მრავალშვილიანი ოჯახი შიმშილის ზღვარზე!
2019 მაისი 24
განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პიროებში ცხოვრობენ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
347 ₾
(
20 დონორი )
განგებამ ამ ბავშვებს მძიმე ხვედრი არგუნა. ისინი შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან და გაუსაძლის პიროებში ცხოვრობენ. მამამ ისინი მიატოვა, თუმცა დედა ძალღონეს არ იშურებს, რომ პატარებს არ მოაკლდეს საკვები და ტანსაცმელი, მაგრამ ახალგაზრდა ქალი უძლურია მატერიალური სიდუხჭირის წინაშე და შველას ითხოვს!
რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება ან მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხალხს ჰპირდებოდა ამომრჩეველთა კეთილდღეობაზე ზრუნვას?!
ჩვენ ვესაუბრეთ ამ ბავშვების დედას - ნინო ბექიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი მრავალშვილიანი ოჯახის სატკივარი:
- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში?
-ნინო: ქმარმა 2 წლის წინ მიგვატოვა და მას შემდეგ არც გამოჩენილა. ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა, ვერ ვუმკლავდები უამრავ პრობლემას. ხშირად საჭმელი არ გვყოფნის, ხანდახან კი - ვშიმშილობთ. ბავშვებს არ აქვთ განვითარების ნორმალური პირობები და გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ.
-როგორია თქვენი შემოსავალი?
ნინო: სოციალურ შემწეობას ვიღებთ, რომელსაც პროდუქტებზე ვხარჯავთ. ამას ემატება კომუნალური გადასახადები და რაიმე საჭირო ნივთის საყიდლად ფული არ გვრჩება. მაგალითად, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან. ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც მაცივარი, არც გამათბობელი და არც თეთრეული.
- სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთარია?
ნინო: ამ ნახევრად დაუმთავრებელ სახლში ჩვენი მხოლოდ 2 ოთახია. აქ საშინელი საცხოვრებელი პირობებია: ირგვლივ ნესტის სუნი დგას, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლებზე ობი გაჩნდა...
-დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას ან თქვენი საარჩევნო ოლქის დეპუტატს?
ნინო: გამგეობას მივმართე და მივაღწიე იმას, რომ წელიწადში 4-ჯერ 200 ლარს მაძლევენ ფინანსურ დახმარებას. სარეცხი მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ჩვენთვის... რაც შეეხება დეპუტატს, მისთვის არ მიმიმართავს თხოვნით. რა, განა შეიძლება?
- რა თქმა უნდა. დეპუტატი ვალდებულია, რომ იზრუნოს ამომრჩეველთა კეთილდღეობაზე.
-ნინო, რაზე ოცნებობთ?
ნინო: მე ვოცნებობ ჩემი შვილების კარგად ყოფნაზე! ღმერთს ვეხვეწები, რომ გავუძლოთ ამ სიდუხჭირეს და ჩვენც გვქონდეს ნორმალური ცხოვრება!
-ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ?
სალომე (10 წლის) : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშივრებო, რომ პატარა ძამიკომ არ იავადმყოფოს... კიდევ ლამაზ კაბაზე ვოცნებობ.
თაკო (8 წლის): მეც ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ ფეხსაცმელზე. კიდევ ვოცნებობ, რომ ბაჭია დაგვიბრუნდეს, რომელიც ამასწინათ მოგვპარეს...
საბა ( 3 წლის) : მე ნაყინზე ვოცნებობ, ძალიან მიყვარს...
მეგობრებო, ნინო ბექიშვილის ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საწოლს, მაცივარს, ტელევიზორს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექიშვილის ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
კეთილი ადამიანი ეს იგივეა, რაც სინათლე გვირაბის ბოლოს!
მსგავსი პროექტები:
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
შვიდი შვილის დედის დახმარების მუდარა: მისი მეუღლე ციხეშია, საბრალო ქალი კი მის მოლოდინში თავის პატარებს თბილისთან ახლომდებარე ჯურღმულში, ჯოჯოხეთურ პირობებში, უწყლოდ, საშინელ ანტისანიტარიაში ზრდის!
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი 27 წლის მზრუნველ დედას, გვანცა ტვილდიანს, არ დაესიზმრებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა თავის საყვარელ გოგონებსა და ბიჭებთან ერთად ერთ დღეს დანგრეულ...
შეგროვებულია
2,758.15 ₾
დაეხმარა
221
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი წლის მარიამს ერთი ყლუპი წყალიც კი ახრჩობს! მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია! მისი გადარჩენა აუცილებლად უნდა მოვასწროთ! უშველე, ღმერთო!
წაიკითხეთ დედის წერილი, რომელიც გემუდარებათ, მისი ერთადერთი შვილი გადაარჩინოთ. აგატირებთ!
„ჩემი გოგონა, მარიამი, მხოლოდ 2 წლისაა. იშვიათი დაავადება სჭირს — რბილი სასის ნაპრალი...
შეგროვებულია
9,000.9 ₾
დაეხმარა
537
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ დავუშვებთ ამას?!
თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ...
შეგროვებულია
3,508.7 ₾
დაეხმარა
232
მრავალშვილიანი ოჯახები
სასწრაფოდ სჭირდება დახმარება
ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, მეგობრებო! თორემ ამ ულამაზესი ქართველი ბავშვების მწყრალი თვალების მზერა მუდამ ჩვენს გულებში იქნება! სახლი ენგრევათ და საჭმელიც საერთოდ არ აქვთ!
უფალო, გმადლობთ, ამ ოჯახთან რომ მოგვიყვანე, რათა შენი ანგელოზები გაგვეცნო დროულად! წარმოდგენაც კი საზარელია! რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა დაგვიანების შემთხვევაში. ახალ ამბებში...
შეგროვებულია
6,364.76 ₾
დაეხმარა
357
|
|



