7 ბავშვი სასწაულის მოლოდინში!
2019 მარტი 30
მათ არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას, ხშირად ავადმყოფობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,082 ₾
(
51 დონორი )
ტორუების ოჯახში 7 ბავშვი იზრდება! მეგობრებო, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს, ამ პატარა ანგელოზების მოწყენილ სახეებს და ნაღვლიან თვალებს. განგებამ მათ მძიმე ბავშვობა არგუნა და ნორმალური ცხოვრების პერსპექტივა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ახლა ტორუების მრავალშვილიან ოჯახს საზოგადოების თანადგომა სჭირდება და სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ მათ ამასწინათ. ჩვენ მეტად დამთრგუნველი სურათი დაგვხვდა: ოთახში ბნელა, კედლები ობით არის დაფარული, დგას კანალიზაციის სუნი, ხოლო ბეტონის იატაკზე პატარა ბავშვები დარბიან, ზოგი ფეხშიშველი...
მათ არასდროს უცხოვრიათ თბილ და მყუდრო სახლში, არ გააჩნიათ ახალი ტანსაცმელი, ვერ იღებენ კალორიულ კვებას, ხშირად ავადმყოფობენ.
როდესაც ჩვენ ვწერთ მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ზოგი ვაი-კომენტატორი არ იშურებს „პრეტენზიებს“ მათ მიმართ. „თუ არ გაქვთ მატერიალური საშუალება, რატომ აჩენთ შვილებსო“,- წერენ ისინი. ჩვენ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვიზიარებთ და ვთვლით, რომ ასეთი საუბარი არ არის ჰუმანური და ღვთის ნებას ეჭვის ქვეშ აყენებს. ბიბლიის თანახმად, უფალმა ხალხს უთხრა: “ინაყოფიერეთ, და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას!“.
ჩვენი ამოცანა ის არის, რომ დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვაში, გავიღოთ მოწყალება და ვაკეთოთ სიკეთე! მნიშვნელოვანია, ახლოდან დავინახოთ ქრისტე, ხოლო თუ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარე სჭირდება, ჩვენ ვერ ვხედავთ ღმერთს!
ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ 7 შვილის დედას გურანდა ტორუას:
-როგორ უმკლავდებით მარტო ბავშვების მოვლას?
გურანდა: ღმერთის წყალობით, კეთილი ადამიანების დახმარებით, თუმცა არ ვიცი რა იქნება ხვალ...
-საიდან ხართ წარმოშობით და როდის შექმენით ოჯახი?
გურანდა: მე აფხაზეთიდან დევნილი ვარ. მშობლიური კუთხე დავტოვე 1993 წელს. მაშინ 12 წლის ვიყავი. 20 წლის ასაკში გავთხოვდი, შეგვეძინა 4 შვილი, მეუღლე მუშაობდა, მე ვზრდიდი ბავშვებს.... მოგვიანებით, ქმარი წავიდა რუსეთში სამუშაოდ და მას მერე არ გამოჩენილა. მერე მითხრეს, რომ მიგვატოვა.
-მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, არა?
გურანდა: დიახ, სამწუხაროდ... თუმცა მეორე ქმარი ხანდახან ჩამოდის კახეთიდან და ბავშვებს მოინახულებს ხოლმე... მატერიალურად ვერ გვეხმარება, რადგან უმუშევარია...
-ვინ გეხმარებათ? მიმართეთ თუ არა დახმარებისთვის ხელისუფლებას ან დეპუტატებს?
გურანდა: მოხუცი დედაჩემი მეხმარება, მეხმარებიან მეზობლები, ზოგი საჭმელს შემოგვიტანს, ზოგიც ტანსაცმელს... ერთმა კეთილმა ადამიანმა ტელევიზორი გვაჩუქა...მერიამ წელსაც შეშა გამოგვიყო. რამდენჯერმე დავწერე განცხადება დევნილთა სამინისტროში საცხოვრებლის რემონტის თაობაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოდ.
- რატომ არ მიმართავთ დახმარებისთვის დეპუტატებს? მათ შეუძლიათ შუამდგომლობა გაგიწიონ. თქვენ მიმართეთ და თუ უარით გამოგისტუმრეს, ჩვენ დავწერთ ამის შესახებ. ჩვენ ნახევარ მილონზე მეტი მკითხველი გვყავს. გაგიგიათ ამის თაობაზე?
გურანდა: რა თქმა უნდა. მე ვლოცულობ თქვენს ფონდზე. შარშან სწორედ თქვენი ფონდის დახმარებით კეთილმა ადამიანებმა გამომიწოდეს დახმარების ხელი. დალოცვილი ყოფილიყავით!
-ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
გურანდა: ადრე აქ ფინანსთა სამინისტროს აგარაკი იყო, სადაც 1994 წელს აფხაზეთიდან დევნილები შეასახლეს. 8 სული ვცხოვრობთ ამ ოთახში, რომლის ფართი 47 კვ. მეტრია. ვცხოვრობთ სოციალური შემწეობის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარების წყალობით. თანხა იხარჯება საკვებზე და მედიკამენტებზე, სხვა რამისთვის არაფერი მრჩება.
-ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ?
გურანდა: დავიწყებ იქიდან, რომ ანანოს თვალის ოპერაცია სჭირდება, 3 წლის ანდრიას კი წითელა სჭირს. ჩვენთან ასეა: ერთი თუ ავად გახდა, მერე ყველა „დავირუსდება“.
- 7 შვილის დედის ოცნება რა არის?
გურანდა: შვილების ბედნიერება. ჩემი ოცნებაა, რომ მქონდეს მყუდრო სახლი, რომ ბავშვებს შევუქმნა ნორმალური პირობები.
ჩვენ შეკითხვებით ბავშვებსაც მივმართეთ.
-ბავშვებო, აბა მითხარით, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობთ?
გურამი: მე ვოცნებობ ნოუთბუქზე და კიდევ ქურთუკზე, რადგან არ მაქვს და წვიმის დროს სკოლაში ვერ დავდივარ.
ბარბარე: მე ვოცნებობ ლამაზ სახლზე, სადაც მეგობრებს მოვიწვევ... კიდევ ვოცნებობ ლამაზ კაბაზე.
გოგი: ძალიან მინდა „ჰოვერბორდი“ - ეს არის ჩემი უპირველესი ოცნება.
ანანო: მე მობილური ტელეფონი მინდა, რომ სკოლიდან დედიკოს დავურეკო და პატარა ძამიკოები მოვიკითხო.
ანამარია: მე კი თოჯინა მინდა. საბავშვო ბაღში არის, მაგრამ მე მინდა რომ სახლში მყავდეს კიდევ ერთი პატარა „დაიკო“.
მეგობრებო, ტორუების შვიდ-შვილიანი ოჯახი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. მოდით გავუწოდოთ ამ ოჯახს დახმარების ხელი! ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი განვითარების პერსპექტივა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. ჩვენ შეგვიძლია შევუქმნათ მათ მომავლის პლაცდარმი. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მათ ყურადღების გარეშე! გფარავდეთ უფალი!
ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს.
მათვის, ვისაც სურს დახმარება, მაგრამ ვერ იცლის ამ ოჯახის მოსანახულებლად, ვაქვეყნებთ ჩვენი ფონდის ანგარიშს: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტორუების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|