5 ბავშვი თავშესაფარში!
2019 მაისი 17
ფეიქრიშვილების ხუთ-შვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
256 ₾
(
25 დონორი )
ფეიქრიშვილების ხუთ-შვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს. ეს პატარები მოკლებულნი არიან განვითარების ნორმალურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ, დადიან ძველმანებში, ხოლო მათი მომავალი, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!
ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვების დედას - ლალი ფეიქრიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა ოჯახის პრობლემები:
-როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი თავშესაფარში?
ლალი: ეს საპატრიარქოს თავშესაფარია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ ვართ! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში შევქმენით, მაგრამ მოგვიანებით დედამთილი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. დავრჩით ქუჩაში. ჩამოვედით თბილისში და საცხოვრებელი ვიქირავეთ, შემდეგ კი თავშესაფარში დავიდეთ ბინა. მადლობელი ვართ საპატრიარქოსი!
-დიდი ხანია, რაც მატერიალურად გიჭირთ?
ლალი: იცით, დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, მაგრამ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ცხოველთა თავშესაფარში, პურის ფული გვქონდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსური კრიზისი დაიწყო, ჩვენ შეკვეცაში მოვყევით.
- ახლა სად არის თქვენი მეუღლე?
ლალი: ჩემი ქმარი უმუშევარია. ახლა სამუშაოს საძებნელად არის წასული. ღმერთმა ქნას, რომ რაღაც გამოჩნდეს, თუნდაც ერთჯერადი. ჩვენთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ყველაზე უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც ავადმყოფობს.
-რა აწუხებს?
ლალი: ანემია სჭირს. გამოკვლევაზე დამყავს სამ თვეში ერთხელ. ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის 50 ლარს გამოყოფს, დანარჩენ თანხას მე ვამატებ.
-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალ?
ლალი: სოციალური შემწეობა. ფული, ძირითადად, საჭმელზე და მედიკამენტებზე გვეხარჯება. მერიის უფასო სასადილო ტერიტორიულად შორსაა, ვერ დავდივართ, ტრანსპორტის ფული არ გვაქვს...
-დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ?
ლალი: არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ სახურავი გააკეთოს და გაზი შემოიყვანოს შენობაში, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, რომ რახან შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ჩვენს ბალანსზე არ არისო. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქციეთ ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით.
-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახისთვის გადაუდებელ საჭიროებას?
ლალი: სახურავის შეკეთება, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის ჭერიდან. ამის გამო ნესტის სუნი დგას, ზამთარში ცივა, ხოლო ზაფხულში - საშინლად ცხელა. აგრეთვე, საკვები პროდუქტები გვესაჭიროება, საბავშვო ტანსაცმელი, მედიკამენტები... არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი...
-ლალი, რაზე ოცნებობთ?
ლალი: ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ და მომავლის იმედს გვაჩუქებენ!
-ახლა ბავშვებს გავესაუბრები. ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?
ნონა(12 წლის): მე ვოცნებობ, რომ მსახიობი გამოვიდე. ძალიან მიყვარს ქართული ლიტერატურა და ვცდილობ კარგად ვისწავლო.
ლუკა (10 წლის): მე ველოსიპედზე ვოცნებობ.
ჯამბულატი ( 9 წლის): მე მიყვარს ინგლისური ენა და მინდა გამოვიდე პოლიტიკოსი. კიდევ ვოცნებობ ახალ ფეხსაცმელზე, რადგან ძველი უკვე დაიხა.
შალვა (7წლის): მე მინდა გამოვიდე ნაყინის გამყიდველი. ძალიან მიყვარს ნაყინი, მაგრამ დედიკო მეუბნება, რომ მისი საყიდელი ფული არ აქვს...
მეგობრებო, ფეიქრიშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი!
მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 25, საპატრიარქოს თავშესაფარო, ტელ.: 591948894.
ჩვენი ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფეიქრიშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|

