უბედური შემთხვევის მსხვერპლი
2019 აპრილი 7
საგზაო შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ ერთი - 18 წლის ლევან სოგომონოვი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
693 ₾
(
65 დონორი )
ეს ტრაგედია 2004 წლის ნოემბერში მოხდა. მიკროავტობუსი, რომელიც დასავლეთ საქართველოდან მოემართებოდა, საშინელ ავარიაში მოყვა. საგზაო შემთხვევას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადარჩა მხოლოდ ერთი - 18 წლის ლევან სოგომონოვი.
იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი კლინიკაში, სადაც ექიმები დიდხანს იბრძოდნენ ყმაწვილის სიცოცხლისთვის.
ლევანს რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ექვსთვიანი „ბრძოლის“ შედეგად“ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მან თვალები გაახილა, სუნთქვა ჩვეულ რიტმში ჩადგა, ხოლო გულისცემის სიხშირე ნორმაში მოვიდა. უკვე ცხადი გახდა, რომ უფლის წყალობით ლევანი გადარჩა.
მას შემდეგ 15 წელი გავიდა. ფოტოზე თქვენ ხედავთ თუ როგორ გამოიყურება ლევანი დღეს. იგი ეტლს არის მიჯაჭვული, ფეხები პარალიზებული აქვს, მახსოვრობა სრულიად დაკარგა, ვერ საუბრობს, ჩადგმული აქვს სასუნთქი მილი, უჭირს ყლაპვა, ხშირად ემართება კრუნჩხვები, ხოლო მისი პირის ღრუ საშინელ მდგომარეობაშია.
ჩვენ ვესაუბრეთ ლევანის დედას და ვთხოვეთ მოეყოლა შვილის პრობლემების შესახებ:
-ალბათ ძნელი გადასატანი იყო ეს ტრაგედი, არა?
ოლგა: რომ გავიგე ავტოავარიის შესახებ, ცუდად გავხდი. გონს რომ მოვედი, გავიფიქრე - ახლა არ არის გულის წავლის და ვაი-ვიშის დრო, შვილს მიხედვა სჭირდება, მოვიკრიბე მთელი ძალები და როგორც ხედავთ, უფლის წყალობით ჩემი შვილი ცოცხალია.
-თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
ოლგა: ჩემი მეუღლე 1995 წელს გარდაიცვალა.
-ვინ გეხმარებოდათ ლევანის მკურნალობაში?
ოლგა: ძალიან დამეხმარა მთავრობა. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი. 26 ათასი ლარი გადაირიცხა ლევანის სამკურნალოდ. ცალკე ქალბატონი სანდრა რულოვსი მეხმარებოდა. მოკლედ, მე ვერასდროს დავივიწყებ ამ ამაგს. ჩემი შვილი ფაქტიურად „იმ ქვეყნიდან“ დააბრუნეს. მერე გავყიდე სამოთახიანი ბინა და ამ ბარაკში გადმოვედით საცხოვრებლად, თანხა კი ლევანის შემდგომ მკურნალობას მოხმარდა.
-დღევანდელი ხელისუფლება გეხმარებათ?
ოლგა: ამ საცხოვრებელში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჭერი ჩამოინგრა. მივმართე მერიას, გამოაგზავნეს მუშები და გაარემონტეს ოთახი. ჯანდაცვის სამინისტრო წელიწადში სამჯერ გამოყოფს თანხას მედიკამენტების შესასყიდად.
-როგორია თქვენი შემოსავალი?
ოლგა: ლევანის პენსია და სოციალური შემწეობა - ეს არის ჩვენი შემოსავალი. ვცხოვრობთ ღარიბულად, რის ვაივაგლახით გაგვაქვს თავი. ყველაზე მეტად ახლა მაღელვებს ლევანის პირის ღრუს მდგომარეობა. მას ღრძილების ლორწოვანი გარსის ანთება აქვს და ერთი კბილიც კი არ არის მთელი. არანაირი საშუალება არ მაქვს, რომ ვუმკურნალო, არადა დაავადება მწვავდება და სავალალო შედეგს გამოიღებს.
-დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას, დეპუტატებს...?
ოლგა: არა, არ მიმიმართავს. შეიძლება?
- რა თქმა უნდა, მიმართეთ თქვენი რაიონის დეპუტატს, რომ გიშუამდგომლოს შესაბამისი უწყებების წინაშე. ჩერნოვეცკის ფონდის დახმარებით კმაყოფილი ხართ?
ოლგა: ლევანი ფონდის „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე დგას. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყურადღებისთვის და დახმარებისთვის, რასაც ფონდი გვიწევს. ჩემს ბიჭს უზომოდ უხარია ფონდის ექიმის და ექთნის მოსვლა, კარგ ხასიათზე დგება და იღიმის...
-ამჟამად რამდენი წლისაა ლევანი?
ოლგა: ახლა იგი 33 წლის არის, მაგრამ არაფერი ახსოვს. ავტოავარიის დროს დაკარგა მახსოვრობა. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა, ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსზე იყო... მე ვოცნებობ, რომ ლევანმა გაიაროს დამოუკიდებლად. ახლა ეტლიდან წამოდგომა შეუძლია რამდენიმე წამით, თუმცა სწრაფად იღლება და ისევ ეტლში ეშვება...
მეგობრებო, ლევან სოგომონოვი დახმარებას საჭიროებს. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ მას უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
ეს ყმაწვილი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სპეციალურ კვებას.
ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლევან სოგომონოვი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
აკეთეთ კეთილი საქმეები, რამეთუ სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს!
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|