიან განვიცდი რამაზის მდგომარეობას, რადგან ბავშვი უზომოდ ნერვიულობს და სკოლაში წასვლის წინ მეუბნება: „დედა, გეხვეწები არ მიმატოვო!“. მე რომ რამე დამემართოს, ჩემს შვილს რა ეშველება? ვინ მიხედავს? ვინ მოუვლის? ვინ გაუწვდის ლუკმაპურს? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს და გული მიკვდება...
- მაია, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
მაია: მეუღლესთან არ მქონდა ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული. როდესაც გაიგო, რომ ორსულად ვიყავი, სახლიდან გამაგდო და მას მერე არ მქონია მასთან კონტაქტი. დღემდე ვერ გამიგია თუ რატომ არ მიმიღო დედამ ან ნათესავებმა. მამაჩემი 19 წლის წინ გარდაიცვალა და ის რომ ყოფილიყო ცოცხალი, ჩემი ბედი სხვანაირად წარიმართებოდა.
- სად წადით მას შემდეგ, რაც ქმარმა გაგადოთ სახლიდან?
მაია: ბინას ვქირაობდი და დამლაგებლად ვმუშაობდი. რამაზის დაბადების შემდეგ ვერ გადავიხადე ქირის ფული და აღმოვჩნდი ქუჩაში შვილთან ერთად. ხშირად პარკში ვათენებდით ღამეს...
-ეს რა შენობაა სადავ ცხოვრობთ?
მაია: ეს 6 კვ. მეტრის საცხოვრებელი ნაცნობებმა დამითმეს დროებით. საშინელი პირობები და სივიწროვეა აქ, მაგრამ ვინ ჩივის? ქუჩაში ღამის თენებას ხომ სჯობს?!
-დახმარებისთვის ვის მიმართეთ?
მაია: მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ვწერ ყოველ წელს განცხადებას ბინის მიღების თაობაზე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წელიწადში ორჯერ გამგეობა მაძლევს წამლების საყიდელ თანხას. ჯერ 150 ლარი იყო, ახლა 100 ლარი გახადეს.
-რით ირჩენთ თავს?
მაია: სოციალური დახმარება და პენსია - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფული წამლებზე გვეხარჯება, საჭმლისთვის ძალიან ცოტა გვრჩება, ამას ემატება ელექტროენერგიის გადასახადი, სადღაც 50 ლარი თვეში. ელექტროღუმელი რომ არ ჩავრთო ზამთარში, გავიყინებით. ერთი თვის წინ საბანი დამეწვა. ვრეცხავდი ეზოში და ვხედავ კარებიდან კვამლი გამოდის. თურმე ბავშვს ჩაეძინა, საბანი ჩამოცურდა და ელექტროღუმელს გადაეფარა... მადლობა ღმერთს, გადავრჩი.
-მაია, გაქვთ სანუკვარი ოცნება?
მაია: ჩემი ოცნება ის არის, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი იყოს და არ იშიმშილოს, ისწავლოს და კარგი ადამიანი დადგეს... თუმცა მაქვს კიდევ ერთი ოცნება. ხედავთ კედელზე ფანდური რომ ჰკიდია? ეს სათამაშოა. მე კი ნამდვილზე ვოცნებობ. ჩემს ბავშვობას გამახსენებს, უდარდელ დღეებს და როდესაც ძალიან გამიჭირდება, დავუკრავ და ვიმღერებ, ეს დამეხმარება, რომ სასოწარკვეთას არ მივეცე? მე ხომ შვილს უნდა მოვუარო?!
-რამაზ, შენ რაზე ოცნებობ?
რამაზი (11 წლის): სახლზე.... მინდა რომ თბილი სახლი მქონდეს და დედიკო არ იყოს ავად.
-რომელ კლასში დადიხარ?
რამაზი: მე-6 კლასში ვარ. მიყვარს ტექნიკური საგნები. ვოცნებობ „ნოუთბუკზე“.
-ტანსაცმელს ვინ ყიდულობს შენთვის?
რამაზი: არავინ, დედა ნახულობს ან უცხო ადამიანები გვაძლევენ...
მეგობრებო, აი ასეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ეს ოჯახი. 2 წლის წინ, მათ დასახმარებლად ჩვენ გამოვაცხადეთ საქველმოქმედო აქცია. შემოწირული თანხით ჩვენ დედა-შვილს შევუძინეთ საწოლი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები. ახლა ისინი კვლავ თქვენს დახმარებას საჭიროებენ. განსაკუთრებით მათ წამლების ფული ესაჭიროებათ. შემოუერთდით ჩვენს ახალ საქველმოქმედო აქციას და გაუწოდეთ მაიას და მის ბიჭუნას დახმარების ხელი.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მაია კანაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
გახსოვდეთ, ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|


