36 წელი „სხვა რეალობაში“
2019 მაისი 15
სოფიო ნერვული სისტემის დაავადებით დაიბადა და მას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს მინიჭებული.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
837 ₾
(
63 დონორი )
უკვე 36 წელია, რაც სოფიო კვირტია „ჩვენს რეალობაში არ ცხოვრობს“. არავინ იცის, როგორ აღიქვამს იგი სხვა ადამიანებს, რას გრძნობს და რა აწუხებს. სოფიო ნერვული სისტემის დაავადებით დაიბადა და მას პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი აქვს მინიჭებული.
სანამ მამა ცოცხალი იყო, მშობლები უმკლავდებოდნენ შვილის მოვლას, თუმცა ოჯახის უფროსის გარდაცვალების შემდეგ, სიტუაცია გართულდა. მანანა - სოფიოს დედა, დარჩა მარტო. იგი ცდილობს არ მოაკლოს ქალიშვილს ყურადღება, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსახსრობა არ აძლევს ამის სათანადო საშუალებას.
სოფიოს ქცევა უფრო და უფრო უწონასწორო ხდება და ერთ დღესაც შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს, ამიტომ მას გამუდმებით სჭირდება თვალყურის დევნა! ზოგჯერ ღამით ყვირილით გარბის გარეთ, ხშირად ტკივილისგან ისტერიკაში ვარდება, თუმცა რა აწუხებს, ამის თქმა არ შეუძლია.
დედა-შვილი შეჭირვებულად ცხოვრობენ ერთ პატარა სახლში, სადაც უვარგისი ავეჯი დგას. პენსია და სოციალური დახმარება ძირითადად სოფიოს მედიკამენტებზე იხარჯება. ქალბატონი მანანა ვარიკოზული ვენების გაფართოებით არის დაავადებული, მაგრამ წამლების შესაძენი თანხა არ გააჩნია, არადა მისი მდგომარეობაც სავალალოა. მას ცალი ფეხი მთლიანად აქვს გაშავებული და კოჭლობით დადის.
ჩვენ გავესაუბრეთ ქალბატონ მანანას, რომელმაც გაგვიზიარა თავისი გულისტკივილი:
-როგორ უმკლავდებით მარტო სოფიოს მოვლას?
მანანა: უფლის ნებით! სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ვინაწილებდით საქმეებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მთელი სიმძიმე მე დამაწვა. არ ვწუწუნებ, თუმცა უკვე მართლა მეშინია ხვალინდელი დღის.
- რას გულისხმობთ?
მანანა: სოფიო ვერ ლაპარაკობს, ვერ მიხსნის რა აწუხებს. ვერ ისვენებს და სულ გარეთ გასვლას ითხოვს. მთელი დღე ვადევნებ თვალყურს, რომ რამე არ დაიშავოს, ღამით კი ვყარაულობ. ჩემი ავადმყოფობის გადამკიდე, ჯანმრთელობა საერთოდ აღარ მივარგა და დღითიდღე უარესდება. მე თუ ვეღარ შევძლებ სოფიოს მოვლას, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად წავა, რადგან მომვლელი არავინ გვეყოლება.
¬ - ვინმე გეხმარებათ?
მანანა: ჩვენს სოფელში ყველა გაჭირვებულია, მაგრამ რით შეუძლიათ, მეზობლები მეხმარებიან. მათ ზოგჯერ საჭმელი მოაქვთ, ზოგჯერ კი წყალი...
- წყლის პრობლემაც გაქვთ?
მანანა: მთელს სოფელს აქვს წყლის პრობლემა. წყალგაყვანილობა არ გვაქვს. ჭით ვსარგებლობთ. ზაფხულში წყალი ჭაში ხშირად შრება, ამიტომ რაიონის ცენტრიდან უწევს ხალხს წყლის მოტანა. მეზობლებს ჩემთვისაც მოაქვთ ხოლმე 1-2 ბოთლი დასალევი წყალი, სარეცხს კი წვიმის წყლით ვრეცხავ...
-ადგილობრივი ¬სახელმწიფო უწყებები თუ გეხმარებიან?
მანანა: წელიწადში ორჯერ მერია წამლებს მცირე თანხით გვიფინანსებს. სოფიოს შეტევის დროს სოფლის ექიმს უფასოდ ვიძახებთ. აგრეთვე, მერია ყოველწლიურად 150 ლარს გამოგვიყოფს ხოლმე შეშისთვის.
- რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალს?
მანანა: სოციალური დახმარება 100 ლარი და შვილის პენსია 200 ლარი. თანხის ნახევარი საფენებზე მიდის, უწყლობის გამო ხშირად გვიწევს ცვლა. საკვებზე მხოლოდ 100 ლარამდე გვრჩება, რითაც ელემენტარულ პროდუქტებს ვყიდულობთ: პურს, ლობიოს, ათასში ერთხელ ზეთს...
- მანანა, როგორც ჩანს მორწმუნე ქალბატონი ბრძანდებით, არა?
მანანა: 57 წლის ვარ. აქედან 36 წელი უფალს შევთხოვ, რომ მომცეს ძალა, რათა გავუძლო ფიზიკურ და სულიერ ტკივილს. ვლოცულობ ჩემს შვილზე და ყველა ავადმყოფ, გაჭირვებულ ადამიანზე.
- რაზე ოცნებობთ?
მანანა: ცერებრული დამბლა, რითაც არის დაავადებული ჩემი შვილი, განუკურნებელი სენია. ძალიან განვიცდი ჩემს უძლურებას. უკვე აღარ ვოცნებობ შვილის განკურნებაზე. ვიცი, რომ ეს შეუძლებელია. მე მხოლოდ გამძლეობას ვთხოვ ღმერთს და მჯერა, რომ უფალი მოგვივლენს კეთილ ადამიანებს, რომლებიც დახმარების ხელს გაგვიწოდებენ. .
მეგობრებო, შევიდეთ ამ ადამიანების მდგომარეობაში. დაეხმარეთ მათ! ჩვენ ერთად გვაქვს იმის საშუალება, რომ მათი არსებობა ცხოვრებად ვაქციოთ! ნუ გადადებთ კეთილ საქმეს ხვალისთვის!
სოფიო კვირტია საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საკვებ პროდუქტებს, საოჯახო ნივთებს.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი, გაუწიოთ დახმარება და მისცეთ იმედი. მისამართი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი კირცხი, ტელ.: 568014124.
თუ გაქვთ დახმარების სურვილი, მაგრამ არ გაქვთ დრო, რომ მოინახულოთ სოფიო კვირტია, თანხა შეგიძლია ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სოფიო კვირტია).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ru/about/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
მსგავსი პროექტები:
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ხალგაზრდა ქალის სხეული იხრწნება და მატლები ეხვევა. ქართულ-უკრაინული ოჯახის დრამა, რომელიც ცხარე ცრემლებით აგატირებთ
ეს საბრალო ქალი, ასე არაადამიანური ტკივილის დაძლევით გადაადგილდება საპიფარეშოში გასასვლელად ან მოხუც დედას რომ მიეხმაროს! საშინელებაა! მოსიყვარულე მოხუცი დედა კი, რომელიც თავადაც...
შეგროვებულია
6,486.21 ₾
დაეხმარა
398
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს - 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს...
შეგროვებულია
21,881.71 ₾
დაეხმარა
1,377
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!
ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის...
შეგროვებულია
9,032.92 ₾
დაეხმარა
501
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!
მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო...
შეგროვებულია
8,452.8 ₾
დაეხმარა
511
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ფეხქვეშ გამთელა ხარმა, ჰაერში მათამაშებდა ნაჭრის თოჯინასავით, სანამ არ დავკარგე გონება... ყველაზე საშინელი ჭრილობა კი ჩემს საყვარელ ოჯახს მიაყენა იმ პირუტყვმა!
ალექსი ტკივილით იხსენებს იმ ავბედით დღეს, როდესაც სასწაულით გადარჩა ცოცხალი. უფლის წყალობაა, მისი შვილი გიორგი რომ არ დაობლდა, რომ არ დაქვრივდა მეუღლე ქეთევანი. ღმერთო! ბეწვის...
შეგროვებულია
23,924.03 ₾
დაეხმარა
1,149
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!
38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები...
შეგროვებულია
17,304.53 ₾
დაეხმარა
1,325
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო...
შეგროვებულია
8,008.53 ₾
დაეხმარა
566
ავადმყოფი ზრდასრულები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!
ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი...
შეგროვებულია
10,376.75 ₾
დაეხმარა
856
|
|