„ღმერთო, მომეცი ძალა, რომ გამოვკვებო შვილები!“
2019 მაისი 4
ამ ბავშვებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში უხდებათ ცხოვრება. ისინი ვერ იღებენ კალორიულ საკვებს, არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, ხშირად ავადმყოფობენ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,549 ₾
(
225 დონორი )
ჩითინაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში სახლობს, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახის მამა ვერადავერ შოულობს სამსახურს, დედა კი - უკვე ლამისაა სასოწარკვეთას მიეცეს, რამეთუ მისი შვილების ნორმალურ განვითარებას დიდი საფრთხე ემუქრება.
ჩვენ ვესაუბრეთ თამთა ჩითინაშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი ოჯახის პრობლემები:
-თამთა, რა წარმოადგენს სადღეისოდ თქვენი ოჯახის მთავარ პრობლემას?
თამთა: მეუღლემ ვერ იშოვა სამსახური. მზად არის იმუშაოს მშენებლობაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას. სადაც არ იყო, ყველგან უარით გამოისტუმრეს. შესაბამისად სოციალური შემწეობის გარდა, არა გვაქვს არანაირი შემოსავალი და გვიჭირს. ღარიბულად ვცხოვრობთ, არა გვაქვს ნორმალური საკვები, ტანსაცმელი, ვერ ვარემონტებთ სახლს...
-როგორია თქვენი შვილების ყოველდღიური კვების რაციონი?
თამთა: ლობიო, მწვანილი, პური, წყალწყალა სუპი...2015 წელს მოგვიხსნეს სოციალური შემწეობა. მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მოხდა დახმარების აღდგენა. ძალიან გაგვიჭირდა ეს 6 თვე. მადლობა ღმერთს, ჯერ-ჯერობით ვუძლებთ, თუმცა რა იქნება ხვალ, არ ვიცი....
-სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთრებაა?
თამთა: ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია. დანგრევამდეა უკვე მისული. ოთახები საკმაოდ დიდია, მაგრამ ზამთარში ვერ ვათბიობთ და ზაფხულში კედლები ნესტით იფარება. ავეჯი ძალიან ძველია და პრაქტიკულად გამოუსადეგარი.
-ვინმეს მიმართეთ დახმარებისტვის?
თამთა: აბა ვის უნდა მივმართო? მთელ სოფელს უჭირს... დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დახმარება აღგვითქვით.
-მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით?
თამთა: დიახ. ადგილობრივი ეკლესიის მრევლი ვარ და შვილებს ეკლესიურად ვზრდი. სახლში ხშირად ვლოცულობ, დაწოლის წინ კი უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა შვილების გამოსაკვებად.
-დღეს ზოგიერთები აკრიტიკებენ იმ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?
თამთა: არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და კრიტიკას არ ვღებულობ. ბაშვები - ეს არის სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა. როდესაც მეოთხე ბავშვზე ვიყავი ორსულად, მინდოდა „მოშორება“, მაგრამ მამაომ მითხრა -შეგიძლია, რომ მოკლა რომელიმე შენი შვილი? არა, არ შეგიძლია! ამიტომ რახან ხარ ორსულად, მეოთხე შვილიც უნდა გააჩინოო...
-რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნებ?
თამთა: შვილების ბედნიერება. მინდა, რომ გადავლახოთ ეს მძიმე პერიოდი და ვევედრები უფალს მოგვცეს ამის ძალა!
-ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვები, თქვენი ოცნებების შესახებ მიამბეთ
ნიკა (13 წლის) - მე ვოცნებობ ველოსიპედზე და წიგნებზე. , ძალიან მიყვარს გეოგრაფიის საგანი, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია ვინ უნდა გამოვიდე...
დიმიტრი (9 წლის): მე პიანინოზე ვოცნებობ...
მარიამი (6 წლის): მე ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და სათამაშოებზე...
მეგობრებო, ჩითინაშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!
მისამართი: სიღნაღის რაიონი, სოფელი საქობო, ტელ.: 571047030. ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩითინაშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|




